პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტის ახალი რეგლამენტი აღარ ითვალისწინებს "მინისტრის საათს", ასევე ბავშვის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოებს - კიდევ რა საპარლამენტო ინსტრუმენტი უქმდება?
პარლამენტის ახალი რეგლამენტი აღარ ითვალისწინებს "მინისტრის საათს", ასევე ბავშვის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოებს - კიდევ რა საპარლამენტო ინსტრუმენტი უქმდება?

უქ­მდე­ბა "მი­ნის­ტრის სა­ა­თი“, რა ფორ­მატ­შიც მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი წე­ლი­წად­ში ერთხელ პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბის ან­გა­რი­შით გა­მო­დი­ოდ­ნენ და დე­პუ­ტა­ტე­ბის შე­კი­თხვებს პა­სუ­ხო­ბენ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­ფა­სე­ბით, პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ „მი­ნის­ტრის სა­ა­თი“ სა­პარ­ლა­მენ­ტო კონ­ტრო­ლის არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მი იყო. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ სა­ნაც­ვლოდ, ახა­ლი რეგ­ლა­მენ­ტით ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ე­ბის გა­მარ­თვის ინ­ტენ­სი­ვო­ბა გა­იზ­რდე­ბა და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, მთავ­რო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი წევ­რის და სხვა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მე­ბის ყო­ველ კვი­რა­ში კონ­კრე­ტულ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი მო­ის­მი­ნონ.

ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტის სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნო­ებ­საც შე­ე­ხე­ბა - უქ­მდე­ბა ღია მმარ­თვე­ლო­ბის, ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­პარ­ლა­მენ­ტო საბ­ჭო­ე­ბი. რო­გორც რეგ­ლა­მენ­ტის პრო­ექ­ტის თან­დარ­თულ გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­პარ­ლა­მენ­ტო საბ­ჭო­ე­ბი სა­კონ­სულ­ტა­ციო ფორ­მა­ტით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დნენ, ისი­ნი კო­მი­ტე­ტე­ბის ფუნ­ქცი­ებს ითავ­სებ­დნენ, რაც მათ სა­მარ­თლებ­რივ სტა­ტუსს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის მუდ­მივ­მოქ­მე­დი საბ­ჭო­ე­ბის სა­პირ­წო­ნედ, პარ­ლა­მენ­ტის „სხვა დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ე­ბის“ საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ნორ­მე­ბი და­იხ­ვე­წა და დრო­ე­ბით კო­მი­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის ახ­ლე­ბუ­რად გან­სა­ზღვრა შე­საძ­ლე­ბელს ხდის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის ინ­სტრუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი.

პარ­ლა­მენ­ტის ახა­ლი რეგ­ლა­მენ­ტის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში თე­მა­ტუ­რი მოკ­ვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტი აღარ იარ­სე­ბებს - ახა­ლი რეგ­ლა­მენ­ტის პრო­ექ­ტით, პარ­ლა­მენ­ტში თე­მა­ტუ­რი მოკ­ვლე­ვის მე­ქა­ნიზ­მი უქ­მდე­ბა.

გარ­და ამი­სა, კო­მი­ტე­ტებს აღარ მო­უ­წევს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა, რომ­ლის შედ­გე­ნა, მომ­ზა­დე­ბა და პარ­ლა­მენ­ტის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა მათი ყო­ველ­წლი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო.

ასე­ვე, თუკი რეგ­ლა­მენ­ტის ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით, კო­მი­ტე­ტი ვალ­დე­ბუ­ლი იყო კა­ნო­ნის პრო­ექ­ტზე თე­მა­ტუ­რი მომხსე­ნე­ბე­ლი და­ე­ნიშ­ნა, რეგ­ლა­მენ­ტის ახა­ლი რე­დაქ­ცი­ით, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც უქ­მდე­ბა. თე­მა­ტუ­რი მომხსე­ნებ­ლის გან­სა­ზღვრა კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ახა­ლი რეგ­ლა­მენ­ტის ამოქ­მე­დე­ბა 2025 წლის 1 ივ­ლი­სი­დან იგეგ­მე­ბა.

ახა­ლი რეგ­ლა­მენ­ტის ამოქ­მე­დე­ბის­თა­ნა­ვე მოქ­მე­დი - 2018 წელს მი­ღე­ბუ­ლი რეგ­ლა­მენ­ტი ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად გა­მო­ცხად­დე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

პარლამენტის ახალი რეგლამენტი აღარ ითვალისწინებს "მინისტრის საათს", ასევე ბავშვის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოებს - კიდევ რა საპარლამენტო ინსტრუმენტი უქმდება?

პარლამენტის ახალი რეგლამენტი აღარ ითვალისწინებს "მინისტრის საათს", ასევე ბავშვის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოებს - კიდევ რა საპარლამენტო ინსტრუმენტი უქმდება?

უქმდება "მინისტრის საათი“, რა ფორმატშიც მთავრობის წევრები წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე გაწეული მუშაობის ანგარიშით გამოდიოდნენ და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ.

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ „მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმი იყო. მათივე განმარტებით, „მინისტრის საათის“ სანაცვლოდ, ახალი რეგლამენტით ინტერპელაციების გამართვის ინტენსივობა გაიზრდება და პარლამენტის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, მთავრობის ნებისმიერი წევრის და სხვა ანგარიშვალდებული პირებისგან პლენარული სხდომების ყოველ კვირაში კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები მოისმინონ.

ცვლილებები პარლამენტის სათათბირო ორგანოებსაც შეეხება - უქმდება ღია მმართველობის, ბავშვის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები. როგორც რეგლამენტის პროექტის თანდართულ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, იმის მიუხედავად, რომ მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები საკონსულტაციო ფორმატით ფუნქციონირებდნენ, ისინი კომიტეტების ფუნქციებს ითავსებდნენ, რაც მათ სამართლებრივ სტატუსს არ შეესაბამებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოების საპირწონედ, პარლამენტის „სხვა დროებითი კომისიების“ საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები დაიხვეწა და დროებით კომისიასთან დაკავშირებული ნორმების ახლებურად განსაზღვრა შესაძლებელს ხდის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები დროებითი კომისიის ინსტრუმენტის გამოყენებით იქნას შესწავლილი.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში თემატური მოკვლევის ინსტიტუტი აღარ იარსებებს - ახალი რეგლამენტის პროექტით, პარლამენტში თემატური მოკვლევის მექანიზმი უქმდება.

გარდა ამისა, კომიტეტებს აღარ მოუწევს სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, რომლის შედგენა, მომზადება და პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება მათი ყოველწლიური ვალდებულება იყო.

ასევე, თუკი რეგლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით, კომიტეტი ვალდებული იყო კანონის პროექტზე თემატური მომხსენებელი დაენიშნა, რეგლამენტის ახალი რედაქციით, ეს ვალდებულებაც უქმდება. თემატური მომხსენებლის განსაზღვრა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმება.

ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი - 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.