სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ“ - ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი
“არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ“ - ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი

“არ ვა­ღი­ა­რებთ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ჩვენ, ამ თე­ატ­რის დასი, და­ვით დო­ი­აშ­ვილს არ ვუშ­ვებთ“, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია „ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ახა­ლი თე­ატ­რის“ და­სის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობ­მა კახა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა წა­ი­კი­თხა.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რად­გან მან გა­ბე­და და ხმა აი­მაღ­ლა უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

„დღეს არა­ლე­გი­ტი­მურ­მა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ ახა­ლი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი, რად­გან მან გა­ბე­და და ხმა აი­მაღ­ლა უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რის წი­ნა­შეც სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე ვდგა­ვართ. და­ვით დო­ი­აშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმა არის თავ­დას­ხმა თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე. ეს არის დას­ჯა სო­ლი­და­რო­ბის­თვის, თა­ნად­გო­მის­თვის და თავ­დას­ხმა თი­თო­ე­ულ ხე­ლო­ვან­ზე, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ხალ­ხს და სა­ხელ­მწი­ფოს. ჩვენ, ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ახა­ლი თე­ატ­რის დასი, რომ­ლის წევ­რიც ამ­ჟა­მად უსა­მარ­თლო ტყვე­ო­ბა­შია, წინსვლას და გან­ვი­თა­რე­ბას და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­რე­შე ვერ ვხე­დავთ. არ ვა­ღი­ა­რებთ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ჩვენ, ამ თე­ატ­რის დასი, და­ვით დო­ი­აშ­ვილს არ ვუშ­ვებთ. ვდგა­ვართ მას­თან ერ­თად და ვიდ­გე­ბით გა­მარ­ჯვე­ბამ­დე“, - ნათ­ქვა­მია და­სის სა­ერ­თო გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობ­მა კახა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა წა­ი­კი­თხა.

ცნო­ბის­თვის, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი “ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის” ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს და აცხა­დებს, რომ სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან "არა­ერ­თგზის გაფრ­თხი­ლე­ბის" მი­უ­ხე­და­ვად, “ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი კო­მე­დი­ი­სა და დრა­მის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის” ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­დამ­ფუძ­ნებ­ლო მიზ­ნე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ "ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არ ას­რუ­ლებ­და", ხოლო "სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი უწყვე­ტი და­ფი­ნან­სე­ბის პი­რო­ბებ­ში, თე­ატ­რში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო".

შე­გახ­სე­ნებთ, ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ "საპ­რო­ტეს­ტო მა­ნი­ფეს­ტი" გა­მო­ა­ცხა­და. თე­ატ­რი, რომ­ლის მსა­ხი­ო­ბია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე, რამ­დე­ნი­მე თვეა გა­ფი­ცუ­ლია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

“არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ“ - ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი

“არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ“ - ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი

“არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ“, - ამის შესახებ ნათქვამია „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ დასის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მსახიობმა კახა კინწურაშვილმა წაიკითხა.

განცხადების თანახმად, დავით დოიაშვილი გაათავისუფლეს, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ.

„დღეს არალეგიტიმურმა კულტურის სამინისტრომ ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ, რის წინაშეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვდგავართ. დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე. ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს. ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრიც ამჟამად უსამართლო ტყვეობაშია, წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ. არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ. ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე“, - ნათქვამია დასის საერთო განცხადებაში, რომელიც მსახიობმა კახა კინწურაშვილმა წაიკითხა.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო".

შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ "საპროტესტო მანიფესტი" გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობია საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, რამდენიმე თვეა გაფიცულია.

იხილეთ ასევე: