სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერჯერობით საქართველოში ვრჩები. ვაპირებ გამოვიდე აქაური დიქტატურის წინააღმდეგაც" - აფგან სადიგოვი
"ჯერჯერობით საქართველოში ვრჩები. ვაპირებ გამოვიდე აქაური დიქტატურის წინააღმდეგაც" - აფგან სადიგოვი

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იცო­დეს, რომ შე­იძ­ლე­ბა და­ი­ჭი­რონ ან მოკ­ლან ვინ­მე, თუმ­ცა მათ მა­გივ­რად სხვე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ლენ. აზერ­ბა­ი­ჯან­ში ამ­ჟა­მად 400 პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რია, რე­ჟი­მის სიმ­ხე­ცე პიკს აღ­წევს,- ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა აფგან სა­დი­გოვ­მა პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მად­ლი­ე­რია იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ქვეყ­ნე­ბის, რომ­ლებ­მაც პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში მას დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს.

"მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ქარ­თულ მე­დი­ას, რად­გან ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს ყო­ველ­თვის აყე­ნებ­დით დღის წეს­რიგ­ში. ასე­ვე მად­ლი­ე­რი ვარ ჩემი ად­ვო­კა­ტე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჰუ­სე­ინ ბა­კი­ხა­ნო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში შეკ­ვე­თით მოკ­ლეს. ასე­ვე მოკ­ლეს ბა­ი­რამ მა­მე­დო­ვი. თუმ­ცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იცო­დეს, რომ შე­იძ­ლე­ბა და­ი­ჭი­რონ ან მოკ­ლან ვინ­მე, თუმ­ცა მათ მა­გივ­რად სხვე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ლენ. აზერ­ბა­ი­ჯან­ში ამ­ჟა­მად 400 პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რია, რე­ჟი­მის სიმ­ხე­ცე პიკს აღ­წევს”, - გა­ნა­ცხა­და მან.

სა­დი­გო­ვის თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მისი ოჯა­ხის წევ­რებ­ზეც.

"ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც მე აზერ­ბა­ი­ჯან­ში მა­კა­ვებ­დნენ, ისი­ნი ჩემს ოჯახს აშან­ტა­ჟებ­დნენ და ჩემი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბით იმუქ­რე­ბოდ­ნენ. ყო­ვე­ლი მსგავ­სი შემ­თხვე­ვის დროს მე მივ­მარ­თავ­დი ალი­ევს, რომ ეს ჩემი ბრძო­ლაა და ოჯახს შე­ეშ­ვან. სამ­წუ­ხა­როდ, დიქ­ტა­ტო­რე­ბი არა­სო­დეს გა­მოს­წორ­დე­ბი­ან”, - აღ­ნიშ­ნავს ის.

ამას­თან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პარტნი­ო­რო­ბა­სა და მსგავ­სე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხალ­ხს უნდა მო­უს­მი­ნოს.

"მათ და­ურ­ქმე­ვი­ათ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პარ­ტი­ის­თვის, ეს არ არის ქარ­თვე­ლე­ბის ოც­ნე­ბა, მათი ოც­ნე­ბა არ არის დიქ­ტა­ტუ­რა­ში ცხოვ­რე­ბა. მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, უკან და­ი­ხი­ონ იმ გზი­დან, რო­მელ­ზეც ახლა არი­ან. არ არის სა­ჭი­რო არც პუ­ტი­ნის და არც ერ­დო­ღა­ნის მი­თი­თე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ყვე­ლა­ზე სწო­რი გზა არის სა­კუ­თა­რი ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და ხალ­ხი­სად­მი მსა­ხუ­რე­ბა. მე არა­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ვა­ტა­რე და ილ­ჰამ ალი­ე­ვის გა­რე­მოც­ვა­ზე უამ­რა­ვი ფაქ­ტი და მა­სა­ლა შე­ვაგ­რო­ვე და შემ­დეგ გა­ვა­სა­ჯა­რო­ვე. ამი­ტომ ორ­ჯერ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი გავ­ხდი. რაც უფრო მეტ­ხანს მამ­ყო­ფებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქ, მით უფრო მე­ტად სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­უხ­დე­ბათ ეს მათ. რა თქმა უნდა, აქ საფრ­თხე არ­სე­ბობს. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ვრჩე­ბი. ვა­პი­რებ გა­მო­ვი­დე აქა­უ­რი დიქ­ტა­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდე­გაც”,- გა­ნა­ცხა­და სა­დი­გოვ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თლოს მიერ მის­თვის გი­რა­ოს და­წე­სე­ბას, სა­დი­გო­ვი აცხა­დებს, რომ მის გა­დახ­დას არ აპი­რებს.

"არ ვე­თან­ხმე­ბი გი­რა­ოს და­წე­სე­ბას და არ ვა­პი­რებ მის გა­დახ­დას. ვფიქ­რობ ალი­ევ­მაც და კო­ბა­ხი­ძე­მაც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნე­ბის ბი­უ­ჯე­ტი გა­ა­ჩა­ნა­გეს და არ ვა­პი­რებ ამ გი­რა­ოს გა­დახ­დას.“- აღ­ნიშ­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ჯერჯერობით საქართველოში ვრჩები. ვაპირებ გამოვიდე აქაური დიქტატურის წინააღმდეგაც" - აფგან სადიგოვი

"ჯერჯერობით საქართველოში ვრჩები. ვაპირებ გამოვიდე აქაური დიქტატურის წინააღმდეგაც" - აფგან სადიგოვი

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ შეიძლება დაიჭირონ ან მოკლან ვინმე, თუმცა მათ მაგივრად სხვები აუცილებლად გამოვლენ. აზერბაიჯანში ამჟამად 400 პოლიტიკური პატიმარია, რეჟიმის სიმხეცე პიკს აღწევს,- ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მადლიერია იმ ადამიანებისა და ქვეყნების, რომლებმაც პატიმრობის პერიოდში მას დახმარება გაუწიეს.

"მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ მედიას, რადგან ჩემთან დაკავშირებულ საკითხებს ყოველთვის აყენებდით დღის წესრიგში. ასევე მადლიერი ვარ ჩემი ადვოკატებისა და საერთაშორისო პარტნიორების. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ ჰუსეინ ბაკიხანოვი საქართველოში შეკვეთით მოკლეს. ასევე მოკლეს ბაირამ მამედოვი. თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ შეიძლება დაიჭირონ ან მოკლან ვინმე, თუმცა მათ მაგივრად სხვები აუცილებლად გამოვლენ. აზერბაიჯანში ამჟამად 400 პოლიტიკური პატიმარია, რეჟიმის სიმხეცე პიკს აღწევს”, - განაცხადა მან.

სადიგოვის თქმით, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა ხორციელდებოდა მისი ოჯახის წევრებზეც.

"ყოველ ჯერზე, როდესაც მე აზერბაიჯანში მაკავებდნენ, ისინი ჩემს ოჯახს აშანტაჟებდნენ და ჩემი მცირეწლოვანი შვილების მკვლელობით იმუქრებოდნენ. ყოველი მსგავსი შემთხვევის დროს მე მივმართავდი ალიევს, რომ ეს ჩემი ბრძოლაა და ოჯახს შეეშვან. სამწუხაროდ, დიქტატორები არასოდეს გამოსწორდებიან”, - აღნიშნავს ის.

ამასთან, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა პრესკონფერენციის დროს საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების პარტნიორობასა და მსგავსებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს.

"მათ დაურქმევიათ "ქართული ოცნება“ პარტიისთვის, ეს არ არის ქართველების ოცნება, მათი ოცნება არ არის დიქტატურაში ცხოვრება. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, უკან დაიხიონ იმ გზიდან, რომელზეც ახლა არიან. არ არის საჭირო არც პუტინის და არც ერდოღანის მითითებების შესრულება. ყველაზე სწორი გზა არის საკუთარი ხალხის სიყვარული და ხალხისადმი მსახურება. მე არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარე და ილჰამ ალიევის გარემოცვაზე უამრავი ფაქტი და მასალა შევაგროვე და შემდეგ გავასაჯაროვე. ამიტომ ორჯერ პოლიტიკური პატიმარი გავხდი. რაც უფრო მეტხანს მამყოფებს საქართველოს ხელისუფლება აქ, მით უფრო მეტად სანანებელი გაუხდებათ ეს მათ. რა თქმა უნდა, აქ საფრთხე არსებობს. ჯერჯერობით საქართველოში ვრჩები. ვაპირებ გამოვიდე აქაური დიქტატურის წინააღმდეგაც”,- განაცხადა სადიგოვმა.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ მისთვის გირაოს დაწესებას, სადიგოვი აცხადებს, რომ მის გადახდას არ აპირებს.

"არ ვეთანხმები გირაოს დაწესებას და არ ვაპირებ მის გადახდას. ვფიქრობ ალიევმაც და კობახიძემაც საკუთარი ქვეყნების ბიუჯეტი გააჩანაგეს და არ ვაპირებ ამ გირაოს გადახდას.“- აღნიშნა მან.