სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეო ანთაძე: "დოიაშვილის თანამდებობიდან მოხსნა ძალიან დიდი უსამართლობაა, ესენი პოლიტიკური ნიშნით ებრძვიან ყველას“
ლეო ანთაძე: "დოიაშვილის თანამდებობიდან მოხსნა ძალიან დიდი უსამართლობაა, ესენი პოლიტიკური ნიშნით ებრძვიან ყველას“

გუ­შინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი. მარ­თა­ლია, ამ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზად სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან თე­ატ­რში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სის შე­ფერ­ხე­ბა და­სა­ხელ­და, მაგ­რამ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თა­ვად რე­ჟი­სო­რის და თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებს უკავ­ში­რებს. ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დო­ი­აშ­ვილს არ­სად უშ­ვე­ბენ.

და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნა­ზე აზრი გაგ­ვი­ზი­ა­რა ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ­მა მსა­ხი­ობ­მა ლეო ან­თა­ძემ:

"ახ­ლა­ხან მი­თხრეს ეს ამ­ბა­ვი, რო­გორც გა­ვი­გე, თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან ძა­ლი­ან ბევ­რია აღ­შფო­თე­ბუ­ლი და მეც მათ ვუ­ერ­თდე­ბი. და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის რან­გის რე­ჟი­სო­რებს ქუ­ჩა­ში კი ვერ მო­ნა­ხავ! თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლია მისი მსგავ­სი ხე­ლო­ვა­ნი, ბრწყინ­ვა­ლე რე­ჟი­სო­რია! მისი მოხ­სნა ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბაა, მაგ­რამ ესე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ებ­რძვი­ან ყვე­ლას, ვინც კი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით არის ამ მთავ­რო­ბის მი­მართ.

და­ვით დო­ი­აშ­ვილ­თან ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმუ­შა­ობ­დი. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში რომ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, მან დად­გა სპექ­ტაკ­ლი, სა­დაც მთა­ვარ როლს ვთა­მა­შობ­დი. და­უ­ვი­წყა­რია ჩემ­თვის ის პე­რი­ო­დი, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოდ მა­გონ­დე­ბა და ძა­ლი­ან სა­წყე­ნია ასე­თი ნი­ჭი­ე­რი კაცი რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. არ ვიცი, მეტი რა გი­თხრათ, რო­გორ გა­მოვ­ხა­ტო ჩემი ძა­ლი­ან დიდი აღ­შფო­თე­ბა..."

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ლეო ანთაძე: "დოიაშვილის თანამდებობიდან მოხსნა ძალიან დიდი უსამართლობაა, ესენი პოლიტიკური ნიშნით ებრძვიან ყველას“

ლეო ანთაძე: "დოიაშვილის თანამდებობიდან მოხსნა ძალიან დიდი უსამართლობაა, ესენი პოლიტიკური ნიშნით ებრძვიან ყველას“

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრომ მოულოდნელად გაათავისუფლა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი. მართალია, ამ გათავისუფლების მიზეზად სამინისტროს მხრიდან თეატრში შემოქმედებითი პროცესის შეფერხება დასახელდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას, თავად რეჟისორის და თეატრალური საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები ამბობენ, რომ დოიაშვილს არსად უშვებენ.

დავით დოიაშვილის თანამდებობიდან მოხსნაზე აზრი გაგვიზიარა ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა ლეო ანთაძემ:

"ახლახან მითხრეს ეს ამბავი, როგორც გავიგე, თეატრალური საზოგადოებიდან ძალიან ბევრია აღშფოთებული და მეც მათ ვუერთდები. დავით დოიაშვილის რანგის რეჟისორებს ქუჩაში კი ვერ მონახავ! თითზე ჩამოსათვლელია მისი მსგავსი ხელოვანი, ბრწყინვალე რეჟისორია! მისი მოხსნა ძალიან დიდი უსამართლობაა, მაგრამ ესენი პოლიტიკური ნიშნით ებრძვიან ყველას, ვინც კი უარყოფითი დამოკიდებულებით არის ამ მთავრობის მიმართ.

დავით დოიაშვილთან ყოველთვის ძალიან დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი. მარჯანიშვილის თეატრში რომ სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, მან დადგა სპექტაკლი, სადაც მთავარ როლს ვთამაშობდი. დაუვიწყარია ჩემთვის ის პერიოდი, ძალიან სასიამოვნოდ მაგონდება და ძალიან საწყენია ასეთი ნიჭიერი კაცი რომ გაათავისუფლეს. არ ვიცი, მეტი რა გითხრათ, როგორ გამოვხატო ჩემი ძალიან დიდი აღშფოთება..."

იხილეთ ასევე: