სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საცოდავი სანახავი იყო ყოფილი პრემიერი, რომელიც ერთ საკითხზე, რამდენიმე წუთში, სამჯერ იტყუება" - შალვა პაპუაშვილი გახარიაზე
"საცოდავი სანახავი იყო ყოფილი პრემიერი, რომელიც ერთ საკითხზე, რამდენიმე წუთში, სამჯერ იტყუება" - შალვა პაპუაშვილი გახარიაზე

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ჩვე­ნე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ის, რო­გორც ამ ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მოქ­მე­დებ­და არა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მან­და­ტით, არა­მედ ფა­რუ­ლად, უცხო ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის მი­თი­თე­ბით და წუ­თე­ბის დო­ნე­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლად, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მიერ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

  • რო­გორც პა­პუ­აშ­ვი­ლი წერს, „გუ­შინ, ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას, გი­ორ­გი გა­ხა­რია, ბევრ სა­კი­თხზე სა­კუ­თარ ტყუ­ილ­ში­ვე გა­იხ­ლარ­თა“.

"ცალ­კე გა­მო­სა­ყო­ფია, მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა-არ­და­კა­ვე­ბის სა­კი­თხში უცხო­ე­ლე­ბის ჩა­რე­ვა­ზე კი­თხვა და მისი დაბ­ნე­უ­ლო­ბა.

კი­თხვის­გან რამ­დენ­ჯერ­მე გაქ­ცე­ვის შემ­დეგ, მან ჯერ ვერ გა­იხ­სე­ნა, შეხ­ვდა თუ არა რო­მე­ლი­მე ელჩს; შემ­დეგ გა­იხ­სე­ნა, რომ შეხ­ვდა, მაგ­რამ ვერ გა­იხ­სე­ნა რა სა­კი­თხზე;

შემ­დეგ გა­იხ­სე­ნა, რომ მე­ლი­ას სა­კი­თხზე, მაგ­რამ ასე მი­თხრეს, და­სა­ჭე­რია და და­ი­ჭი­რეო. (ამ ბოლო ტყუ­ილს ვინ და­ი­ჯე­რებს, მაგ­რამ ამ ტყუ­ი­ლით ყო­ფი­ლი ელჩი რომ და­მა­ტე­ბით სკან­დალ­ში გახ­ვია, ეს ცალ­კე სა­კი­თხია)

მარ­თლაც სა­ცო­და­ვი სა­ნა­ხა­ვი იყო, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ერთ სა­კი­თხზე, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, სამ­ჯერ იტყუ­ე­ბა. და რა­ტომ იყო ის ასე და­ძა­ბუ­ლი ამ ერთი შე­ხედ­ვით მარ­ტივ კი­თხვა­ზე და მის­გან გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და?

რო­დე­საც ის უჩი­ნარ კაც­ზე სა­უბ­რობს, სი­ნამ­დვი­ლე­ში, დღეს, უკვე ყვე­ლამ კარ­გად გა­ი­გო, ვინ ცდი­ლობ­და ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში, თუ ზო­გა­დად ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში უჩინ­რად ხე­ლის ფა­თურს. ეს ვამ­ხი­ლეთ ჩვენც და ამ­ხი­ლა აშშ-ის ახალ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­მაც.

პა­სუ­ხის­გან თა­ვის არი­დე­ბის მრა­ვა­ლი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ჩვე­ნე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ის, რო­გორც ამ ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მოქ­მე­დებ­და არა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მან­და­ტით, არა­მედ ფა­რუ­ლად, უცხო ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის მი­თი­თე­ბით და წუ­თე­ბის დო­ნე­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლად.

ამ შე­თან­ხმე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ის­ტო­რი­ას არ­ქი­ვი კარ­გად ინა­ხავს:

18 თე­ბერ­ვალს 10:01 სთ-ზე, სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, აშშ-ის ყო­ფილ­მა ელჩმა სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კრი­მი­ნალ­თან დი­ა­ლო­გის­კენ და და­კა­ვე­ბის­გან თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

ამ გან­ცხა­დე­ბი­დან 27 წუთ­ში, 10:28 სთ-ზე, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

ამ ღა­ლა­ტი­დან სამ თვე­ში იყო პარ­ტი­ის შექ­მნა, ოთხ თვე­ში - ვა­შინგტონ­ში სა­ა­კაშ­ვილ­თან ერთ სას­ტუმ­რო­ში აღ­მო­ჩე­ნა, შვიდ თვე­ში - სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ შე­მო­პა­რე­ბა”,-წერს პა­პუ­აშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"საცოდავი სანახავი იყო ყოფილი პრემიერი, რომელიც ერთ საკითხზე, რამდენიმე წუთში, სამჯერ იტყუება" - შალვა პაპუაშვილი გახარიაზე

"საცოდავი სანახავი იყო ყოფილი პრემიერი, რომელიც ერთ საკითხზე, რამდენიმე წუთში, სამჯერ იტყუება" - შალვა პაპუაშვილი გახარიაზე

გიორგი გახარიას ჩვენებით დადასტურდა, რომ ის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მოქმედებდა არა საქართველოს პარლამენტის მიერ მინიჭებული მანდატით, არამედ ფარულად, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით და წუთების დონეზე შეთანხმებულად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებული განცხადებებს ეხმაურება.

  • როგორც პაპუაშვილი წერს, „გუშინ, ჩვენების მიცემისას, გიორგი გახარია, ბევრ საკითხზე საკუთარ ტყუილშივე გაიხლართა“.

"ცალკე გამოსაყოფია, მელიას დაკავება-არდაკავების საკითხში უცხოელების ჩარევაზე კითხვა და მისი დაბნეულობა.

კითხვისგან რამდენჯერმე გაქცევის შემდეგ, მან ჯერ ვერ გაიხსენა, შეხვდა თუ არა რომელიმე ელჩს; შემდეგ გაიხსენა, რომ შეხვდა, მაგრამ ვერ გაიხსენა რა საკითხზე;

შემდეგ გაიხსენა, რომ მელიას საკითხზე, მაგრამ ასე მითხრეს, დასაჭერია და დაიჭირეო. (ამ ბოლო ტყუილს ვინ დაიჯერებს, მაგრამ ამ ტყუილით ყოფილი ელჩი რომ დამატებით სკანდალში გახვია, ეს ცალკე საკითხია)

მართლაც საცოდავი სანახავი იყო, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთ საკითხზე, რამდენიმე წუთში, სამჯერ იტყუება. და რატომ იყო ის ასე დაძაბული ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე და მისგან გაქცევას ცდილობდა?

როდესაც ის უჩინარ კაცზე საუბრობს, სინამდვილეში, დღეს, უკვე ყველამ კარგად გაიგო, ვინ ცდილობდა ქართულ პოლიტიკაში, მართლმსაჯულებაში, თუ ზოგადად ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში უჩინრად ხელის ფათურს. ეს ვამხილეთ ჩვენც და ამხილა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამაც.

პასუხისგან თავის არიდების მრავალი მცდელობის მიუხედავად, გიორგი გახარიას ჩვენებით დადასტურდა, რომ ის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მოქმედებდა არა საქართველოს პარლამენტის მიერ მინიჭებული მანდატით, არამედ ფარულად, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით და წუთების დონეზე შეთანხმებულად.

ამ შეთანხმებული მოქმედების ისტორიას არქივი კარგად ინახავს:

18 თებერვალს 10:01 სთ-ზე, სამუშაო საათების დაწყებისთანავე, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საჯარო განცხადებით ხელისუფლებას კრიმინალთან დიალოგისკენ და დაკავებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ამ განცხადებიდან 27 წუთში, 10:28 სთ-ზე, გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა.

ამ ღალატიდან სამ თვეში იყო პარტიის შექმნა, ოთხ თვეში - ვაშინგტონში სააკაშვილთან ერთ სასტუმროში აღმოჩენა, შვიდ თვეში - სააკაშვილის წინასაარჩევნოდ შემოპარება”,-წერს პაპუაშვილი.