პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წუთისოფელი სწრაფად გარბის, არცერთი წუთი უაზროდ არ გაატაროთ, გულით გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ" - როგორ ცხოვრობს პროფესიით ბიბლიოთეკარი, მებაღე, მეფუტკრე და მეყვავილე 87 წლის ევა?
"წუთისოფელი სწრაფად გარბის, არცერთი წუთი უაზროდ არ გაატაროთ, გულით გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ" - როგორ ცხოვრობს პროფესიით ბიბლიოთეკარი, მებაღე, მეფუტკრე და მეყვავილე 87 წლის ევა?

ამ 87 წლის ქალ­ბა­ტონს ჩვენ­ში მისი საქ­მე­ე­ბით იც­ნო­ბენ. მუ­დამ შრო­მა­შია და ნაშ­რო­მიც ყო­ველ­თვის სა­უ­კე­თე­სო აქვს. ევა ოთა­რაშ­ვი­ლის ჯუჯა კაკ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში უკვე კარ­გა ხა­ნია სა­ხე­ლი გა­ით­ქვა.

  • წლე­ბის წინ მიზ­ნად და­ი­სა­ხა, სა­კუ­თა­რი კაკ­ლის ბაღი ჰქო­ნო­და და სა­წა­დელ­საც ძა­ლი­ან მალე მი­აღ­წია - სა­უ­კე­თე­სო ბაღი გა­ა­შე­ნა. ის მხო­ლოდ მე­ბა­ღე არ არის, პრო­ფე­სი­ით ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი, მეყ­ვა­ვი­ლე და მე­ფუტკრეც არის, მოკ­ლედ, მრა­ვალ­მხრი­ვი ადა­მი­ა­ნია და ამა­ში მისი ინ­ტერ­ვი­უს წა­კი­თხვი­სას დარ­წმუნ­დე­ბით.

ევა ოთა­რაშ­ვი­ლი:

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ახალ­სო­ფელ­ში, თი­ა­ნე­თი­დან სამი კი­ლო­მეტ­რით ზე­მო­თაა ჩემი სო­ფე­ლი. ტექ­ნი­კუ­მი რომ და­ვამ­თავ­რე, ერთი წელი უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი და 1960 წელს საყ­დრი­ო­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში დავ­საქმდი. მერე პუშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე და და­ვამ­თავ­რე. 1972 წელს საყ­დრი­ონ­ში და­ვო­ჯახ­დი. მა­ნამ­დე, საყ­დრი­ო­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მუ­შა­ო­ბის 11 წლის სტა­ჟი მქონ­და და გო­გო­ებს ვა­ცი­ნებ­დი ხოლ­მე, სირ­ცხვი­ლიც კი იყო, აქ რომ არ გავ­თხო­ვი­ლი­ყა­ვი-მეთ­ქი... საყ­დრი­ონ­ში სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო საქ­მი­ა­ნო­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­ვა­ჩა­ღე - 500 წიგ­ნამ­დე ჩა­ვი­ბა­რე და ბო­ლოს 6000 წიგ­ნამ­დე ავე­დი. 13 წე­ლი­წა­დი და­ქი­რა­ვე­ბულ ბი­ნა­ში ვი­ყა­ვით, ერთი ოთა­ხი გვქონ­და. მერე კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბამ ფი­ნუ­რი კო­ტე­ჯი ჩაგ­ვიდ­გა, იქ დავ­ბი­ნავ­დით და საქ­მე იქ გა­ვაგ­რძე­ლეთ... იმ წლებ­ში დიდი სო­ფე­ლი იყო (780 მცხოვ­რე­ბი) და 500 მკი­თხვე­ლი სულ ყო­ველ­თვის მყავ­და. ახლა სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია - 200 მო­სახ­ლეა. ახალ­გაზ­რდო­ბა წა­ვი­და - ზოგი ქა­ლაქ­ში, ზოგი - უცხო­ეთ­ში.

- ალ­ბათ ბევრ ადა­მი­ანს, მათ შო­რის ბავ­შვს, შე­აყ­ვა­რეთ წიგ­ნის კი­თხვა?

- ისე იყო თა­რო­ებ­ზე წიგ­ნე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო და თი­თო­ე­ულ­მა იცო­და, წიგ­ნი სა­ი­დან უნდა აეღო და რა წა­ე­კი­თხა. ლი­ტე­რა­ტუ­რა ასე­ვე ეწყო მოზ­რდი­ლე­ბის­თვის - გან­ლა­გე­ბა ან­ბა­ნის და ავ­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვით იყო... მთა­ვა­რია მკი­თხვე­ლი გიყ­ვარ­დეს. ისე უნდა იმუ­შაო, რომ ისი­ნი და­ა­ინ­ტე­რე­სო და წიგ­ნი შე­აყ­ვა­რო. ჩემს ხელ­ში ბევ­რი ბავ­შვი გა­ი­ზარ­და. თუ რო­მე­ლი­მე წიგნს ისე და­აბ­რუ­ნებ­და, რომ წა­კი­თხუ­ლი არ ჰქონ­და, უკან გა­ვა­ტან­დი... ერთი მკი­თხვე­ლი წლე­ბის მერე გა­მო­მი­ტყდა, - თქვე­ნი ისე მე­ში­ნო­და, წიგ­ნი უკან არ გა­მა­ტა­ნო­სო. კი, ბევ­რი გავ­ზარ­დე და მე­ა­მა­ყე­ბა. მერე უფ­რო­სებ­თა­ნაც მივ­დი­ო­დი ოჯა­ხებ­ში, რომ წიგ­ნი წა­ე­კი­თხათ... ერთ მო­ხუცს ის­ტო­რი­უ­ლი წიგ­ნე­ბი უყ­ვარ­და, რომ წა­ი­ღებ­და და წა­ი­კი­თხავ­და, მერე მო­დი­ო­და და ში­ნა­არსს მიყ­ვე­ბო­და. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მი­ზი­ა­რებ­და. მას­წავ­ლე­ბელს მე­ძახ­დნენ, მას­წავ­ლე­ბელ­თან ვი­ყა­ვი გა­ტო­ლე­ბუ­ლი.

ევას კაკ­ლის ბაღი

- მოკ­ლედ, ძა­ლი­ან შე­გიყ­ვარ­დათ საყ­დრი­ო­ნი და იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა...

- კი... დიდი და კარ­გი სო­ფე­ლია. თა­ვი­დან ამ სო­ფელ­ში სა­მუ­შა­ოდ იმი­ტომ წა­მო­ვე­დი, რომ ნა­თე­სა­ვე­ბი გვყავ­და. კარ­გი ხალ­ხი ცხოვ­რობ­და, ბევ­რი ბავ­შვი დარ­ბო­და, ისე შე­მიყ­ვარ­და. მერე ხალ­ხსაც შე­ვუყ­ვარ­დი და მეც შე­ვიყ­ვა­რე ისი­ნი.

- ასე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­დით და ოჯახ­შიც უამ­რავ საქ­მეს აკე­თებ­დით, შვი­ლებს ზრდი­დით, თავს რო­გორ არ­თმევ­დით ამ­დენ საქ­მეს?

- ბავ­შვო­ბი­დან ასე ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ფერ­ში, სა­დაც ვყო­ფილ­ვარ, სკო­ლა­ში, ტექ­ნი­კუმ­ში, უმაღ­ლეს­ში პირ­ვე­ლი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ყვე­ლა ამ­ხა­ნაგს ჩემ­თან უნ­დო­და ურ­თი­ერ­თო­ბა... საყ­დრი­ო­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კაც რა­ი­ონ­ში პირ­ვე­ლი იყო. როცა და­ვო­ჯახ­დი და ამ სახ­ლში მო­ვე­დი, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო. სახ­ლი 3 წე­ლი­წად­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად გავ­მარ­თე. არც ერთ საქ­მეს ზე­და­პი­რუ­ლად არ ვა­კე­თებ­დი, რომ და­ვი­წყებ­დი, ბო­ლომ­დე მივ­ყვე­ბო­დი. რაც ოჯახს, შვი­ლებს სჭირ­დე­ბო­და, ხელი არაფ­რის­თვის და­მიკ­ლია. ახ­ლაც ასე ვარ. თან წი­ნას­წარ ვგეგ­მავ­დი საქ­მე­ებს... ერთი ისაა, რომ პირ­ვე­ლი შვი­ლი, ბიჭი მაკ­ლია. ღმერ­თმა მომ­ცა და სამი თვი­სა წა­მარ­თვა. ამან ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ჩემ­ზე...

- ამ­დენ საქ­მით ხომ შე­იძ­ლე­ბა ოდეს­ღაც და­ი­ღა­ლოს ადა­მი­ა­ნი. დას­ვე­ნე­ბა არ გიყ­ვართ?

- ბავ­შვო­ბი­დან ასე მოვ­დი­ვარ, დედა გვყავ­და ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი. მარ­ტო ქალ­მა გაგვზარ­და 4 შვი­ლი - ორი ძმა და ორი და - უფ­რო­სი ძმა უკვე აღარ მყავს... ოთხი­ვე "პუშ­კი­ნე­ლე­ბი" ვი­ყა­ვით, ყვე­ლამ პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რეთ. უმა­მოდ ვიზ­რდე­ბო­დით და ხომ გი­თხა­რით, ჩვენც ძა­ლი­ან მშრო­მე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, დე­დას შრო­მა­ში გვერ­დით ვე­დე­ქით და სწავ­ლაც გვიყ­ვარ­და. ჩვენ­თან არ არ­სე­ბობ­და, სი­ტყვა, რომ გვე­ზა­რე­ბა... რომ გავ­თხოვ­დი, ოჯახ­ში საქ­მე­ში წინ წამ­ძღო­ლი მე ვი­ყა­ვი და მე­უღ­ლეც მომ­ყვე­ბო­და. ახა­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვით, ერთხელ რა­ღა­ცა­ზე ვუ­თხა­რი, - ეს გა­ვა­კე­თოთ და მე­ზა­რე­ბაო. პირ­ვე­ლად გა­ვი­გო­ნე სი­ტყვა მე­ზა­რე­ბა და გა­მიკ­ვირ­და... სა­ერ­თოდ მე­დი­კო­სე­ბის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, რომ ადა­მი­ან­მა დღე­ში რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი საქ­მე უნდა გა­ა­კე­თოს. რა თქმა უნდა, ვის­ვე­ნებ, - მეც­ნი­ე­რე­ბის ასე­თი კვლე­ვაა, რომ მოქ­მე­დე­ბა და დას­ვე­ნე­ბა თა­ნა­ბა­რი მო­ნაც­ვლე­ო­ბი­თაა სა­ჭი­რო. თან როცა ადა­მი­ა­ნი შრო­მის­გან დაღ­ლი­ლია, წა­მო­წო­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნდა და­ის­ვე­ნოს - ორ­გა­ნიზ­მი და­კარ­გულ ენერ­გი­ას ასე აღიდ­გენს... 1999 წლი­დან დღი­ურს ვავ­სებ, ყო­ველ დღე ვწერ, რას ვა­კე­თებ...

- რო­გორც ვიცი, მე­ფუტკრე­ო­ბა­საც მის­დევთ...

- როცა და­ვო­ჯახ­დი, აქ ჩემ­მა ძმებ­მა 3-4 სკა ჩა­მიდ­გეს, რამ­დე­ნი­მე წელი ვუვ­ლი­დი, მერე სხვა საქ­მე­ებ­ზე გა­და­ვერ­თე ამ საქ­მე­ზე ხელი ავი­ღე. 1995 წელს ჩემ­მა ძმამ მი­თხრა, ფუტკრის მოვ­ლა შე­გიძ­ლია და უნდა იყო­ლი­ოო. ჩა­მო­მიყ­ვა­ნა და მეც გან­ვა­ახ­ლე მე­ფუტკრე­ო­ბა. ამ საქ­მე­საც გუ­ლი­ა­ნად მივ­ხე­დე, სა­ერ­თოდ, ამ დარ­გს ასე უნდა - მას­ში გუ­ლით და გო­ნე­ბით უნდა იყო ჩარ­თუ­ლი. ჩემს ძმებს მე­ფუტკრე­ო­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ჰქონ­დათ ნას­წავ­ლი. უფ­რო­სი, რო­მე­ლიც ცო­ცხა­ლი აღარ არის, სე­რი­ო­ზუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო... მოკ­ლედ, უნდა იყო­ლიო, თუ მოვ­ლა შე­გიძ­ლი­აო. ჰოდა, ისე ვაქ­ტი­უ­რობ­დი, რომ ჩემი შე­მო­სავ­ლის წყა­რო ფუტ­კა­რი იყო. 200-300 კილო თაფლს ვწუ­რავ­დი. 2010 წელს 400 კილო დავ­წუ­რე. თაფ­ლის შე­მო­სავ­ლით ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თე... სა­კუ­თა­რი თავი ისეთ რე­ჟიმ­ში მყავ­და - სულ თვი­თონ ვა­კონ­ტრო­ლებ­დი. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ფუტ­კარს რა­ღაც შე­მო­ე­სია, გუნ­დად და­დი­ო­და და ფუტკრებს ანად­გუ­რებ­დნენ, რა­მაც კი­დევ უფრო მეტი საზ­რუ­ნა­ვი გა­მი­ჩი­ნა...

- ისე­თი ყო­ჩა­ღი ქალ­ბა­ტო­ნი ხართ, სო­ფელ­საც ბევრ კარგ საქ­მე­ში და­ეხ­მა­რე­ბო­დით... რას იტყვით?

- კი, სოფ­ლის­თვის, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მხო­ლოდ ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი არ ვი­ყა­ვი. ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხში ყვე­ლას ვპატ­რო­ნობ­დი. რაც კი ჩემს უბან­ში უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო ჭირ­სა თუ ლხინ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ვი­ყა­ვი. სოფ­ლის ოჯა­ხე­ბის ჭი­რის და ლხი­ნის სუფ­რის მო­თა­ვე გახ­ლდით... მუდ­მი­ვად აზრს მე­კი­თხე­ბოდ­ნენ... ქსე­ნია კო­ტო­შაშ­ვი­ლი მო­წი­ნა­ვე მწვე­ლა­ვი უმაღ­ლეს საბ­ჭო დე­პუ­ტა­ტი იყო და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით სოფ­ლის­თვის ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თე. ასე აშენ­და სა­შუ­ა­ლო სკო­ლის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა, გა­იხ­სნა სა­ფერ­შლო-სა­ბე­ბიო პუნ­ქტი და სოფ­ლის მო­თხოვ­ნით სა­კუ­თა­რი ფოს­ტაც. 80-იან წლებ­ში VI სა­უ­კუ­ნე­ში აშე­ნე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ის აღ­დგე­ნა და­ვი­წყეთ. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო, არა­და, თურ­მე ადრე ისე­თი ზარი ეკი­და, მისი ხმა გარ­შე­მო ყვე­ლა სო­ფელ­ში ის­მო­და. ის ზარი თავ­მჯდო­მა­რეს გად­მო­აგ­დე­ბი­ნეს, იმის გად­მოგ­დე­ბა­ში ვინც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, არ­ცერ­თმა ოჯახ­მა არ იხე­ი­რა. მოკ­ლედ, სო­ფელ­ში ფული ავ­კრი­ბეთ და თან­და­თა­ნო­ბით აღ­ვად­გი­ნეთ ეკ­ლე­სია...

- შემ­დეგ კი, რო­გორც ვიცი, კაკ­ლის მო­შე­ნე­ბამ და­გა­ინ­ტე­რე­სათ და ადა­მი­ა­ნებ­მა რო­გორც კაკ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ისე გა­გიც­ნეს...

- კი, ეს ჩემ­თვის მო­სავ­ლე­ლად ახა­ლი საქ­მე გახ­და. ეტა­პობ­რი­ვად მივ­ყე­ვი მე­კაკ­ლე­ო­ბას. ბო­ლოს მე­ო­რე ბა­ღიც გა­ვა­კე­თე - 40/100-ზე. 120 ძირი კა­კა­ლი დავრგე. კაკ­ლი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლით 2020 წელს ბაღი შე­მოვ­ღო­ბე, ჯერ ხის ბო­ძე­ბით და მერე არ­მა­ტუ­რის ბო­ძე­ბით. რა ვქნა, უნდა ვა­კე­თო, ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა მა­ინ­ტე­რე­სებს და ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა მიყ­ვარს. ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში მინ­და, რომ იყოს. კაკ­ლებს დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა. ცოტა ხნის წინ 80 ძირი ჩემი ხე­ლით შე­ვა­თეთ­რე. კაკ­ლე­ბის შუ­ა­ლედ­ში მი­წას ვხნავ და ლო­ბი­ოც მომ­ყავს... მი­წის მოხ­ვნა კაკ­ლებ­საც სჭირ­დე­ბა. ჩემს კაკ­ლის ნერ­გებს ბევ­რი ემად­ლი­ე­რე­ბა, რაც ჩემ­თვის დიდ რა­მეს ნიშ­ნავს. როცა მი­აქვთ, ვეხ­ვე­წე­ბი, რომ მო­უ­ა­რონ, მერე შე­მა­ტყო­ბი­ნონ, რო­გორ უვ­ლი­ან და ნერ­გე­ბი რო­გორ ხა­რობს.

- ამ ცოტა ხნის წინ შვე­დეთ­ში შვილ­თან იყა­ვით ჩა­სუ­ლი, რო­მე­ლიც იქ არის გა­თხო­ვი­ლი... მო­გე­წო­ნათ იქა­უ­რო­ბა?

- შე­მოდ­გო­მით ბევ­რი საქ­მე მქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი რომ და­ვას­რუ­ლე, და­ვა­ბი­ნა­ვე, და­გეგ­მი­ლი იყო, რომ შვე­დეთ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მგზავ­რო­ბა ჩემ­თვის არა­ფერს ნიშ­ნავს, თვითმფრი­ნა­ვით სხვა დრო­საც მიმ­გზავ­რია... ჩემს შვი­ლებს უნ­დო­დათ, რომ შო­ბას ყვე­ლა­ნი ერ­თად იქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით... შვე­დი სიძე მყავს, ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ, პა­ტივს მცემს. კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში ხომ ჩა­ვე­დით, მა­ტა­რებ­ლით უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით და თა­ვი­სი მან­ქა­ნით დამ­ხვდა... იქა­უ­რო­ბა მოვ­ლი­ლია, მე ხომ მიყ­ვარს ასე­თი ნა­პატ­რო­ნე­ბი გა­რე­მო... მინ­დვ­რე­ბი სულ ამ­წვა­ნე­ბუ­ლი და გაკ­რი­ა­ლე­ბუ­ლი იყო. ნა­ტას ოჯა­ხი გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობს და ამას ვერც იგ­რძნობ. კოპ­წია სახ­ლე­ბია - 4-5 სარ­თულ­ზე მა­ღა­ლი არ­ცერ­თი არ არის. ასე­ვე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ეზო­ე­ბი აქვთ, მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბით სავ­სეა იქა­უ­რო­ბა, და­ბა­ლი ღო­ბე­ე­ბი აქვთ, სა­უ­კე­თე­სო გზე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი თვალ­ში სა­ცე­მია და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მოკ­ლედ, შო­ბას იქ შევ­ხვდით. ორი თვე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ორი კვი­რა რომ გა­ვი­და, გუ­ნე­ბა შე­მეც­ვა­ლა. ვუ­თხა­რი, რომ წა­მიყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი და მე­სა­მე კვი­რას წა­მო­ვე­დი.

კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის აე­რო­პორ­ტში

- უცხო ქვე­ყა­ნა მო­გე­წო­ნათ, მაგ­რამ თქვენს ქვე­ყა­ნა­ში მა­ლე­ვე დაბ­რუნ­დით, ხომ?

- ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ჩემი სამ­შობ­ლოა. დავ­ბრუნ­დი თუ არა აქ, ქუ­თა­ი­სი­დან ავ­ტო­ბუსს რომ მოვ­ყავ­დით, ფან­ჯრი­დან ვუ­ყუ­რებ­დი მო­უვ­ლელ, აბა­ლა­ხე­ბულ მინ­დვ­რებს. ის სი­კოხ­ტა­ვე კი იქ დარ­ჩა, შვე­დეთ­ში... ერთი ამ­ბა­ვიც უნდა მო­გიყ­ვეთ - სა­ა­ხალ­წლოდ სი­ძემ თა­ვი­სი უფ­რო­სი მე­უღ­ლით და­პა­ტი­ჟა, ახა­ლი წლის ღა­მეს ვუ­მას­პინ­ძლეთ. ნა­ტამ მათ ჩემი მოყ­ვა­ნი­ლი კა­კა­ლი და თხი­ლი გა­ა­სინ­ჯა. იმ კაც­მა თქვა, ასე­თი ნი­გო­ზი არ მი­ჭა­მი­აო. მერე ნა­ტას უთხრა, დე­და­შე­ნი ოღონდ დარ­ჩეს, კაკ­ლის ბაღი გა­ა­შე­ნოს, ხელ­ფას­საც და­ვუ­ნიშ­ნავ, მუ­შებ­საც ავუყ­ვან, უარს ნუ იტყვი­სო. ნა­ტამ მი­თხრა, - სამ­სა­ხუ­რი გა­მო­გიჩ­ნდაო. რა თქმა უნდა, უარი ვუ­თხა­რი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი. თუმ­ცა შვე­დე­თის მო­ნატ­რე­ბაც მაქვს, ნა­ტას სახ­ლი­საც და მისი ოჯა­ხი­საც... იქ 3 კვი­რა, იცით, რო­გორ გავ­ძე­ლი? სულ ვქსოვ­დი. 2-2 წყვი­ლი წინ­და და­ვუქ­სო­ვე ყვე­ლას. გულს საქ­მით ვა­ყო­ლებ­დი. უსაქ­მოდ სი­ცო­ცხლე ხომ არ შე­მიძ­ლია.

ასე­თია ევას ეზო ზა­ფხუ­ლო­ბით

ჟას­მი­ნი ევას ეზო­ში

- ახალ­გაზ­რდებს მომ­დევ­ნო თა­ო­ბას თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან რას ეტყო­დით?

- ცხოვ­რე­ბის ყო­ვე­ლი დღე გა­მო­ზო­მეთ. წუ­თი­სო­ფე­ლი სწრა­ფად გარ­ბის, არ­ცერ­თი წუთი არ გა­აც­დი­ნოთ და უაზ­როდ არ გა­ა­ტა­როთ, ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნოთ. გიყ­ვარ­დეთ მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა, - ეს სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის ტოლ­ფა­სია. ვინც რა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხართ ჩარ­თუ­ლი, გუ­ლით გიყ­ვარ­დეთ, იფიქ­რეთ ცხოვ­რე­ბის ყო­ველ მო­მა­ვალ წელ­ზე. სი­ბე­რე­ზეც იფიქ­რეთ, მა­შინ რა უნდა აკე­თოთ, ახალ­გაზ­რდო­ბი­დან უნდა და­სა­ხოთ ეს გეგ­მე­ბი. ყო­ველ­მა ადა­მი­ან­მა ხე უნდა დარ­გოს და იმის ჩრდილ­ში და­ის­ვე­ნოს. საქ­მემ არ უნდა შე­გა­ში­ნოთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"წუთისოფელი სწრაფად გარბის, არცერთი წუთი უაზროდ არ გაატაროთ, გულით გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ" - როგორ ცხოვრობს პროფესიით ბიბლიოთეკარი, მებაღე, მეფუტკრე და მეყვავილე 87 წლის ევა?

"წუთისოფელი სწრაფად გარბის, არცერთი წუთი უაზროდ არ გაატაროთ, გულით გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ" - როგორ ცხოვრობს პროფესიით ბიბლიოთეკარი, მებაღე, მეფუტკრე და მეყვავილე 87 წლის ევა?

ამ 87 წლის ქალბატონს ჩვენში მისი საქმეებით იცნობენ. მუდამ შრომაშია და ნაშრომიც ყოველთვის საუკეთესო აქვს. ევა ოთარაშვილის ჯუჯა კაკლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უკვე კარგა ხანია სახელი გაითქვა.

  • წლების წინ მიზნად დაისახა, საკუთარი კაკლის ბაღი ჰქონოდა და საწადელსაც ძალიან მალე მიაღწია - საუკეთესო ბაღი გააშენა. ის მხოლოდ მებაღე არ არის, პროფესიით ბიბლიოთეკარი, მეყვავილე და მეფუტკრეც არის, მოკლედ, მრავალმხრივი ადამიანია და ამაში მისი ინტერვიუს წაკითხვისას დარწმუნდებით.

ევა ოთარაშვილი:

- დავიბადე და გავიზარდე ახალსოფელში, თიანეთიდან სამი კილომეტრით ზემოთაა ჩემი სოფელი. ტექნიკუმი რომ დავამთავრე, ერთი წელი უმუშევარი ვიყავი და 1960 წელს საყდრიონის ბიბლიოთეკაში დავსაქმდი. მერე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავაბარე და დავამთავრე. 1972 წელს საყდრიონში დავოჯახდი. მანამდე, საყდრიონის ბიბლიოთეკაში მუშაობის 11 წლის სტაჟი მქონდა და გოგოებს ვაცინებდი ხოლმე, სირცხვილიც კი იყო, აქ რომ არ გავთხოვილიყავი-მეთქი... საყდრიონში საბიბლიოთეკო საქმიანობა, შეიძლება ითქვას, რომ გავაჩაღე - 500 წიგნამდე ჩავიბარე და ბოლოს 6000 წიგნამდე ავედი. 13 წელიწადი დაქირავებულ ბინაში ვიყავით, ერთი ოთახი გვქონდა. მერე კულტურის განყოფილებამ ფინური კოტეჯი ჩაგვიდგა, იქ დავბინავდით და საქმე იქ გავაგრძელეთ... იმ წლებში დიდი სოფელი იყო (780 მცხოვრები) და 500 მკითხველი სულ ყოველთვის მყავდა. ახლა სოფლის მოსახლეობა შემცირებულია - 200 მოსახლეა. ახალგაზრდობა წავიდა - ზოგი ქალაქში, ზოგი - უცხოეთში.

- ალბათ ბევრ ადამიანს, მათ შორის ბავშვს, შეაყვარეთ წიგნის კითხვა?

- ისე იყო თაროებზე წიგნები განლაგებული, რომ ყველა მოსწავლისთვის მოსახერხებელი ყოფილიყო და თითოეულმა იცოდა, წიგნი საიდან უნდა აეღო და რა წაეკითხა. ლიტერატურა ასევე ეწყო მოზრდილებისთვის - განლაგება ანბანის და ავტორების მიხედვით იყო... მთავარია მკითხველი გიყვარდეს. ისე უნდა იმუშაო, რომ ისინი დააინტერესო და წიგნი შეაყვარო. ჩემს ხელში ბევრი ბავშვი გაიზარდა. თუ რომელიმე წიგნს ისე დააბრუნებდა, რომ წაკითხული არ ჰქონდა, უკან გავატანდი... ერთი მკითხველი წლების მერე გამომიტყდა, - თქვენი ისე მეშინოდა, წიგნი უკან არ გამატანოსო. კი, ბევრი გავზარდე და მეამაყება. მერე უფროსებთანაც მივდიოდი ოჯახებში, რომ წიგნი წაეკითხათ... ერთ მოხუცს ისტორიული წიგნები უყვარდა, რომ წაიღებდა და წაიკითხავდა, მერე მოდიოდა და შინაარსს მიყვებოდა. შთაბეჭდილებას მიზიარებდა. მასწავლებელს მეძახდნენ, მასწავლებელთან ვიყავი გატოლებული.

ევას კაკლის ბაღი

- მოკლედ, ძალიან შეგიყვარდათ საყდრიონი და იქაური მოსახლეობა...

- კი... დიდი და კარგი სოფელია. თავიდან ამ სოფელში სამუშაოდ იმიტომ წამოვედი, რომ ნათესავები გვყავდა. კარგი ხალხი ცხოვრობდა, ბევრი ბავშვი დარბოდა, ისე შემიყვარდა. მერე ხალხსაც შევუყვარდი და მეც შევიყვარე ისინი.

- ასე აქტიურად მუშაობდით და ოჯახშიც უამრავ საქმეს აკეთებდით, შვილებს ზრდიდით, თავს როგორ ართმევდით ამდენ საქმეს?

- ბავშვობიდან ასე ვიყავი ყველაფერში, სადაც ვყოფილვარ, სკოლაში, ტექნიკუმში, უმაღლესში პირველი უნდა ვყოფილიყავი. ყველა ამხანაგს ჩემთან უნდოდა ურთიერთობა... საყდრიონის ბიბლიოთეკაც რაიონში პირველი იყო. როცა დავოჯახდი და ამ სახლში მოვედი, ყველაფერი თავიდან გასაკეთებელი იყო. სახლი 3 წელიწადში ყველანაირად გავმართე. არც ერთ საქმეს ზედაპირულად არ ვაკეთებდი, რომ დავიწყებდი, ბოლომდე მივყვებოდი. რაც ოჯახს, შვილებს სჭირდებოდა, ხელი არაფრისთვის დამიკლია. ახლაც ასე ვარ. თან წინასწარ ვგეგმავდი საქმეებს... ერთი ისაა, რომ პირველი შვილი, ბიჭი მაკლია. ღმერთმა მომცა და სამი თვისა წამართვა. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე...

- ამდენ საქმით ხომ შეიძლება ოდესღაც დაიღალოს ადამიანი. დასვენება არ გიყვართ?

- ბავშვობიდან ასე მოვდივარ, დედა გვყავდა ძალიან მშრომელი. მარტო ქალმა გაგვზარდა 4 შვილი - ორი ძმა და ორი და - უფროსი ძმა უკვე აღარ მყავს... ოთხივე "პუშკინელები" ვიყავით, ყველამ პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრეთ. უმამოდ ვიზრდებოდით და ხომ გითხარით, ჩვენც ძალიან მშრომელები ვიყავით, დედას შრომაში გვერდით ვედექით და სწავლაც გვიყვარდა. ჩვენთან არ არსებობდა, სიტყვა, რომ გვეზარება... რომ გავთხოვდი, ოჯახში საქმეში წინ წამძღოლი მე ვიყავი და მეუღლეც მომყვებოდა. ახალი დაქორწინებულები რომ ვიყავით, ერთხელ რაღაცაზე ვუთხარი, - ეს გავაკეთოთ და მეზარებაო. პირველად გავიგონე სიტყვა მეზარება და გამიკვირდა... საერთოდ მედიკოსების მიერ რეკომენდებულია, რომ ადამიანმა დღეში რამდენიმე სხვადასხვანაირი საქმე უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ვისვენებ, - მეცნიერების ასეთი კვლევაა, რომ მოქმედება და დასვენება თანაბარი მონაცვლეობითაა საჭირო. თან როცა ადამიანი შრომისგან დაღლილია, წამოწოლილ მდგომარეობაში უნდა დაისვენოს - ორგანიზმი დაკარგულ ენერგიას ასე აღიდგენს... 1999 წლიდან დღიურს ვავსებ, ყოველ დღე ვწერ, რას ვაკეთებ...

- როგორც ვიცი, მეფუტკრეობასაც მისდევთ...

- როცა დავოჯახდი, აქ ჩემმა ძმებმა 3-4 სკა ჩამიდგეს, რამდენიმე წელი ვუვლიდი, მერე სხვა საქმეებზე გადავერთე ამ საქმეზე ხელი ავიღე. 1995 წელს ჩემმა ძმამ მითხრა, ფუტკრის მოვლა შეგიძლია და უნდა იყოლიოო. ჩამომიყვანა და მეც განვაახლე მეფუტკრეობა. ამ საქმესაც გულიანად მივხედე, საერთოდ, ამ დარგს ასე უნდა - მასში გულით და გონებით უნდა იყო ჩართული. ჩემს ძმებს მეფუტკრეობა საფუძვლიანად ჰქონდათ ნასწავლი. უფროსი, რომელიც ცოცხალი აღარ არის, სერიოზული სპეციალისტი იყო... მოკლედ, უნდა იყოლიო, თუ მოვლა შეგიძლიაო. ჰოდა, ისე ვაქტიურობდი, რომ ჩემი შემოსავლის წყარო ფუტკარი იყო. 200-300 კილო თაფლს ვწურავდი. 2010 წელს 400 კილო დავწურე. თაფლის შემოსავლით ბევრი რამ გავაკეთე... საკუთარი თავი ისეთ რეჟიმში მყავდა - სულ თვითონ ვაკონტროლებდი. გარკვეული დროის შემდეგ ფუტკარს რაღაც შემოესია, გუნდად დადიოდა და ფუტკრებს ანადგურებდნენ, რამაც კიდევ უფრო მეტი საზრუნავი გამიჩინა...

- ისეთი ყოჩაღი ქალბატონი ხართ, სოფელსაც ბევრ კარგ საქმეში დაეხმარებოდით... რას იტყვით?

- კი, სოფლისთვის, მოსახლეობისთვის მხოლოდ ბიბლიოთეკარი არ ვიყავი. ნებისმიერ საკითხში ყველას ვპატრონობდი. რაც კი ჩემს უბანში უნდა გაკეთებულიყო ჭირსა თუ ლხინში, ადამიანების გვერდით ვიყავი. სოფლის ოჯახების ჭირის და ლხინის სუფრის მოთავე გახლდით... მუდმივად აზრს მეკითხებოდნენ... ქსენია კოტოშაშვილი მოწინავე მწველავი უმაღლეს საბჭო დეპუტატი იყო და მისი საშუალებით სოფლისთვის ბევრი რამ გავაკეთე. ასე აშენდა საშუალო სკოლის ორსართულიანი შენობა, გაიხსნა საფერშლო-საბებიო პუნქტი და სოფლის მოთხოვნით საკუთარი ფოსტაც. 80-იან წლებში VI საუკუნეში აშენებული ეკლესიის აღდგენა დავიწყეთ. განადგურებული იყო, არადა, თურმე ადრე ისეთი ზარი ეკიდა, მისი ხმა გარშემო ყველა სოფელში ისმოდა. ის ზარი თავმჯდომარეს გადმოაგდებინეს, იმის გადმოგდებაში ვინც მონაწილეობდა, არცერთმა ოჯახმა არ იხეირა. მოკლედ, სოფელში ფული ავკრიბეთ და თანდათანობით აღვადგინეთ ეკლესია...

- შემდეგ კი, როგორც ვიცი, კაკლის მოშენებამ დაგაინტერესათ და ადამიანებმა როგორც კაკლის სპეციალისტი, ისე გაგიცნეს...

- კი, ეს ჩემთვის მოსავლელად ახალი საქმე გახდა. ეტაპობრივად მივყევი მეკაკლეობას. ბოლოს მეორე ბაღიც გავაკეთე - 40/100-ზე. 120 ძირი კაკალი დავრგე. კაკლიდან მიღებული შემოსავლით 2020 წელს ბაღი შემოვღობე, ჯერ ხის ბოძებით და მერე არმატურის ბოძებით. რა ვქნა, უნდა ვაკეთო, ყველაფრის გაკეთება მაინტერესებს და ყველაფრის გაკეთება მიყვარს. ყველაფერი წესრიგში მინდა, რომ იყოს. კაკლებს დიდი ყურადღება უნდა. ცოტა ხნის წინ 80 ძირი ჩემი ხელით შევათეთრე. კაკლების შუალედში მიწას ვხნავ და ლობიოც მომყავს... მიწის მოხვნა კაკლებსაც სჭირდება. ჩემს კაკლის ნერგებს ბევრი ემადლიერება, რაც ჩემთვის დიდ რამეს ნიშნავს. როცა მიაქვთ, ვეხვეწები, რომ მოუარონ, მერე შემატყობინონ, როგორ უვლიან და ნერგები როგორ ხარობს.

- ამ ცოტა ხნის წინ შვედეთში შვილთან იყავით ჩასული, რომელიც იქ არის გათხოვილი... მოგეწონათ იქაურობა?

- შემოდგომით ბევრი საქმე მქონდა, ყველაფერი რომ დავასრულე, დავაბინავე, დაგეგმილი იყო, რომ შვედეთში უნდა წავსულიყავი. მგზავრობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, თვითმფრინავით სხვა დროსაც მიმგზავრია... ჩემს შვილებს უნდოდათ, რომ შობას ყველანი ერთად იქ ვყოფილიყავით... შვედი სიძე მყავს, ძალიან ვუყვარვარ, პატივს მცემს. კოპენჰაგენში ხომ ჩავედით, მატარებლით უნდა წავსულიყავით და თავისი მანქანით დამხვდა... იქაურობა მოვლილია, მე ხომ მიყვარს ასეთი ნაპატრონები გარემო... მინდვრები სულ ამწვანებული და გაკრიალებული იყო. ნატას ოჯახი გარეუბანში ცხოვრობს და ამას ვერც იგრძნობ. კოპწია სახლებია - 4-5 სართულზე მაღალი არცერთი არ არის. ასევე მოწესრიგებული ეზოები აქვთ, მწვანე ნარგავებით სავსეა იქაურობა, დაბალი ღობეები აქვთ, საუკეთესო გზები. ეს ყველაფერი თვალში საცემია და ძალიან მომეწონა. მოკლედ, შობას იქ შევხვდით. ორი თვე უნდა ვყოფილიყავი და ორი კვირა რომ გავიდა, გუნება შემეცვალა. ვუთხარი, რომ წამიყვანეთ-მეთქი და მესამე კვირას წამოვედი.

კოპენჰაგენის აეროპორტში

- უცხო ქვეყანა მოგეწონათ, მაგრამ თქვენს ქვეყანაში მალევე დაბრუნდით, ხომ?

- ძალიან მომეწონა, კმაყოფილი ვარ, მაგრამ საქართველო ჩემი სამშობლოა. დავბრუნდი თუ არა აქ, ქუთაისიდან ავტობუსს რომ მოვყავდით, ფანჯრიდან ვუყურებდი მოუვლელ, აბალახებულ მინდვრებს. ის სიკოხტავე კი იქ დარჩა, შვედეთში... ერთი ამბავიც უნდა მოგიყვეთ - საახალწლოდ სიძემ თავისი უფროსი მეუღლით დაპატიჟა, ახალი წლის ღამეს ვუმასპინძლეთ. ნატამ მათ ჩემი მოყვანილი კაკალი და თხილი გაასინჯა. იმ კაცმა თქვა, ასეთი ნიგოზი არ მიჭამიაო. მერე ნატას უთხრა, დედაშენი ოღონდ დარჩეს, კაკლის ბაღი გააშენოს, ხელფასსაც დავუნიშნავ, მუშებსაც ავუყვან, უარს ნუ იტყვისო. ნატამ მითხრა, - სამსახური გამოგიჩნდაო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. საქართველოში ჩამოვედი. თუმცა შვედეთის მონატრებაც მაქვს, ნატას სახლისაც და მისი ოჯახისაც... იქ 3 კვირა, იცით, როგორ გავძელი? სულ ვქსოვდი. 2-2 წყვილი წინდა დავუქსოვე ყველას. გულს საქმით ვაყოლებდი. უსაქმოდ სიცოცხლე ხომ არ შემიძლია.

ასეთია ევას ეზო ზაფხულობით

ჟასმინი ევას ეზოში

- ახალგაზრდებს მომდევნო თაობას თქვენი გამოცდილებიდან რას ეტყოდით?

- ცხოვრების ყოველი დღე გამოზომეთ. წუთისოფელი სწრაფად გარბის, არცერთი წუთი არ გააცდინოთ და უაზროდ არ გაატაროთ, ნაყოფიერად გამოიყენოთ. გიყვარდეთ მიწასთან მუშაობა, - ეს სიცოცხლის გახანგრძლივების ტოლფასია. ვინც რა საქმიანობაში ხართ ჩართული, გულით გიყვარდეთ, იფიქრეთ ცხოვრების ყოველ მომავალ წელზე. სიბერეზეც იფიქრეთ, მაშინ რა უნდა აკეთოთ, ახალგაზრდობიდან უნდა დასახოთ ეს გეგმები. ყოველმა ადამიანმა ხე უნდა დარგოს და იმის ჩრდილში დაისვენოს. საქმემ არ უნდა შეგაშინოთ...