პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანებს ქონებაზე, ფინანსურ რესურსზე წვდომა შეუზღუდო, ეს არის არქაული, საბჭოთა პერიოდის გადაწყვეტილება და არა ის, რასაც დემოკრატია ჰქვია" - გია ვოლსკი სანქციებზე
"ადამიანებს ქონებაზე, ფინანსურ რესურსზე წვდომა შეუზღუდო, ეს არის არქაული, საბჭოთა პერიოდის გადაწყვეტილება და არა ის, რასაც დემოკრატია ჰქვია" - გია ვოლსკი სანქციებზე

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო და ამა­ვე დროს ამა­ღელ­ვე­ბე­ლია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პა­ში, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ასე­თი უტი­ფა­რი, არ­ქა­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მიერ 4 ქარ­თვე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის და­სან­ქცი­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

  • უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი ორ­მაგ სტან­დარ­ტებ­ზე სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა უსა­მარ­თლო­ბაა.

რო­გორც ვოლ­სკი აღ­ნიშ­ნავს, პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა იყოს, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ფი­ნან­სურ რე­სურ­სზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის და გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა არ­ქა­უ­ლი, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

"აქ არის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ რა პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი აქვს კონ­კრე­ტულ ქვე­ყა­ნას. სულ ახ­ლა­ხან ჩვენ ვი­ხი­ლეთ, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გა­დად­გო­მის­კენ მო­უ­წო­დებ­და და მას დამ­ნა­შა­ვედ თუ არა, უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ზე ხე­ლის დამ­ფა­რებ­ლად ასა­ხე­ლებ­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს პრო­ცე­სია. პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა იყოს. ამე­რი­კის და ბრი­ტა­ნე­თის ეს და­პი­რის­პი­რე­ბა, პო­ლე­მი­კა კარ­გი მა­გა­ლი­თია, მაგ­რამ აიღო და ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ და­ა­წე­სო სან­ქცია, მით უმე­ტეს, ქო­ნე­ბა­ზე, ფი­ნან­სურ რე­სურ­სზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უ­ზღუ­დო, ეს არის არ­ქა­უ­ლი, რა­ღაც საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს არ არის ის, რა­საც დე­მოკ­რა­ტია ჰქვია. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა და ამა­ვე დროს ამა­ღელ­ვე­ბე­ლია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პა­ში, დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, ასე­თი უტი­ფა­რი, არ­ქა­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბამ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გლო­ბა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის რე­ჟი­მის ფარ­გლებ­ში ოთხი პირი და­ა­სან­ქცი­რა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, სან­ქცი­ე­ბის ეს პა­კე­ტი მი­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვებ­ზე, 2020 წლის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გლო­ბა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის თა­ნახ­მად.

სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დათ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილს, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს შალ­ვა ბე­დო­ი­ძეს, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მირ­ზა კე­ზე­ვა­ძე­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს კარ­ლო კა­ცი­ტა­ძეს. სან­ქცი­ე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვას, დი­რექ­ტო­რის დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სან­ქცი­ა­სა და სა­მოგ­ზა­უ­რო აკ­რძალ­ვას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ადამიანებს ქონებაზე, ფინანსურ რესურსზე წვდომა შეუზღუდო, ეს არის არქაული, საბჭოთა პერიოდის გადაწყვეტილება და არა ის, რასაც დემოკრატია ჰქვია" - გია ვოლსკი სანქციებზე

"ადამიანებს ქონებაზე, ფინანსურ რესურსზე წვდომა შეუზღუდო, ეს არის არქაული, საბჭოთა პერიოდის გადაწყვეტილება და არა ის, რასაც დემოკრატია ჰქვია" - გია ვოლსკი სანქციებზე

ძალიან სამწუხარო და ამავე დროს ამაღელვებელია, რომ თანამედროვე ევროპაში, 21-ე საუკუნეში, კონკრეტული ადამიანების მიმართ ასეთი უტიფარი, არქაული გადაწყვეტილებები შეიძლება იქნას მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გაერთიანებული სამეფოს მიერ 4 ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გამოეხმაურა.

  • უმრავლესობის დეპუტატი ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება უსამართლობაა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, პოლიტიკურ ველზე შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს, თუმცა ადამიანებისთვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის და გადაადგილების შეზღუდვა არქაული, საბჭოთა პერიოდის გადაწყვეტილებაა.

"აქ არის გადაწყვეტილება მიღებული იქიდან გამომდინარე, თუ რა პოლიტიკური ინტერესი აქვს კონკრეტულ ქვეყანას. სულ ახლახან ჩვენ ვიხილეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებდა და მას დამნაშავედ თუ არა, უმძიმეს დანაშაულზე ხელის დამფარებლად ასახელებდა. რასაკვირველია, ეს პროცესია. პოლიტიკურ ველზე შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს. ამერიკის და ბრიტანეთის ეს დაპირისპირება, პოლემიკა კარგი მაგალითია, მაგრამ აიღო და ადამიანების მიმართ დააწესო სანქცია, მით უმეტეს, ქონებაზე, ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა და გადაადგილება შეუზღუდო, ეს არის არქაული, რაღაც საბჭოთა პერიოდის გადაწყვეტილება. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატია ჰქვია. ძალიან სამწუხაროა და ამავე დროს ამაღელვებელია, რომ თანამედროვე ევროპაში, დღეს, 21-ე საუკუნეში, ასეთი უტიფარი, არქაული გადაწყვეტილებები შეიძლება კონკრეტული ადამიანების მიმართ იქნეს მიღებული,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.