სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღევანდელი ე.წ. მთავრობა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ, ამ ადგილას, ამ დღეს" - პაატა ბურჭულაძე
"დღევანდელი ე.წ. მთავრობა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ, ამ ადგილას, ამ დღეს" - პაატა ბურჭულაძე

პატ­რი­არ­ქმა მოგ­ვცა კურ­თხე­ვა, რომ 04:00 სა­ათ­ზე ზა­რე­ბი და­რე­კი­ლი­ყო ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში. მაგ­რამ შემ­დეგ რა­ღაც შე­იც­ვა­ლა და, ალ­ბათ, შე­იძ­ლე­ბა ვერ შეძ­ლონ ზა­რე­ბის და­რეკ­ვა... დიდი მად­ლო­ბა პატ­რი­არ­ქს და რად­გან მისი კურ­თხე­ვა არის, ჩვენ ჩა­წე­რილ ზა­რებს მა­ინც გა­ვაჟ­ღე­რებთ, რათა ზა­რე­ბით გა­იღ­ვი­ძოს სა­ქარ­თვე­ლომ , - ამის შე­სა­ხებ მსოფ­ლიო ბან­მა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • ბურ­ჭუ­ლა­ძემ მი­მარ­თა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს და უთხრა, რომ ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს ღა­მის გა­თე­ნე­ბის, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია, წა­ვიდ­ნენ და დი­ლით დაბ­რუნ­დნენ, რად­გან, მისი თქმით, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დი­ლით უფრო და­ჭირ­დე­ბა აქ­ცი­ას.

“დღე­ვან­დე­ლი ე.წ. მთავ­რო­ბა საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ, აი, ამ ად­გი­ლას, ამ დღეს.

მოკ­ლედ გე­ტყვით, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა დღე­ვან­დე­ლი დღე - ჩვენ ახლა სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბი გვექ­ნე­ბა. იცით, რომ დღე­ვან­დე­ლი დღე ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია არა მარ­ტო 9 აპ­რი­ლით, არა­მედ აქ არი­ან სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის მშობ­ლე­ბი - ეს ის ხალ­ხია, ვისი შვი­ლე­ბიც ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას ცი­ხე­ში იცა­ვენ. ეს ის ხალ­ხია, რომ­ლებ­მაც აღ­ზარ­დეს ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი. ეს ის ხალ­ხია, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად ჩვენ­თან ერ­თად უნდა იყ­ვნენ და მათი გა­რეთ გა­მოს­ვლა ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჩვენს აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე.

დი­ლის 04:00 სა­ა­თამ­დე გვექ­ნე­ბა სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბი. ჩვენ­თან არის ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი - ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი, რო­მელ­მაც მოგ­ვცა კურ­თხე­ვა, რომ 04:00 სა­ათ­ზე ზა­რე­ბი და­რე­კი­ლი­ყო ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში, მაგ­რამ შემ­დეგ რა­ღაც შე­იც­ვა­ლა და, ალ­ბათ, შე­იძ­ლე­ბა ვერ შეძ­ლონ ზა­რე­ბის და­რეკ­ვა... დიდი მად­ლო­ბა პატ­რი­არ­ქს და რად­გან მისი კურ­თხე­ვა არის, ჩვენ ჩა­წე­რილ ზა­რებს მა­ინც გა­ვაჟ­ღე­რებთ, რათა ზა­რე­ბით გა­იღ­ვი­ძოს სა­ქარ­თვე­ლომ.

დი­ლის 04:00 სა­ათ­ზე ყვე­ლას და­გი­რიგ­დე­ბათ სან­თლე­ბი, მობ­რძან­დე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პირი და აღ­ვავ­ლენთ პა­ნაშ­ვიდს გარ­დაც­ვლილ­თა სუ­ლე­ბის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად. გარ­და ამი­სა, ერ­თად ვი­ლო­ცებთ და, რაც მთა­ვა­რია, ორ­ჯერ, ლოც­ვე­ბის მერე, ჩვენ დავ­დებთ ფიცს. ეს ფიცი უკვე და­ი­დო ინ­ტერ­ნეტ­ში და ვი­საც არ გაქვთ, აქ გა­გაც­ნობთ მას.

ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის მე­ო­რე ნა­წი­ლი არის ის, რომ 9 აპ­რი­ლი, რო­მე­ლიც 1991 წელს შედ­გა, ეს არის ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე და ზუს­ტად 12:30 სა­ათ­ზე, ჩვენ მო­ვის­მენთ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მი­მარ­თვას და ამის შემ­დეგ ყვე­ლა დავ­დებთ ფიცს”, - მი­მარ­თა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"დღევანდელი ე.წ. მთავრობა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ, ამ ადგილას, ამ დღეს" - პაატა ბურჭულაძე

"დღევანდელი ე.წ. მთავრობა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ, ამ ადგილას, ამ დღეს" - პაატა ბურჭულაძე

პატრიარქმა მოგვცა კურთხევა, რომ 04:00 საათზე ზარები დარეკილიყო ქაშვეთის ეკლესიაში. მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა და, ალბათ, შეიძლება ვერ შეძლონ ზარების დარეკვა... დიდი მადლობა პატრიარქს და რადგან მისი კურთხევა არის, ჩვენ ჩაწერილ ზარებს მაინც გავაჟღერებთ, რათა ზარებით გაიღვიძოს საქართველომ , - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • ბურჭულაძემ მიმართა აქციის მონაწილეებს და უთხრა, რომ ვისაც სურვილი აქვს ღამის გათენების, მაგრამ ფიზიკური შესაძლებლობა არ გააჩნია, წავიდნენ და დილით დაბრუნდნენ, რადგან, მისი თქმით, ეს ადამიანები დილით უფრო დაჭირდება აქციას.

“დღევანდელი ე.წ. მთავრობა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, აი, ამ ადგილას, ამ დღეს.

მოკლედ გეტყვით, თუ როგორ წარიმართება დღევანდელი დღე - ჩვენ ახლა სიტყვით გამოსვლები გვექნება. იცით, რომ დღევანდელი დღე ძალიან დატვირთულია არა მარტო 9 აპრილით, არამედ აქ არიან სინდისის პატიმრების მშობლები - ეს ის ხალხია, ვისი შვილებიც ჩვენს თავისუფლებას ციხეში იცავენ. ეს ის ხალხია, რომლებმაც აღზარდეს ნამდვილი პატრიოტები. ეს ის ხალხია, რომლებიც აუცილებლად ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ და მათი გარეთ გამოსვლა ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს აქტიურობაზე.

დილის 04:00 საათამდე გვექნება სიტყვით გამოსვლები. ჩვენთან არის ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი - ჩვენი პატრიარქი, რომელმაც მოგვცა კურთხევა, რომ 04:00 საათზე ზარები დარეკილიყო ქაშვეთის ეკლესიაში, მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა და, ალბათ, შეიძლება ვერ შეძლონ ზარების დარეკვა... დიდი მადლობა პატრიარქს და რადგან მისი კურთხევა არის, ჩვენ ჩაწერილ ზარებს მაინც გავაჟღერებთ, რათა ზარებით გაიღვიძოს საქართველომ.

დილის 04:00 საათზე ყველას დაგირიგდებათ სანთლები, მობრძანდება სასულიერო პირი და აღვავლენთ პანაშვიდს გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად. გარდა ამისა, ერთად ვილოცებთ და, რაც მთავარია, ორჯერ, ლოცვების მერე, ჩვენ დავდებთ ფიცს. ეს ფიცი უკვე დაიდო ინტერნეტში და ვისაც არ გაქვთ, აქ გაგაცნობთ მას.

ჩვენი შეხვედრის მეორე ნაწილი არის ის, რომ 9 აპრილი, რომელიც 1991 წელს შედგა, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე და ზუსტად 12:30 საათზე, ჩვენ მოვისმენთ ზვიად გამსახურდიას მიმართვას და ამის შემდეგ ყველა დავდებთ ფიცს”, - მიმართა პაატა ბურჭულაძემ აქციის მონაწილეებს.