სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში "მედიის სოლიდარობის მარში“ მიმდინარეობს
თბილისში "მედიის სოლიდარობის მარში“ მიმდინარეობს

ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით "მე­დი­ის სო­ლი­და­რო­ბის მარ­ში“ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ. ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს აქ­ცი­ის ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­უ­ერ­თდნენ, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი ვა­სილ ივა­ნოვ ჩი­ქო­ვა­ნი აცხა­დებს, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის პროგ­რე­სის და დე­მოკ­რა­ტი­ის გა­რან­ტი და თუ მას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, ე.ი საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა ყვე­ლა­ფერ და­ნარ­ჩენს.

“ჩემი შე­ფა­სე­ბით, სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვის ნი­შა­ნი და­ის­მე­ბა თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა არ ვართ შე­თან­ხმე­ბუ­ლი სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, მე­დი­ის როლ­ზე, ჯან­საღ კრი­ტი­კა­ზე, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და არა მიღ­წე­უ­ლის რეგ­რე­სის­კენ, რაც რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გვაქვს. სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­ყა­ნა­ში რეგ­რე­სი გვაქვს. ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ეს აი­სა­ხე­ბა სხვა სტრა­ტე­გი­ულ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე უნდა მუ­შა­ობ­დნენ. სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის პროგ­რე­სის და დე­მოკ­რა­ტი­ის გა­რან­ტი, თუ მას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, ე.ი საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა ყვე­ლა­ფერ და­ნარ­ჩენს”,- აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნა­ლის­ტმა.

ამას­თან, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მსვლე­ლო­ბამ­დე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს. რო­გორც მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ისი­ნი არ შე­წყვე­ტენ სი­მარ­თლის თქმას, უკა­ნო­ნო­ბის მხი­ლე­ბას და კრი­ტი­კას.

“ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი აგ­რძე­ლებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დევ­ნას.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იღებს კა­ნო­ნებს, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ მე­დი­ას და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ემუქ­რე­ბა, არა­მედ პირ­და­პირ თავ­დას­ხმაა დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე.

კა­ნო­ნე­ბი შე­ზღუ­დავს სა­ქარ­თვე­ლოს მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და­ეხ­მა­რონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს - მათ შო­რის და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ას, რო­მე­ლიც ხალ­ხს სი­მარ­თლეს აწ­ვდის.

დღეს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მორ­ჩილ ინ­სტრუ­მენ­ტე­ბად იქ­ცნენ. თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია რჩე­ბა ერ­თა­დერთ სივ­რცედ, სა­დაც ხალ­ხის ხმა ის­მის და სა­ი­და­ნაც მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ ვა­შუ­ქებთ კო­რუფ­ცი­ას, კა­ნონ­დარ­ღვე­ვებს, ძა­ლა­დო­ბას…

ეს მცდე­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბოლო ნა­ბი­ჯია ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბის­კენ, რო­მე­ლიც ცდი­ლობს გა­აქ­როს ნე­ბის­მი­ე­რი კრი­ტი­კუ­ლი აზრი. ევ­რო­პუ­ლი გზის ნაც­ვლად, მმარ­თვე­ლი პარ­ტია ქვე­ყა­ნას რუ­სუ­ლი მო­დე­ლის­კენ მი­ა­ქა­ნებს, სა­დაც მე­დია და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა სრუ­ლად კონ­ტროლ­დე­ბა. ჩვენ, ქარ­თუ­ლი მე­დია, ვხე­დავთ ამ საფრ­თხეს და ვი­ცით, რომ ეს ბრძო­ლა გა­დამ­წყვე­ტია სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის.

ახა­ლი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ჩუ­მე­ბას. ხოლო, როცა მე­დია დუმს, ხალ­ხიც დუმს.

მე­დი­ის ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის გრძელ­დე­ბა. ჩვენ არ შევ­წყვეტთ სი­მარ­თლის თქმას, უკა­ნო­ნო­ბის მხი­ლე­ბას და კრი­ტი­კას. ჩვე­ნი ეთე­რე­ბი­დან და პლატ­ფორ­მე­ბი­დან გახ­მი­ა­ნე­ბულ სი­მარ­თლეს არა­სო­დეს ჩა­ა­ნაც­ვლებს სი­ჩუ­მე”,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ად­გილ­ზე მო­ტა­ნი­ლი აქვთ სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის ბა­ნე­რე­ბი: “თა­ვი­სუ­ფალ ხმას ვერ ჩა­ახ­შობთ!”, “თა­ვი­სუფ­ლე­ბა მე­დი­ას!”, “არა ცენ­ზუ­რას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

თბილისში "მედიის სოლიდარობის მარში“ მიმდინარეობს

თბილისში "მედიის სოლიდარობის მარში“ მიმდინარეობს

ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით "მედიის სოლიდარობის მარში“ მიმდინარეობს.

მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ფილარმონიასთან არიან შეკრებილები რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ. ფილარმონიასთან მედიის წარმომადგენლებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები.

როგორც ჟურნალისტი ვასილ ივანოვ ჩიქოვანი აცხადებს, სიტყვის თავისუფლება არის პროგრესის და დემოკრატიის გარანტი და თუ მას საფრთხე ემუქრება, ე.ი საფრთხე დაემუქრება ყველაფერ დანარჩენს.

“ჩემი შეფასებით, სერიოზული კითხვის ნიშანი დაისმება თუ საქართველოში უმრავლესობა არ ვართ შეთანხმებული სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე, მედიის როლზე, ჯანსაღ კრიტიკაზე, რომელიც მიმართული იქნება მიღწეულის გაუმჯობესებაზე და არა მიღწეულის რეგრესისკენ, რაც რეალურად საქართველოში უკვე გვაქვს. სიტყვის თავისუფლებასა და ჟურნალისტიკური საქმიანობის მიმართულებით ქვეყანაში რეგრესი გვაქვს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს აისახება სხვა სტრატეგიულ ინსტიტუციებზე, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე უნდა მუშაობდნენ. სიტყვის თავისუფლება არის პროგრესის და დემოკრატიის გარანტი, თუ მას საფრთხე ემუქრება, ე.ი საფრთხე დაემუქრება ყველაფერ დანარჩენს”,- აღნიშნა ჟურნალისტმა.

ამასთან, მედიის წარმომადგენლებმა მსვლელობამდე განცხადება გააკეთეს. როგორც მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი არ შეწყვეტენ სიმართლის თქმას, უკანონობის მხილებას და კრიტიკას.

“ერთპარტიული პარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის დევნას.

"ქართული ოცნება" იღებს კანონებს, რომელიც არა მხოლოდ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება, არამედ პირდაპირ თავდასხმაა დემოკრატიულ ღირებულებებზე.

კანონები შეზღუდავს საქართველოს მოკავშირე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობას, დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეებს - მათ შორის დამოუკიდებელ მედიას, რომელიც ხალხს სიმართლეს აწვდის.

დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები "ქართული ოცნების" პოლიტიკური ინტერესების მორჩილ ინსტრუმენტებად იქცნენ. თავისუფალი მედია რჩება ერთადერთ სივრცედ, სადაც ხალხის ხმა ისმის და საიდანაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული რეალური ვითარების შესახებ. ჩვენ ვაშუქებთ კორუფციას, კანონდარღვევებს, ძალადობას…

ეს მცდელობა ხელისუფლების ბოლო ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმის დამყარებისკენ, რომელიც ცდილობს გააქროს ნებისმიერი კრიტიკული აზრი. ევროპული გზის ნაცვლად, მმართველი პარტია ქვეყანას რუსული მოდელისკენ მიაქანებს, სადაც მედია და სამოქალაქო საზოგადოება სრულად კონტროლდება. ჩვენ, ქართული მედია, ვხედავთ ამ საფრთხეს და ვიცით, რომ ეს ბრძოლა გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის.

ახალი რუსული კანონები მიზნად ისახავს საზოგადოების გაჩუმებას. ხოლო, როცა მედია დუმს, ხალხიც დუმს.

მედიის ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება. ჩვენ არ შევწყვეტთ სიმართლის თქმას, უკანონობის მხილებას და კრიტიკას. ჩვენი ეთერებიდან და პლატფორმებიდან გახმიანებულ სიმართლეს არასოდეს ჩაანაცვლებს სიჩუმე”,- ნათქვამია განცხადებაში.

მედიის წარმომადგენლებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები: “თავისუფალ ხმას ვერ ჩაახშობთ!”, “თავისუფლება მედიას!”, “არა ცენზურას.