სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რასაც ვუყურებ ბოლო თვეების განმავლობაში, თუ პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას“ - კახა კალაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე
“რასაც ვუყურებ ბოლო თვეების განმავლობაში, თუ პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას“ - კახა კალაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე

“სა­ფუძ­ვე­ლი არ ვიცი რა იყო, მაგ­რამ რა­საც ვუ­ყუ­რებ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ დო­ი­აშ­ვილს პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლა უნდა, შე­უძ­ლია ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გას - თუ ხარ იქ, სა­დაც ხარ, მა­შინ უნდა იმუ­შაო და მი­ხე­დო კონ­კრე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია,“ - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც „ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა.

  • მისი თქმით, ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დეს პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზე.

„გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი შე­იხ­ლე­ბა ჰქონ­დეს ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია, მა­გა­ლი­თად, ჩემ­თა­ნაც მე­რი­ა­ში, ვი­საც აქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზე. შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი მო­საზ­რე­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა მის მოხ­სნას, ამის სა­ფუძ­ვე­ლი არ ვიცი რა იყო, მაგ­რამ რა­საც ვუ­ყუ­რებ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ დო­ი­აშ­ვილს პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლა უნდა, შე­უძ­ლია ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გას, გა­ა­კე­თოს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს. თუ ხარ იქ, სა­დაც ხარ, მა­შინ უნდა იმუ­შაო და მი­ხე­დო კონ­კრე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია.

ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს პრო­ტეს­ტი, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ შენ, პი­რო­ბი­თად, არ იმუ­შაო, არ გა­ა­კე­თო შენი გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ამი­ტომ ვთქვი, თუ ვინ­მეს აქვს სურ­ვი­ლი შე­უძ­ლია შე­მო­ვი­დეს პო­ლი­ტი­კა­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბებს ედგა სა­თა­ვე­ში. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ჰქონ­დეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ ვართ მტრე­ბი. თქვენ ნუ უყუ­რებთ იმ რა­დი­კა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბებს, ვინც დღეს ქუ­ჩა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი აგენ­ტუ­რის სა­ხით. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც შე­იხ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბა ჰქონ­დეს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ მტრე­ბი ვი­ყოთ“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი „ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს და აცხა­დებს, რომ სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან „არა­ერ­თგზის გაფრ­თხი­ლე­ბის“ მი­უ­ხე­და­ვად, „ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი

კო­მე­დი­ი­სა და დრა­მის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­დამ­ფუძ­ნებ­ლო მიზ­ნე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ „ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არ ას­რუ­ლებ­და“, ხოლო "სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი უწყვე­ტი და­ფი­ნან­სე­ბის პი­რო­ბებ­ში, თე­ატ­რში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო“.

შე­გახ­სე­ნებთ, ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ „საპ­რო­ტეს­ტო მა­ნი­ფეს­ტი“ გა­მო­ა­ცხა­და. თე­ატ­რი, რომ­ლის მსა­ხი­ო­ბი ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზეა და­კა­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე თვეა გა­ფი­ცუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

“რასაც ვუყურებ ბოლო თვეების განმავლობაში, თუ პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას“ - კახა კალაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე

“რასაც ვუყურებ ბოლო თვეების განმავლობაში, თუ პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას“ - კახა კალაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე

“საფუძველი არ ვიცი რა იყო, მაგრამ რასაც ვუყურებ ბოლო თვეების განმავლობაში, თუ დოიაშვილს პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას - თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას, ძალიან მარტივია,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას ეხმიანება.

  • მისი თქმით, ყველას შეიძლება განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს პოლიტიკურ საკითხებზე.

„განსხვავებული აზრი შეიხლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს. უამრავი ადამიანია, მაგალითად, ჩემთანაც მერიაში, ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრებები პოლიტიკურ საკითხებზე. შეუძლებელია ყველას ერთნაირი მოსაზრება და დამოკიდებულება ჰქონდეს. რაც შეეხება მის მოხსნას, ამის საფუძველი არ ვიცი რა იყო, მაგრამ რასაც ვუყურებ ბოლო თვეების განმავლობაში, თუ დოიაშვილს პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას, გააკეთოს და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას, ძალიან მარტივია.

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს პროტესტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ, პირობითად, არ იმუშაო, არ გააკეთო შენი გასაკეთებელი. ძალიან მარტივია, ამიტომ ვთქვი, თუ ვინმეს აქვს სურვილი შეუძლია შემოვიდეს პოლიტიკაში. წლების განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ედგა სათავეში. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება, დამოკიდებულება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ მტრები. თქვენ ნუ უყურებთ იმ რადიკალურ დაჯგუფებებს, ვინც დღეს ქუჩაშია წარმოდგენილი აგენტურის სახით. არსებობენ ადამიანები, ვისაც შეიხლება სხვადასხვა შეხედულება ჰქონდეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მტრები ვიყოთ“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური

კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.

შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციებზეა დაკავებული რამდენიმე თვეა გაფიცულია.