პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი დევს: ცეცხლის შეწყვეტა -  სხვა არაფერი განიხილება მანამ, სანამ სროლა და მკვლელობები არ შეწყდება" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
"რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი დევს: ცეცხლის შეწყვეტა -  სხვა არაფერი განიხილება მანამ, სანამ სროლა და მკვლელობები არ შეწყდება" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც აშშ-მა ახლა შე­საძ­ლოა რუ­სეთ­თან გა­ნი­ხი­ლოს, უკ­რა­ი­ნა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტაა, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, ტემი ბრი­უს­მა გა­ნა­ცხა­და.

"ვფიქ­რობ, პრე­ზი­დენ­ტმა ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­და­ზე ერთი სა­კი­თხი დევს - ცე­ცხლის შე­წყვე­ტა; რომ არ არ­სე­ბობს სხვა დი­ნა­მი­კა, რომ­ლის გან­ხილ­ვა ან ხელ­შე­წყო­ბაც მოხ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ეს სა­კი­თხი არ მოგ­ვარ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ბრი­უს­მა.

  • მისი თქმით, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლია აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი, სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, მარ­კო რუ­ბიო და სხვა ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი.

"ვფიქ­რობ, ყვე­ლას ეს­მის, რომ ამა­ში პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პია ჩარ­თუ­ლი. ჩვენ გვყავს მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო დიპ­ლო­მა­ტე­ბი, რა თქმა უნდა, მდი­ვა­ნი რუ­ბი­ოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ჩვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ყვე­ლა წევ­რმა, გან­სა­კუთ­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა და მდი­ვან­მა რუ­ბი­ომ სა­ჯა­როდ ნათ­ლად გა­ნა­ცხა­დეს, თუ რა დევს სას­წორ­ზე. ეს არის დი­ნა­მი­კა, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო გზით არ მოგ­ვარ­დე­ბა. ეს ხორცსა­კე­პი მან­ქა­ნაა. შე­დეგ­თან და­კავ­ში­რე­ბით არაფ­რის გან­ხილ­ვა არაა შე­საძ­ლე­ბე­ლი მა­ნამ, სა­ნამ სრო­ლა და მკვლე­ლო­ბე­ბი არ შე­წყდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი დევს: ცეცხლის შეწყვეტა -  სხვა არაფერი განიხილება მანამ, სანამ სროლა და მკვლელობები არ შეწყდება" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი დევს: ცეცხლის შეწყვეტა -  სხვა არაფერი განიხილება მანამ, სანამ სროლა და მკვლელობები არ შეწყდება" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ერთადერთი საკითხი, რომელიც აშშ-მა ახლა შესაძლოა რუსეთთან განიხილოს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

"ვფიქრობ, პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი დევს - ცეცხლის შეწყვეტა; რომ არ არსებობს სხვა დინამიკა, რომლის განხილვა ან ხელშეწყობაც მოხდება მანამ, სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება“, - აღნიშნა ბრიუსმა.

  • მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართულია აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და სხვა ამერიკელი დიპლომატები.

"ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ამაში პრეზიდენტი ტრამპია ჩართული. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო დიპლომატები, რა თქმა უნდა, მდივანი რუბიოს ხელმძღვანელობით. ჩვენი ხელმძღვანელობის ყველა წევრმა, განსაკუთრებით პრეზიდენტმა ტრამპმა და მდივანმა რუბიომ საჯაროდ ნათლად განაცხადეს, თუ რა დევს სასწორზე. ეს არის დინამიკა, რომელიც სამხედრო გზით არ მოგვარდება. ეს ხორცსაკეპი მანქანაა. შედეგთან დაკავშირებით არაფრის განხილვა არაა შესაძლებელი მანამ, სანამ სროლა და მკვლელობები არ შეწყდება“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.