უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დნიპროზე რუსული დრონების მასშტაბური თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არის ბავშვი.
დაშავებულია 30 მშვიდობიანი მოსახლე, კლინიკაში გადაყვანილია 5 მცირეწლოვანი.
მედიის ცნობით, დაზიანდა 15-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა, სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობები, კვების ობიექტები და ავტომობილები.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, “20 წუთის განმავლობაში, 10-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა“. “შაჰედებით“ თავდასხმის შედეგად ქალაქში გაჩნდა ხანძრის კერები. სამუშაოებში 173 მაშველი და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 37 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. ამჟამად ყველა კერა ლიკვიდირებულია.
დაღუპულთა შორისაა 16 წლის გოგონაა. როდესაც მან დრონის ხმა გაიგო, სახლისკენ გაიქცა, თუმცა შეფარება ვერ მოასწრო.