სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ
პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ

პარ­ლა­მენ­ტმა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლა და მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, რომ­ლის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გრანტს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე ვე­ღარ გას­ცე­მენ. ამა­ვე პრო­ექ­ტით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ლექ­ცი­ის, სე­მი­ნა­რის ან სხვა მსგავ­სი სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­წყო­ბა აეკ­რძა­ლე­ბათ.

  • "მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში, "გრან­ტე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­სა და სხვა გა­მომ­დი­ნა­რე კა­ნო­ნებ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბას 80-მა დე­პუ­ტატ­მა ერ­თხმად და­უ­ჭი­რა მხა­რი.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი "მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ე­ბის­თვის ლექ­ცი­ე­ბის, სე­მი­ნა­რე­ბის და სხვა სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­წყო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ ექ­ნე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა გრან­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხს, უცხო­უ­რი გრან­ტის მი­ღე­ბას მთავ­რო­ბის ან მთავ­რო­ბის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის თან­ხმო­ბა დას­ჭირ­დე­ბა - თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­ცე­მუ­ლი გრან­ტის მი­ღე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

აკ­რძა­ლუ­ლი გრან­ტის გა­ცე­მი­სა და მი­ღე­ბის მო­ნი­ტო­რინგს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­რო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. აკ­რძა­ლუ­ლი გრან­ტის მი­ღე­ბა გა­მო­იწ­ვევს გრან­ტის მიმ­ღე­ბის და­ჯა­რი­მე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი გრან­ტის ორ­მა­გი ოდე­ნო­ბით.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­მო­ნაკ­ლი­სებ­საც ად­გენს - კერ­ძოდ, მთავ­რო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო თან­ხმო­ბის წესი არ ვრცელ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის, ფე­დე­რა­ცი­ის და კო­მი­ტე­ტის მიერ გრან­ტის გა­ცე­მა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ სა­შუ­ა­ლო და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის­თვის და სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბის­თვის გა­ცე­მულ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სტი­პენ­დი­ა­ზე.

დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რია ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ

პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.

  • "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში, "გრანტების შესახებ" კანონსა და სხვა გამომდინარე კანონებში დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცებას 80-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

პარლამენტის მიერ მიღებული "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებისთვის ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

რაც შეეხება გრანტებთან დაკავშირებულ საკითხს, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება - თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს - კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე.

დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება“.