სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულხანი მივიდა ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც დაემალა და არ გამოჩნდა... უთხრეს: ჩვენთან რა გინდა, გრიგალაშვილი გეძებსო" - რას იხსენებს  თამაზ მოლაშვილი
"სულხანი მივიდა ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც დაემალა და არ გამოჩნდა... უთხრეს: ჩვენთან რა გინდა, გრიგალაშვილი გეძებსო" - რას იხსენებს  თამაზ მოლაშვილი

რო­დე­საც სტრას­ბურ­გმა გა­ა­მარ­თლა სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი, მუ­რუ­სი­ძეს უთხრეს, აი, სტრას­ბურ­გმა გა­ა­მარ­თლა და შენ კი­დევ... მუ­რუ­სი­ძემ თქვა: „მე მა­ინც ასე გა­ვა­კე­თებ­დიო“. გული მწყდე­ბა სუფ­თა ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით, არა­და ვიცი, რომ კარ­გი იუ­რის­ტია, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის მა­მამ, თა­მაზ მო­ლაშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც მის შვილს, სულ­ხან მო­ლაშ­ვილს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და.

  • თა­მაზ მო­ლაშ­ვი­ლის თქმით, მის შვილს სა­პა­ტიმ­რო­ში აწა­მებ­დნენ და ამ წა­მე­ბის შე­სა­ხებ ოჯა­ხი „ერთი-ორი თვის შემ­დეგ იგებ­და“.

"ახ­ლაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს იმ ორ პი­როვ­ნე­ბას­თან, რომ­ლე­ბიც სულ­ხანს ეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, წა­ვი­დეთ, თავი და­ვა­ნე­ბოთ აქა­უ­რო­ბა­სო. ისი­ნი ჩა­მო­ვიდ­ნენ და ახლა ძა­ლი­ან კარ­გად არი­ან, გნე­ბავთ ლე­ვან მა­მა­ლა­ძე და გნე­ბავთ გიგ­ლა ბა­რა­მი­ძე. მერე იმა­თი ოჯა­ხე­ბი აა­წი­ო­კეს. [სულ­ხან­მა თქვა] რომ არ აა­წი­ო­კონ ჩემი ოჯა­ხიო, პატ­რი­არ­ქთან მი­ვი­და, კურ­თხე­ვა აიღო და პირ­და­პირ მი­ვი­და პრო­კუ­რორ­თან, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც და­ე­მა­ლა და არ გა­მოჩ­ნდა. უთხრეს: ჩვენ­თან რა გინ­და, გრი­გა­ლაშ­ვი­ლი გე­ძებ­სო. რაც იქ მი­ვი­და, იმის შემ­დეგ ჩვენ სულ­ხა­ნი ვე­ღარ ვნა­ხეთ. სამ­ჯერ მის­ცეს სამ-სამი თვით პა­ტიმ­რო­ბა. ორი თვე რომ გა­ვი­და, და­ა­ვი­წყდათ, მე­სა­მე­დაც რომ უნდა მი­ე­ცათ და თვი­თონ სულ­ხან­მა გა­ახ­სე­ნა, ხვა­ლი­დან მე თქვე­ნი პა­ტი­მა­რი აღარ ვიქ­ნე­ბი, რად­გან ის სამი თვე და­მიმ­თავ­რდაო. სულ­ხანს ექი­მის­თვის უთ­ქვამს, და­სა­ძი­ნე­ბე­ლი წა­მა­ლი მი­ე­ცა, რომ კარ­გად და­მე­ძი­ნო­სო. სულ­ხანს ეძი­ნა, პრო­კუ­რო­რი და მო­სა­მარ­თლე მი­იყ­ვა­ნეს და მე­სა­მედ [გა­უ­ხან­გრძლი­ვეს პა­ტიმ­რო­ბის ვადა]. სულ­ხანს სა­კან­ში ეძი­ნა, [პრო­კუ­რო­რი და მო­სა­მარ­თლე] დად­გნენ საკ­ნის წინ და გა­მო­უ­ცხა­დეს.

სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ბევ­რი ცოდ­ვა აქვთ ჩა­დე­ნი­ლი მო­სა­მარ­თლე­ებს, ერ­თსაც, მე­ო­რე­საც, მე­სა­მე­საც და ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან გული რაზე მწყდე­ბა იცით? ბრწყინ­ვა­ლე იუ­რის­ტია მუ­რუ­სი­ძე და რო­დე­საც სტრას­ბურ­გმა გა­ა­მარ­თლა [სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი], მუ­რუ­სი­ძეს უთხრეს, აი, სტრას­ბურ­გმა გა­ა­მარ­თლა და შენ კი­დევ... მუ­რუ­სი­ძემ თქვა, „მე მა­ინც ასე გა­ვა­კე­თებ­დიო“. გული მწყდე­ბა სუფ­თა ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით, არა­და ვიცი, რომ კარ­გი იუ­რის­ტია.

ყო­ველ­თვის ვლა­პა­რა­კობ­დი ხოლ­მე, რომ ჩემს შვილს დანა კი არ გა­უ­ყა­რეს, შუბ­ლში ტყვია კი არ და­ა­ხა­ლეს, არა­მედ ნელი სიკ­ვდი­ლით მო­მიკ­ლეს. ნელი სიკ­ვდი­ლი ის იყო, რომ ნელ-ნელა რა­ღა­ცას უშ­ხა­პუ­ნებ­დნენ. მთა­ვა­რი არის ის, რომ მთავ­რო­ბამ იცო­და, რომ და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ო­და“.- გა­ნა­ცხა­და თა­მაზ მო­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"სულხანი მივიდა ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც დაემალა და არ გამოჩნდა... უთხრეს: ჩვენთან რა გინდა, გრიგალაშვილი გეძებსო" - რას იხსენებს  თამაზ მოლაშვილი

"სულხანი მივიდა ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც დაემალა და არ გამოჩნდა... უთხრეს: ჩვენთან რა გინდა, გრიგალაშვილი გეძებსო" - რას იხსენებს  თამაზ მოლაშვილი

როდესაც სტრასბურგმა გაამართლა სულხან მოლაშვილი, მურუსიძეს უთხრეს, აი, სტრასბურგმა გაამართლა და შენ კიდევ... მურუსიძემ თქვა: „მე მაინც ასე გავაკეთებდიო“. გული მწყდება სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, არადა ვიცი, რომ კარგი იურისტია, - ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა მოსამართლე ლევან მურუსიძეზე განაცხადა, რომელმაც მის შვილს, სულხან მოლაშვილს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

  • თამაზ მოლაშვილის თქმით, მის შვილს საპატიმროში აწამებდნენ და ამ წამების შესახებ ოჯახი „ერთი-ორი თვის შემდეგ იგებდა“.

"ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს იმ ორ პიროვნებასთან, რომლებიც სულხანს ეხვეწებოდნენ, წავიდეთ, თავი დავანებოთ აქაურობასო. ისინი ჩამოვიდნენ და ახლა ძალიან კარგად არიან, გნებავთ ლევან მამალაძე და გნებავთ გიგლა ბარამიძე. მერე იმათი ოჯახები ააწიოკეს. [სულხანმა თქვა] რომ არ ააწიოკონ ჩემი ოჯახიო, პატრიარქთან მივიდა, კურთხევა აიღო და პირდაპირ მივიდა პროკურორთან, ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც დაემალა და არ გამოჩნდა. უთხრეს: ჩვენთან რა გინდა, გრიგალაშვილი გეძებსო. რაც იქ მივიდა, იმის შემდეგ ჩვენ სულხანი ვეღარ ვნახეთ. სამჯერ მისცეს სამ-სამი თვით პატიმრობა. ორი თვე რომ გავიდა, დაავიწყდათ, მესამედაც რომ უნდა მიეცათ და თვითონ სულხანმა გაახსენა, ხვალიდან მე თქვენი პატიმარი აღარ ვიქნები, რადგან ის სამი თვე დამიმთავრდაო. სულხანს ექიმისთვის უთქვამს, დასაძინებელი წამალი მიეცა, რომ კარგად დამეძინოსო. სულხანს ეძინა, პროკურორი და მოსამართლე მიიყვანეს და მესამედ [გაუხანგრძლივეს პატიმრობის ვადა]. სულხანს საკანში ეძინა, [პროკურორი და მოსამართლე] დადგნენ საკნის წინ და გამოუცხადეს.

სხვათა შორის, ძალიან ბევრი ცოდვა აქვთ ჩადენილი მოსამართლეებს, ერთსაც, მეორესაც, მესამესაც და ყველაზე ძალიან გული რაზე მწყდება იცით? ბრწყინვალე იურისტია მურუსიძე და როდესაც სტრასბურგმა გაამართლა [სულხან მოლაშვილი], მურუსიძეს უთხრეს, აი, სტრასბურგმა გაამართლა და შენ კიდევ... მურუსიძემ თქვა, „მე მაინც ასე გავაკეთებდიო“. გული მწყდება სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, არადა ვიცი, რომ კარგი იურისტია.

ყოველთვის ვლაპარაკობდი ხოლმე, რომ ჩემს შვილს დანა კი არ გაუყარეს, შუბლში ტყვია კი არ დაახალეს, არამედ ნელი სიკვდილით მომიკლეს. ნელი სიკვდილი ის იყო, რომ ნელ-ნელა რაღაცას უშხაპუნებდნენ. მთავარი არის ის, რომ მთავრობამ იცოდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა“.- განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.