სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა" - რას აცხადებენ ხელოვანები
"გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა" - რას აცხადებენ ხელოვანები

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია დას­რულ­და.

  • უწყე­ბის შე­ნო­ბას­თან შეკ­რე­ბილ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა, ხე­ლო­ვა­ნებ­მა და კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ თე­ატ­რის უწყვე­ტი საპ­რო­ტეს­ტო კერა შე­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს გა­რეთ გა­მო­იყ­ვანს.

მათ დღე­ვან­დელ აქ­ცი­ა­ზე სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს და­ვით დო­ი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც "ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ამ შეკ­რე­ბის და­სას­რულს გვინ­და და­ვა­ა­ნონ­სოთ ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა-ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ შევ­ქმნათ თე­ატ­რის უწყვე­ტი საპ­რო­ტეს­ტო კერა, რო­მე­ლიც თა­ვის წი­აღ­ში შექ­მნის ახალ ტექ­სტებს, ახალ სპექ­ტაკ­ლებს, ახალ დის­კუ­სი­ებს, ახალ ნა­რა­ტი­ვებს და მა­ყუ­რე­ბელს გა­მო­იყ­ვანს გა­რეთ ზუს­ტად ისე, რო­გორც ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი გა­მო­აგ­დეთ ქუ­ჩა­ში. ახლა ის ქუ­ჩა­ში სა­კუ­თარ მა­ყუ­რე­ბელს გა­მო­იყ­ვანს",-გა­ნა­ცხა­და რე­ჟი­სორ­მა მიშა ჩარ­კვი­ან­მა.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან შეკ­რე­ბილ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა და ხე­ლო­ვა­ნებ­მა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ, თი­ნა­თინ რუ­ხა­ძეს­თან შეხ­ვედ­რა მო­ი­თხო­ვეს, თუმ­ცა შე­ნო­ბას­თან მო­ბი­ლი­ზე­ბულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. ისი­ნი ითხოვ­დნენ, ან სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში შე­ეშ­ვათ ან თა­ვად მი­ნის­ტრი, თი­ნა­თინ რუ­ხა­ძე გა­მო­სუ­ლი­ყო კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან და ხე­ლო­ვა­ნებს პი­რა­დად გა­სა­უბ­რე­ბო­და.

ცნო­ბის­თვის, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი „ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს და აცხა­დებს, რომ სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან „არა­ერ­თგზის გაფრ­თხი­ლე­ბის“ მი­უ­ხე­და­ვად, „ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლურ კო­მე­დი­ი­სა და დრა­მის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­დამ­ფუძ­ნებ­ლო მიზ­ნე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ „ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არ ას­რუ­ლებ­და“, ხოლო "სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი უწყვე­ტი და­ფი­ნან­სე­ბის პი­რო­ბებ­ში, თე­ატ­რში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო“.

შე­გახ­სე­ნებთ, ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ „საპ­რო­ტეს­ტო მა­ნი­ფეს­ტი“ გა­მო­ა­ცხა­და. თე­ატ­რი, რომ­ლის მსა­ხი­ო­ბი ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზეა და­კა­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე თვეა გა­ფი­ცუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა" - რას აცხადებენ ხელოვანები

"გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა" - რას აცხადებენ ხელოვანები

კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დასრულდა.

  • უწყების შენობასთან შეკრებილმა მსახიობებმა, ხელოვანებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა შეიქმნება, რომელიც მაყურებელს გარეთ გამოიყვანს.

მათ დღევანდელ აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადეს დავით დოიაშვილს, რომელიც "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"ამ შეკრების დასასრულს გვინდა დავაანონსოთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა-ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა, რომელიც თავის წიაღში შექმნის ახალ ტექსტებს, ახალ სპექტაკლებს, ახალ დისკუსიებს, ახალ ნარატივებს და მაყურებელს გამოიყვანს გარეთ ზუსტად ისე, როგორც ქართული თეატრი გამოაგდეთ ქუჩაში. ახლა ის ქუჩაში საკუთარ მაყურებელს გამოიყვანს",-განაცხადა რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა.

კულტურის სამინისტროსთან შეკრებილმა მსახიობებმა და ხელოვანებმა კულტურის მინისტრ, თინათინ რუხაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა შენობასთან მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. ისინი ითხოვდნენ, ან სამინისტროს შენობაში შეეშვათ ან თავად მინისტრი, თინათინ რუხაძე გამოსულიყო კულტურის სამინისტროდან და ხელოვანებს პირადად გასაუბრებოდა.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალურ კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.

შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციებზეა დაკავებული რამდენიმე თვეა გაფიცულია.