სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო შეეფადა
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო შეეფადა

პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის გამო, "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დერს, ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძეს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 20 000- ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

  • გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ნანა შა­მა­თა­ვამ ცოტა ხნის წინ მი­ი­ღო. თან­ხის და­ფარ­ვის ვა­დად ერთი თვე გა­ნი­სა­ზღვრა.

ჯა­ფა­რი­ძის თქმით, ის ერთი თეთ­რის გა­დახ­დას არ აპი­რებს.

"თქვეს, რომ მე არ ვარ კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­ქა­ლა­ქე, არ ვა­ღი­ა­რებ პარ­ლა­მენტს და არ ვა­ღი­ა­რებ მთავ­რო­ბას, ამი­ტომ, არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ მი­ვი­მა­ლო ან ჩა­ვი­დი­ნო რა­ღაც სხვა და­ნა­შა­უ­ლი, რა­ზეც ავუხ­სე­ნი, რომ მი­მალ­ვა რომ მნდო­მო­და, სტრას­ბურ­გში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­მი­ვი­და და­ბა­რე­ბა­ზე და ჩა­მო­ვე­დი. ეს ერთი და მერე მე­ო­რე, რა და­ნა­შა­უ­ლი უნდა ჩა­ვი­დი­ნო კი­დევ, ეს სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია. არც ნა­სა­მარ­თლო­ბა მაქვს და თუ იმა­ზეა სა­უ­ბა­რი, რა­ღაც კო­მი­სია რომ არის, მანდ და­მი­ბა­რე­ბენ, მა­გა­ზე ვუ­თხა­რი, 20-ჯერ რომ და­მი­ბა­რონ, არც ერთხელ არ ვა­პი­რებ მის­ვლას - მეთ­ქი.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, არ არ­სე­ბობ­და არა­ნა­ი­რი ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი იმის­თვის, რომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად რამე გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ იმი­ტომ, რომ არ­სად გაქ­ცე­ვას მე არ ვა­პი­რებ", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

"არ­სე­ბობ­და ორი საფრ­თხე - ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მი­მალ­ვის საფრ­თხე­ე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ საფრ­თხე­ებ­თან მი­მარ­თე­ბით რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ იმის­თვის, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნეს მისი სა­თა­ნა­დო ქცე­ვა რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე, ისე სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვე­ბის ეტაპ­ზე.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ 20 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რაო უზ­რუნ­ველ­ყოფს მის სა­თა­ნა­დო ქცე­ვას", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა ნა­თია თა­თი­აშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, საქ­მე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას. აღ­ნიშ­ნულ კო­მი­სი­ა­ზე ჯა­ფა­რი­ძე არ გა­მო­ცხად­და, რის შემ­დე­გაც, ის ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად მა­გის­ტრატ მო­სა­მარ­თლეს­თან და­ი­ბა­რეს.

ცნო­ბის­თვის, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც „სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას" გუ­ლის­ხმობს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო შეეფადა

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო შეეფადა

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, "კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000- ლარიანი გირაო შეუფარდა.

  • გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ ცოტა ხნის წინ მიიღო. თანხის დაფარვის ვადად ერთი თვე განისაზღვრა.

ჯაფარიძის თქმით, ის ერთი თეთრის გადახდას არ აპირებს.

"თქვეს, რომ მე არ ვარ კანონმორჩილი მოქალაქე, არ ვაღიარებ პარლამენტს და არ ვაღიარებ მთავრობას, ამიტომ, არსებობს საფრთხე, რომ მივიმალო ან ჩავიდინო რაღაც სხვა დანაშაული, რაზეც ავუხსენი, რომ მიმალვა რომ მნდომოდა, სტრასბურგში ვიყავი, როდესაც შეტყობინება მომივიდა დაბარებაზე და ჩამოვედი. ეს ერთი და მერე მეორე, რა დანაშაული უნდა ჩავიდინო კიდევ, ეს სრულიად გაუგებარია. არც ნასამართლობა მაქვს და თუ იმაზეა საუბარი, რაღაც კომისია რომ არის, მანდ დამიბარებენ, მაგაზე ვუთხარი, 20-ჯერ რომ დამიბარონ, არც ერთხელ არ ვაპირებ მისვლას - მეთქი.

სინამდვილეში, არ არსებობდა არანაირი ფორმალური საფუძველი იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიებად რამე გამოეყენებინათ იმიტომ, რომ არსად გაქცევას მე არ ვაპირებ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პროცესის დასრულების შემდეგ.

"არსებობდა ორი საფრთხე - ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები. ბუნებრივია, ამ საფრთხეებთან მიმართებით როდესაც ვსაუბრობთ, აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მისი სათანადო ქცევა როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლოში არსებითი განხილვების ეტაპზე.

მიგვაჩნია, რომ 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო უზრუნველყოფს მის სათანადო ქცევას", - განაცხადა პროკურორმა ნათია თათიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.