პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავ ყველას, ვინც რეპრესიებშია ჩართული:კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ, რადგან არა მხოლოდ სანქციები შეიძლება დაგეწიოთ, არამედ მორალურად იქნებით პასუხისმგებელი" - სალომე ზურაბიშვილი
"მივმართავ ყველას, ვინც რეპრესიებშია ჩართული:კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ, რადგან არა მხოლოდ სანქციები შეიძლება დაგეწიოთ, არამედ მორალურად იქნებით პასუხისმგებელი" - სალომე ზურაბიშვილი

მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლას: მო­სა­მარ­თლე­ებს, სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს, ვინც ამ რეპ­რე­სი­ებ­ში სხვა­დას­ხვა კუ­თხით არის ჩარ­თუ­ლი - თქვენ კი­დევ შე­გიძ­ლი­ათ გონ­ზე მოხ­ვი­დეთ და არ იყოთ მო­ნა­წი­ლე, არ შეხ­ვი­დეთ რე­ჟიმ­თან ასე­თი ტი­პის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში, რად­გან არა მხო­ლოდ ეს სან­ქცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა თქვენც და­გე­წი­ოთ, არა­მედ თქვენ ჩვე­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე მო­რა­ლუ­რად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბით ამა­ზე,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მიერ 4 ქარ­თვე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის და­სან­ქცი­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

  • მი­სი­ვე თქმით, დიდი ბრი­ტა­ნე­თის სან­ქცი­ებ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ძა­ლი­ან აა­ღელ­ვა“.

"მინ­და ვი­სა­უბ­რო დიდი ბრი­ტა­ნე­თის სან­ქცი­ებ­ზე, რა­მაც ძა­ლი­ან აა­ღელ­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. იმი­ტომ, რომ ბრი­ტა­ნე­თი არის ის ქვე­ყა­ნა, სა­დაც თა­ვი­სი აქ­ტი­ვე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი აქვს შე­ნა­ხუ­ლი ბევრ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს. ამი­ტომ, ბრი­ტა­ნე­თის ასე­თი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა სან­ქცი­ე­ბის კუ­თხით მათ­თვის, ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან სა­გან­გა­შოა. ასე­ვე, ვი­ცით, რომ ბრი­ტა­ნე­თის ოფ­შო­რუ­ლი კუნ­ძუ­ლე­ბი­დან ცოტა ხნის წინ ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვი­სი აქ­ტი­ვე­ბი გად­მო­ი­ტა­ნა, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნა­ხა­ტე­ბი და ა.შ. ეს გვაჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დიდი ბრი­ტა­ნე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და თუნ­დაც ის, რომ ამ­ჯე­რად ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ეხე­ბა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, მო­სა­მარ­თლე­ებს, პრო­კუ­რო­რებს, გა­მომ­ძი­ე­ბელს და ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ესე­ნი არი­ან უშუ­ა­ლოდ ის პი­რე­ბი, ვინც ჩარ­თუ­ლე­ბი და პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან რეპ­რე­სი­ე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ებ­ზე.

მინ­და პი­რა­დად მივ­მარ­თო მათ, მო­სა­მარ­თლე­ებს, ყვე­ლას, სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს, ვინც ამ რეპ­რე­სი­ებ­ში სხვა­დას­ხვა კუ­თხით არის ჩარ­თუ­ლი. მინ­და ვუ­თხრა მათ - თქვენ კი­დევ შე­გიძ­ლი­ათ გონ­ზე მოხ­ვი­დეთ და არ იყოთ მო­ნა­წი­ლე, არ შეხ­ვი­დეთ რე­ჟიმ­თან ასე­თი ტი­პის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში, რა­მე­თუ არა მხო­ლოდ ეს სან­ქცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა თქვენც და­გე­წი­ოთ, არა­მედ თქვენ ჩვე­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე მო­რა­ლუ­რად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბით ამა­ზე. ჩვე­ნი, "წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პლატ­ფორ­მის“ მხრი­დან, არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არაა მო­მა­ვალ­ში შუ­რის­ძი­ე­ბე­ბის, რად­გან შუ­რის­ძი­ე­ბე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­რი­სად ვნა­ხეთ და დღე­საც ვხე­დავთ. ეს მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­დე­საც ხვალ, ზეგ თუ მა­ზეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დავ, ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­ტა­რე­ბე­ლია.

კი­დევ ერთხელ, წა­ი­კი­თხეთ "ქარ­თუ­ლი ქარ­ტია“. იქ შუ­რის­ძი­ე­ბის არა­ნა­ი­რი ზო­მე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის, ყვე­ლა ამ რეპ­რე­სი­უ­ლი კა­ნო­ნის გა­უქ­მე­ბა, რაც მი­ღე­ბუ­ლია და ყო­ველ­დღი­უ­რად იღე­ბენ. შემ­დგომ უკვე სა­სა­მარ­თლო­ზე მუ­შა­ო­ბა, რად­გან ამ ქვე­ყა­ნას, ბო­ლოს და ბო­ლოს, უნდა ეღირ­სოს ნამ­დვი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო“,- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბამ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გლო­ბა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის რე­ჟი­მის ფარ­გლებ­ში ოთხი პირი და­ა­სან­ქცი­რა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, სან­ქცი­ე­ბის ეს პა­კე­ტი მი­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვებ­ზე, 2020 წლის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გლო­ბა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის თა­ნახ­მად.

სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დათ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილს, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს შალ­ვა ბე­დო­ი­ძეს, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მირ­ზა კე­ზე­ვა­ძე­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს კარ­ლო კა­ცი­ტა­ძეს. სან­ქცი­ე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვას, დი­რექ­ტო­რის დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სან­ქცი­ა­სა და სა­მოგ­ზა­უ­რო აკ­რძალ­ვას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მივმართავ ყველას, ვინც რეპრესიებშია ჩართული:კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ, რადგან არა მხოლოდ სანქციები შეიძლება დაგეწიოთ, არამედ მორალურად იქნებით პასუხისმგებელი" - სალომე ზურაბიშვილი

"მივმართავ ყველას, ვინც რეპრესიებშია ჩართული:კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ, რადგან არა მხოლოდ სანქციები შეიძლება დაგეწიოთ, არამედ მორალურად იქნებით პასუხისმგებელი" - სალომე ზურაბიშვილი

მინდა მივმართო ყველას: მოსამართლეებს, საჯარო მოხელეს, ვინც ამ რეპრესიებში სხვადასხვა კუთხით არის ჩართული - თქვენ კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ და არ იყოთ მონაწილე, არ შეხვიდეთ რეჟიმთან ასეთი ტიპის თანამშრომლობაში, რადგან არა მხოლოდ ეს სანქციები შეიძლება თქვენც დაგეწიოთ, არამედ თქვენ ჩვენი, საზოგადოების წინაშე მორალურად პასუხისმგებელი იქნებით ამაზე,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გაერთიანებული სამეფოს მიერ 4 ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გამოეხმაურა.

  • მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის სანქციებმა "ქართული ოცნება“ ძალიან ააღელვა“.

"მინდა ვისაუბრო დიდი ბრიტანეთის სანქციებზე, რამაც ძალიან ააღელვა "ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ ბრიტანეთი არის ის ქვეყანა, სადაც თავისი აქტივების ძალიან დიდი ნაწილი აქვს შენახული ბევრ მაღალჩინოსანს. ამიტომ, ბრიტანეთის ასეთი გააქტიურება სანქციების კუთხით მათთვის, ნამდვილად ძალიან საგანგაშოა. ასევე, ვიცით, რომ ბრიტანეთის ოფშორული კუნძულებიდან ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა თავისი აქტივები გადმოიტანა, ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობით, ნახატები და ა.შ. ეს გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები და თუნდაც ის, რომ ამჯერად ეს გადაწყვეტილებები ეხება მაღალჩინოსნებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, გამომძიებელს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესენი არიან უშუალოდ ის პირები, ვინც ჩართულები და პასუხისმგებლები არიან რეპრესიების იმპლემენტაციებზე.

მინდა პირადად მივმართო მათ, მოსამართლეებს, ყველას, საჯარო მოხელეს, ვინც ამ რეპრესიებში სხვადასხვა კუთხით არის ჩართული. მინდა ვუთხრა მათ - თქვენ კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ და არ იყოთ მონაწილე, არ შეხვიდეთ რეჟიმთან ასეთი ტიპის თანამშრომლობაში, რამეთუ არა მხოლოდ ეს სანქციები შეიძლება თქვენც დაგეწიოთ, არამედ თქვენ ჩვენი, საზოგადოების წინაშე მორალურად პასუხისმგებელი იქნებით ამაზე. ჩვენი, "წინააღმდეგობის პლატფორმის“ მხრიდან, არანაირი სურვილი არაა მომავალში შურისძიებების, რადგან შურისძიებები ამ ქვეყანაში საკმარისად ვნახეთ და დღესაც ვხედავთ. ეს მორალური პასუხისმგებლობა, როდესაც ხვალ, ზეგ თუ მაზეგ საზოგადოებას თვალებში ჩახედავ, ძალიან რთული სატარებელია.

კიდევ ერთხელ, წაიკითხეთ "ქართული ქარტია“. იქ შურისძიების არანაირი ზომები გათვალისწინებული არ არის. გათვალისწინებულია ყველა რუსული კანონის, ყველა ამ რეპრესიული კანონის გაუქმება, რაც მიღებულია და ყოველდღიურად იღებენ. შემდგომ უკვე სასამართლოზე მუშაობა, რადგან ამ ქვეყანას, ბოლოს და ბოლოს, უნდა ეღირსოს ნამდვილი სამართლიანი სასამართლო“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.