სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსს ამ დრომდე არ ანიჭებენ" - საია
"მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსს ამ დრომდე არ ანიჭებენ" - საია

საია-ს ად­ვო­კა­ტის ყვე­ლა წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თვა მზია ამაღ­ლო­ბე­ლის­თვის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა, რის შემ­დგო­მაც პრო­კუ­რა­ტუ­რის უმოქ­მე­დო­ბა გა­სა­ჩივ­რდა სა­სა­მარ­თლო­ში - მან კი, არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ჩი­ვა­რი და ამ­დე­ნად, უარი გა­ნა­ცხა­და მზია ამაღ­ლო­ბე­ლის­თვის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია ავ­რცე­ლებს.

საია-ს გან­ცხა­დე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა არ არის ეფექ­ტი­ა­ნი და უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია გა­მო­ძი­ე­ბის ყო­ველ­მხრივ სრუ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად წარ­მო­ე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო სტან­დარ­ტი.

„რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა 2025 წლის 12 იან­ვარს, აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქ. ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი­სა და ამა­ვე სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრო­მელ­თა მხრი­დან მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნურ და და­მამ­ცი­რე­ბელ მო­პყრო­ბას.

მზია ამაღ­ლო­ბელს, არა­ერ­თი მი­მარ­თვის მი­უ­ხე­და­ვად, ამ დრომ­დე მი­ნი­ჭე­ბუ­ლი არ აქვს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი. საია-ს ად­ვო­კა­ტის ყვე­ლა წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა, რის შემ­დგო­მაც პრო­კუ­რა­ტუ­რის უმოქ­მე­დო­ბა გა­სა­ჩივ­რდა სა­სა­მარ­თლო­ში. სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ჩი­ვა­რი და ამ­დე­ნად, უარი გა­ნა­ცხა­და მზია ამაღ­ლო­ბე­ლის­თვის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში გაც­ნო­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს არა­ე­ფექ­ტი­ა­ნად და არაა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სით გან­სა­ზღვრუ­ლი საქ­მის ყო­ველ­მხრივ, სრუ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბის სტან­დარ­ტი.

კერ­ძოდ, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ ამ დრომ­დე მოწ­მის სა­ხით მხო­ლოდ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი პი­რე­ბი არი­ან გა­მო­კი­თხულ­ნი, რომ­ლე­ბიც ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძეს­თან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვად არი­ან და­კავ­ში­რე­ბულ­ნი ან დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ­ნი, რის გა­მოც არი­ან სუ­ბი­ექ­ტუ­რე­ბი და მათ მიერ მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბა იკ­ვე­თე­ბა.

სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს დღემ­დე არ გა­მო­უ­კი­თხავს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შეხ­ვდა მზია ამაღ­ლო­ბელს. მას შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი მზია ამაღ­ლო­ბელს შეხ­ვდა იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მის ად­ვო­კა­ტებს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ არ ეძ­ლე­ო­დათ მას­თან გა­სა­უბ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

საქ­მე­ში დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, მხო­ლოდ ორი კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რია, რო­მელ­თა და­ფარ­ვის არე­ალ­შიც ხვდე­ბა დე­პარ­ტა­მენ­ტის ის შე­სას­ვლე­ლი, რომ­ლი­და­ნაც, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის თა­ნახ­მად, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი არ შე­უყ­ვა­ნი­ათ. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ ჩა­ნა­წე­რებ­ში მზია ამაღ­ლო­ბე­ლის არა­თუ უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვის, არა­მედ დე­პარ­ტა­მენ­ტში შეყ­ვა­ნის კად­რე­ბიც კი არ ჩანს.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მზია ამაღ­ლო­ბელს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა 20 იან­ვარს ჩა­უ­ტარ­და, ხოლო 21 იან­ვარს მის ტან­საც­მელ­ზე ჩა­ტარ­და ბი­ო­ლო­გი­ურ-ტრა­სო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, მას­ზე ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­ში­სა და და­ზი­ა­ნე­ბე­ბის კვა­ლის და­სად­გე­ნად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექ­სპერ­ტი­ზე­ბის და­ნიშ­ვნი­დან თით­ქმის 3 თვე გა­ვი­და, საქ­მის მა­სა­ლებ­ში დღემ­დე არ მო­ი­პო­ვე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, რო­მელ­მაც და­ათ­ვა­ლი­ე­რა აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გუ­შა­გოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, იქვე არ­სე­ბულ ბოძ­ზე მან აღ­მო­ა­ჩი­ნა გარე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა და მას შემ­დეგ, რაც ბა­თუ­მის მე­რი­ას მოს­თხო­ვა კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი, ეც­ნო­ბა, რომ კა­მე­რა და­მონ­ტაჟ­და მზია ამაღ­ლო­ბე­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დგომ. ამ ეტაპ­ზე, საქ­მე­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა კა­მე­რის მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­მონ­ტა­ჟე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა იმით, თუ რა­ტომ ედო მზია ამაღ­ლო­ბელს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში, რო­დე­საც ოთახ­ში მას­თან ერ­თად არა­ერ­თი პო­ლი­ცი­ე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და; რა­ტომ უტარ­დე­ბო­და მას საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ბორ­კი­ლებ­და­დე­ბულს, მა­შინ, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­ვე ჩვე­ნე­ბით, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და და არა­ნა­ირ საფრ­თხე მის­გან არ მომ­დი­ნა­რე­ობ­და.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბი­სას ასე­ვე გა­მოვ­ლინ­და, რომ ამ დრომ­დე საქ­მის მა­სა­ლებს არ ერ­თო­და მზია ამაღ­ლო­ბე­ლის საია-ს ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი მთე­ლი რიგი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში ასა­ხავს საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბებს. მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბი­სას აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე პრე­ტენ­ზი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დეგ, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ად­ვო­კატს აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ხით წა­რუდ­გი­ნა, თუმ­ცა ფორ­მა­ლუ­რი და პრო­ცე­დუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით კვლავ უც­ნო­ბია, რა­ტომ არ არის ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი დარ­თუ­ლი საქ­მე­ზე სხვა მა­სა­ლე­ბის მსგავ­სად.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა არ არის ეფექ­ტი­ა­ნი და უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია გა­მო­ძი­ე­ბის ყო­ველ­მხრივ სრუ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად წარ­მო­ე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო სტან­დარ­ტი“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსს ამ დრომდე არ ანიჭებენ" - საია

"მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსს ამ დრომდე არ ანიჭებენ" - საია

საია-ს ადვოკატის ყველა წერილობითი მიმართვა მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ უპასუხოდ დატოვა, რის შემდგომაც პროკურატურის უმოქმედობა გასაჩივრდა სასამართლოში - მან კი, არ დააკმაყოფილა საჩივარი და ამდენად, უარი განაცხადა მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საია-ს განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წარმოებული გამოძიება არ არის ეფექტიანი და უგულებელყოფილია გამოძიების ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად წარმოების საკანონმდებლო სტანდარტი.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2025 წლის 12 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

მზია ამაღლობელს, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე მინიჭებული არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. საია-ს ადვოკატის ყველა წერილობითი მიმართვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ უპასუხოდ დატოვა, რის შემდგომაც პროკურატურის უმოქმედობა გასაჩივრდა სასამართლოში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და ამდენად, უარი განაცხადა მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

საქმის მასალების სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაცნობის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოძიება მიმდინარეობს არაეფექტიანად და არაა დაკმაყოფილებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოძიების სტანდარტი.

კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამ დრომდე მოწმის სახით მხოლოდ სამართალდამცავი პირები არიან გამოკითხულნი, რომლებიც ირაკლი დგებუაძესთან სამსახურებრივად არიან დაკავშირებულნი ან დაქვემდებარებულნი, რის გამოც არიან სუბიექტურები და მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში გამოძიების შედეგით დაინტერესება იკვეთება.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღემდე არ გამოუკითხავს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე წუთში შეხვდა მზია ამაღლობელს. მას შესაძლოა ჰქონდეს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ინფორმაცია. აღნიშნული პირი მზია ამაღლობელს შეხვდა იმ პერიოდში, როდესაც მის ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში სრულიად უკანონოდ არ ეძლეოდათ მასთან გასაუბრების შესაძლებლობა.

საქმეში დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ორი კამერის ჩანაწერია, რომელთა დაფარვის არეალშიც ხვდება დეპარტამენტის ის შესასვლელი, რომლიდანაც, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მზია ამაღლობელი არ შეუყვანიათ. შესაბამისად, აღნიშნულ ჩანაწერებში მზია ამაღლობელის არათუ უფლებადარღვევის, არამედ დეპარტამენტში შეყვანის კადრებიც კი არ ჩანს.

საქმის მასალების მიხედვით, მზია ამაღლობელს სამედიცინო ექსპერტიზა 20 იანვარს ჩაუტარდა, ხოლო 21 იანვარს მის ტანსაცმელზე ჩატარდა ბიოლოგიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა, მასზე ბიოლოგიური ნიმუშისა და დაზიანებების კვალის დასადგენად. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზების დანიშვნიდან თითქმის 3 თვე გავიდა, საქმის მასალებში დღემდე არ მოიპოვება ექსპერტიზის დასკვნები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, რომელმაც დაათვალიერა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორია, იქვე არსებულ ბოძზე მან აღმოაჩინა გარე სათვალთვალო კამერა და მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიას მოსთხოვა კამერის ჩანაწერები, ეცნობა, რომ კამერა დამონტაჟდა მზია ამაღლობელის დაკავების შემდგომ. ამ ეტაპზე, საქმეში არ მოიპოვება კამერის მოგვიანებით დამონტაჟების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

აღსანიშნავია, რომ გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა იმით, თუ რატომ ედო მზია ამაღლობელს ხელბორკილები რამდენიმე საათის განმავლობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, როდესაც ოთახში მასთან ერთად არაერთი პოლიციელი იმყოფებოდა; რატომ უტარდებოდა მას საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ბორკილებდადებულს, მაშინ, როდესაც პოლიციელებისვე ჩვენებით, მზია ამაღლობელი მათთან თანამშრომლობდა და არანაირ საფრთხე მისგან არ მომდინარეობდა.

საქმის მასალების გაცნობისას ასევე გამოვლინდა, რომ ამ დრომდე საქმის მასალებს არ ერთოდა მზია ამაღლობელის საია-ს ადვოკატების მიერ გაგზავნილი მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ასახავს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს. მასალების გაცნობისას აღნიშნულ საკითხზე პრეტენზიის დაფიქსირების შემდეგ, გამომძიებელმა ადვოკატს აღნიშნული მასალები მატერიალური სახით წარუდგინა, თუმცა ფორმალური და პროცედურული თვალსაზრისით კვლავ უცნობია, რატომ არ არის ეს მტკიცებულებები დართული საქმეზე სხვა მასალების მსგავსად.

აღნიშნული გარემოებები მიანიშნებს იმაზე, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წარმოებული გამოძიება არ არის ეფექტიანი და უგულებელყოფილია გამოძიების ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად წარმოების საკანონმდებლო სტანდარტი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.