კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ შევძლებთ, რომ ერთ თვეში ჩავეტიოთ... შანსი გაიზრდება, რომ "ნაცმოძრაობას" რაც შეიძლება ადრე შეეზღუდოს პოლიტიკური მოღვაწეობა" - მაჭარაშვილი კომისიას
"თუ შევძლებთ, რომ ერთ თვეში ჩავეტიოთ... შანსი გაიზრდება, რომ "ნაცმოძრაობას" რაც შეიძლება ადრე შეეზღუდოს პოლიტიკური მოღვაწეობა" - მაჭარაშვილი კომისიას

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის წევ­რი, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი კო­მი­სი­ას სთა­ვა­ზობს, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ , რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის აკ­რძალ­ვის თა­ო­ბა­ზე სარ­ჩე­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე შე­ი­ტა­ნონ.

  • მისი თქმით, თუ კო­მი­სია მუ­შა­ო­ბას მო­თხოვ­ნილ ვა­და­ში, ერთ თვე­ში და­ას­რუ­ლებს, გა­იზ­რდე­ბა იმის შან­სი, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, რაც შე­იძ­ლე­ბა ადრე შე­ე­ზღუ­დოს პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა.

რო­გორც მა­ჭა­რაშ­ვილ­მა კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, „ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ და მის სა­ტე­ლი­ტებს“ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აქვთ, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღე­ბენ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში, თუმ­ცა არ იცი­ან, „რას უკარ­ნა­ხებს პატ­რო­ნი უცხო­ე­თი­დან“.

"რე­ა­ლუ­რად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­დავს იმა­ზე მეტ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო იყოს იმის­თვის, რომ ეს კო­ლექ­ტი­უ­რი „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, არ არ­სე­ბობ­დეს. თა­ვად ის ფაქ­ტიც, რომ 2012 წლის შემ­დეგ დღემ­დე პე­რი­ო­დიც უკვე დაგ­ვე­მა­ტა კო­მი­სი­ას, რო­გორც ფუნ­ქცია, არის კარ­გი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ი­ნა­ხავს, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ არას­წორ და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ქმე­დე­ბებს არა მხო­ლოდ 2012 წლამ­დე, არა­მედ 2012 წლის შემ­დგო­მაც. ასე­თი არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა სა­ჯა­რო და ამ თვალ­საზ­რი­სით, ეს კარ­გია, თუმ­ცა მე­ო­რე მხა­რეა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მექ­ნე­ბა შე­კი­თხვა: ჩვენ ვი­ცით, რომ პრო­ცე­დუ­რუ­ლად რეგ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენ­ტი სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ას ივ­ნი­სის ბოლო პა­რას­კევს ამ­თავ­რებს.

შე­სა­ბა­მი­სად, კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა თუ გაგ­რძელ­დე­ბა 5 ივ­ნი­სამ­დე ეს კარ­გია, ნამ­დვი­ლად მო­ცუ­ლო­ბი­თია ეს სა­მუ­შაო, მით უმე­ტეს, რაც დაგ­ვე­მა­ტა. თუმ­ცა ამ კო­მი­სი­ის მი­ზა­ნი ვი­ცით, რომ არის დას­კვნა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ასე­ვე მი­ზა­ნი გვაქვს, რომ შე­სა­ბა­მის უწყე­ბა­ში, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში შე­ვი­ტა­ნოთ [სარ­ჩე­ლი], რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რო­გორც ასე­თი, აღარ არ­სე­ბობ­დეს „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“.

ვი­ცით, რომ ამას თა­ვი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბიც ახ­ლავს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ერ­თგვა­რად ხელს ხომ არ შე­უ­წყობს იმას, რომ პრო­ცე­სი რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ი­წე­ლოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, „ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ და მის სა­ტე­ლი­ტებს კი აქვთ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღე­ბენ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში, მაგ­რამ ჩვენ არ ვი­ცით, რას უკარ­ნა­ხებთ პატ­რო­ნი უცხო­ე­თი­დან. უბ­რა­ლოდ, ეს კი­თხვა მაქვს, თუ შევ­ძლებთ, რომ ერთ თვე­ში, რა­საც გა­ვაგ­რძე­ლებთ, ჩა­ვე­ტი­ოთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში შან­სში კი­დევ გა­იზ­რდე­ბა იმი­სა, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე შევ­ძლოთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, კი­დევ იქ­ნე­ბა იმის შან­სი, რომ ამ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, რაც შე­იძ­ლე­ბა ადრე შე­ე­ზღუ­დოს პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რე­ბენ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბიც.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"თუ შევძლებთ, რომ ერთ თვეში ჩავეტიოთ... შანსი გაიზრდება, რომ "ნაცმოძრაობას" რაც შეიძლება ადრე შეეზღუდოს პოლიტიკური მოღვაწეობა" - მაჭარაშვილი კომისიას

"თუ შევძლებთ, რომ ერთ თვეში ჩავეტიოთ... შანსი გაიზრდება, რომ "ნაცმოძრაობას" რაც შეიძლება ადრე შეეზღუდოს პოლიტიკური მოღვაწეობა" - მაჭარაშვილი კომისიას

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრი, გურამ მაჭარაშვილი კომისიას სთავაზობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის“ , როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელი თვითმმართველობის არჩევნებამდე შეიტანონ.

  • მისი თქმით, თუ კომისია მუშაობას მოთხოვნილ ვადაში, ერთ თვეში დაასრულებს, გაიზრდება იმის შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ პარტიას, რაც შეიძლება ადრე შეეზღუდოს პოლიტიკური მოღვაწეობა.

როგორც მაჭარაშვილმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს“ დაანონსებული აქვთ, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა არ იციან, „რას უკარნახებს პატრონი უცხოეთიდან“.

"რეალურად, საზოგადოება ხედავს იმაზე მეტ მტკიცებულებას, ვიდრე შეიძლება საჭირო იყოს იმისთვის, რომ ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, არ არსებობდეს. თავად ის ფაქტიც, რომ 2012 წლის შემდეგ დღემდე პერიოდიც უკვე დაგვემატა კომისიას, როგორც ფუნქცია, არის კარგი იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოება დაინახავს, "ნაცმოძრაობის“ არასწორ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს არა მხოლოდ 2012 წლამდე, არამედ 2012 წლის შემდგომაც. ასეთი არაერთი მტკიცებულებაა საჯარო და ამ თვალსაზრისით, ეს კარგია, თუმცა მეორე მხარეა და ამასთან დაკავშირებით მექნება შეკითხვა: ჩვენ ვიცით, რომ პროცედურულად რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ივნისის ბოლო პარასკევს ამთავრებს.

შესაბამისად, კომისიის მუშაობა თუ გაგრძელდება 5 ივნისამდე ეს კარგია, ნამდვილად მოცულობითია ეს სამუშაო, მით უმეტეს, რაც დაგვემატა. თუმცა ამ კომისიის მიზანი ვიცით, რომ არის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ასევე მიზანი გვაქვს, რომ შესაბამის უწყებაში, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანოთ [სარჩელი], რომ პოლიტიკური პარტია, როგორც ასეთი, აღარ არსებობდეს „ნაცმოძრაობა“.

ვიცით, რომ ამას თავისი პროცედურებიც ახლავს. აქედან გამომდინარე, ეს ერთგვარად ხელს ხომ არ შეუწყობს იმას, რომ პროცესი რაღაცნაირად გაიწელოს. ამ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს კი აქვთ დაანონსებული, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას უკარნახებთ პატრონი უცხოეთიდან. უბრალოდ, ეს კითხვა მაქვს, თუ შევძლებთ, რომ ერთ თვეში, რასაც გავაგრძელებთ, ჩავეტიოთ. ამ შემთხვევაში შანსში კიდევ გაიზრდება იმისა, რომ არჩევნებამდე შევძლოთ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა. ამ შემთხვევაში, კიდევ იქნება იმის შანსი, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას, რაც შეიძლება ადრე შეეზღუდოს პოლიტიკური მოღვაწეობა“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის თაობაზე გურამ მაჭარაშვილის პოზიციას იზიარებენ კომისიის წევრებიც.