საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს" - პაპუაშვილი
"დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს" - პაპუაშვილი

1989 წელს რო­დი­ო­ნო­ვის ჯა­რის­კა­ცებ­მა სცა­დეს, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის იდეა ვერ მო­ჩე­ხეს. დღეს, რუს­თა­ველ­ზე, რო­დი­ო­ნო­ვის ნიჩ­ბი­ა­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი უცხო დრო­შე­ბის მოფ­რი­ა­ლე სამ­შობ­ლო­და­კარ­გულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს, რომ­ლე­ბიც იმა­ვე და­უნ­დობ­ლო­ბით ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის იდე­ის და­ჩეხ­ვას, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი წერს.

  • რო­გორც პა­პუ­აშ­ვი­ლი წერს, ახლა, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო შემ­დგა­რია და ქვე­ყა­ნა თა­ვის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ბო­ლომ­დე იცავს, უცხო ძა­ლამ კვლავ გა­და­წყვი­ტა მისი ფუნ­და­მენ­ტის მორ­ყე­ვა.

„გან­სხვა­ვე­ბე­ბი არ­სე­ბობ­და ყო­ველ­თვის. ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე მძაფრ წუ­თებ­შიც კი.

ასე იყო 1989 წლის 9 აპ­რილ­საც. აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა არ­სე­ბობ­და მა­ში­ნაც, როცა არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­და და მრგვა­ლი

მა­გი­დის გარ­და სხვა პარ­ტი­ებ­მა ბო­ი­კო­ტი გა­მო­ა­ცხა­დეს; შე­ხე­დუ­ლე­ბა­თა სხვა­ო­ბა იყო რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე; ყვე­ლა სა­კი­თხზე იყო სხვა­ო­ბა.

აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ომამ­დეც მი­სუ­ლა. მაგ­რამ დრო გა­ვი­და, ის­ტო­რი­ამ პრო­ცე­სი შე­ა­ფა­სა, ხალ­ხმა დას­კვნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნა. გა­მოჩ­ნდა, რა იყო უგუ­ნუ­რე­ბის ბრა­ლი და რა გა­რე­დან წა­ქე­ზე­ბით ჩა­დე­ნი­ლი.

და ახლა, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო შემ­დგა­რია და ქვე­ყა­ნა თა­ვის

სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ბო­ლომ­დე იცავს, უცხო ძა­ლამ კვლავ გა­და­წყვი­ტა მისი ფუნ­და­მენ­ტის მორ­ყე­ვა. კვლავ აა­მოქ­მე­და სი­ძულ­ვი­ლის პრო­პა­გან­და. მას სურს გაგ­ვყოს და იბა­ტო­ნოს, დაგ­ვი­მორ­ჩი­ლოს და გვმარ­თოს, ჩვენს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სად თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი შე­მოგ­ვი­ცუ­როს.

1989 წელს რო­დი­ო­ნო­ვის ჯა­რის­კა­ცებ­მა სცა­დეს, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის იდეა ვერ მო­ჩე­ხეს. დღეს, რუს­თა­ველ­ზე, რო­დი­ო­ნო­ვის ნიჩ­ბი­ა­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი უცხო დრო­შე­ბის მოფ­რი­ა­ლე სამ­შობ­ლო­და­კარ­გულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს, რომ­ლე­ბიც იმა­ვე და­უნ­დობ­ლო­ბით ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის იდე­ის და­ჩეხ­ვას.

ეს დღეს აღარ გა­მო­ვა. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ის­წავ­ლა გაკ­ვე­თი­ლი. ის­წავ­ლა და აირ­ჩია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს ბო­ლომ­დე და­ი­ცავს.

ჩვენ ამ პრო­ვო­კა­ცი­ას არ ავ­ყვე­ბით, ისი­ნი ვერ ეღირ­სე­ბი­ან თა­ვი­ან­თი სცე­ნა­რის შეს­რუ­ლე­ბას. ერ­თა­დერ­თი რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში შეს­რულ­დე­ბა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დაკ­ვე­თაა.

ეს დაკ­ვე­თა თა­ნას­წო­რო­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თვითმყო­ფა­დო­ბაა.

ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ, სა­ქარ­თვე­ლო გა­ი­მარ­ჯვებს, 9 აპ­რი­ლის იდეა და დაღ­ვრი­ლი სის­ხლი გა­ი­მარ­ჯვებს!“- წერს პა­პუ­აშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს" - პაპუაშვილი

"დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს" - პაპუაშვილი

1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

  • როგორც პაპუაშვილი წერს, ახლა, როდესაც სახელმწიფო შემდგარია და ქვეყანა თავის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ბოლომდე იცავს, უცხო ძალამ კვლავ გადაწყვიტა მისი ფუნდამენტის მორყევა.

„განსხვავებები არსებობდა ყოველთვის. ისტორიის ყველაზე მძაფრ წუთებშიც კი.

ასე იყო 1989 წლის 9 აპრილსაც. აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა მაშინაც, როცა არჩევნები ტარდებოდა და მრგვალი

მაგიდის გარდა სხვა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს; შეხედულებათა სხვაობა იყო რეფერენდუმის ჩატარების საჭიროებაზე; ყველა საკითხზე იყო სხვაობა.

აზრთა სხვადასხვაობა სამოქალაქო ომამდეც მისულა. მაგრამ დრო გავიდა, ისტორიამ პროცესი შეაფასა, ხალხმა დასკვნები გამოიტანა. გამოჩნდა, რა იყო უგუნურების ბრალი და რა გარედან წაქეზებით ჩადენილი.

და ახლა, როდესაც სახელმწიფო შემდგარია და ქვეყანა თავის

სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ბოლომდე იცავს, უცხო ძალამ კვლავ გადაწყვიტა მისი ფუნდამენტის მორყევა. კვლავ აამოქმედა სიძულვილის პროპაგანდა. მას სურს გაგვყოს და იბატონოს, დაგვიმორჩილოს და გვმართოს, ჩვენს ეროვნულ ინტერესად თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი შემოგვიცუროს.

1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას.

ეს დღეს აღარ გამოვა. ქართველმა ხალხმა ისწავლა გაკვეთილი. ისწავლა და აირჩია ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ბოლომდე დაიცავს.

ჩვენ ამ პროვოკაციას არ ავყვებით, ისინი ვერ ეღირსებიან თავიანთი სცენარის შესრულებას. ერთადერთი რაც ამ ქვეყანაში შესრულდება, ქართველი ხალხის დაკვეთაა.

ეს დაკვეთა თანასწორობა, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობაა.

ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო გაიმარჯვებს, 9 აპრილის იდეა და დაღვრილი სისხლი გაიმარჯვებს!“- წერს პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.

წაიკითხეთ ასევე: