საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება პარლამენტთან - რა ხდება ახლა ადგილზე, სადაც მოქალაქეებმა ღამე გაათენეს
დაპირისპირება პარლამენტთან - რა ხდება ახლა ადგილზე, სადაც მოქალაქეებმა ღამე გაათენეს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და უც­ნობ პი­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

  • ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

კერ­ძოდ, ისი­ნი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან 9 აპ­რი­ლის ქუ­ჩა­ზე და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე.

ერთ-ერთი პო­ლი­ცი­ე­ლის გან­მარ­ტე­ბით, მათი აქ ყოფ­ნის მი­ზე­ზი მხო­ლოდ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და წეს­რი­გის დაც­ვაა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ცია გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წინ, სა­დაც შეკ­რე­ბილ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ღამე გა­ა­თე­ნეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ამ დრომ­დე გა­და­კე­ტი­ლი აქვთ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი. მათ 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ა­ლი ჯაჭ­ვით აქვს შე­მო­სა­ზღვრუ­ლი.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წილ­მა ღამე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან გა­ა­თე­ნეს. ისი­ნი ად­გილ­ზე ამ დრომ­დე რჩე­ბი­ან. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­და­კე­ტი­ლი აქვთ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი.

მსოფ­ლიო ბან­მა, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ, რო­მელ­მაც ღამე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად გა­ა­თე­ნა, მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­და, რომ „პარ­ლა­მენ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ცი­ის მო­ბი­ლი­ზა­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა და იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ისი­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­კენ წავ­ლენ, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ და ტრო­ტუ­არ­ზე, 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან გა­და­ი­ნაც­ვლონ“.

„არა­ვი­თა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩვენ ჩვე­ნი საქ­მე გა­ვა­კე­თოთ აქ“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

„ბო­ლომ­დე, ბო­ლომ­დე“, „სა­ქარ­თვე­ლო“- სკან­დი­რე­ბენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

ამ დრო­ის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ქაშ­ვეთ­თან და პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

დაპირისპირება პარლამენტთან - რა ხდება ახლა ადგილზე, სადაც მოქალაქეებმა ღამე გაათენეს

დაპირისპირება პარლამენტთან - რა ხდება ახლა ადგილზე, სადაც მოქალაქეებმა ღამე გაათენეს

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და უცნობ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

  • ამასთან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

კერძოდ, ისინი მობილიზებული არიან 9 აპრილის ქუჩაზე და თავისუფლების მოედანზე.

ერთ-ერთი პოლიციელის განმარტებით, მათი აქ ყოფნის მიზეზი მხოლოდ მოქალაქეების და წესრიგის დაცვაა.

პარალელურად, აქცია გრძელდება საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც შეკრებილმა მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. აქციის მონაწილეებს ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი. მათ 9 აპრილის მემორიალი ჯაჭვით აქვს შემოსაზღვრული.

მოქალაქეების ნაწილმა ღამე საქართველოს პარლამენტთან გაათენეს. ისინი ადგილზე ამ დრომდე რჩებიან. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი.

მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც ღამე აქციის მონაწილეებთან ერთად გაათენა, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ „პარლამენტის ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზაცია შეინიშნება და იმ შემთხვევაში თუ ისინი აქციის მონაწილეებისკენ წავლენ, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ და ტროტუარზე, 9 აპრილის მემორიალთან გადაინაცვლონ“.

„არავითარი წინააღმდეგობა ჯერჯერობით, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ აქ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

„ბოლომდე, ბოლომდე“, „საქართველო“- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ამ დროისთვის სამართალდამცავების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული ქაშვეთთან და პარლამენტის უკანა შესასვლელთან.