პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტუმრო "რადისონ ბლუ თბილისი" ზურა აფხაზის გამოფენას მასპინძლობს
სასტუმრო "რადისონ ბლუ თბილისი" ზურა აფხაზის გამოფენას მასპინძლობს

სას­ტუმ­რო „რა­დი­სონ ბლუ თბი­ლი­სის“ სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში ზურა აფხა­ზის რეტ­როს­პექ­ტუ­ლი გა­მო­ფე­ნაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. „ცი­უ­რი სხე­უ­ლე­ბი“ ასე ქვია ექ­სპო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც შა­ვი­სა და თეთ­რის უსას­რუ­ლო კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის­გან შედ­გე­ბა.

სხვა­დას­ხვა დროს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თე­მე­ბი და ცალ­კე­უ­ლი სე­რი­ე­ბი ერთი პო­ე­ტუ­რი მო­ტი­ვით ერ­თი­ან­დე­ბა, - დე­და­მი­წა მხო­ლოდ ნა­წი­ლია იმ ცნე­ბი­სა, რა­საც ჩვე­ნი სახ­ლი ჰქვია. არ­ტის­ტის შექ­მნი­ლი შავ-თეთ­რი სე­რია, რო­მე­ლიც კოს­მოს­სა და სამ­ყა­როს წეს­რიგს გა­მო­ხა­ტავს, ისე­თი­ვე იდუ­მა­ლია, რო­გორც თა­ვად კოს­მო­სი.

მე­დი­ტა­ცი­უ­რი შრო­მით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პიგმენ­ტე­ბის სტრუქ­ტუ­რა კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენერ­გი­ით ავ­სებს ახალ­სა და შთამ­ბეჭ­დავ ფორ­მებს.

„ზურა აფხა­ზი ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი მხატ­ვა­რია თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სცე­ნა­ზე. ქმნის ექ­სპრე­სი­ულ მხატ­ვრო­ბას, დიდ მას­შტა­ბურ ტი­ლო­ებ­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მუ­შა­ობს პიგმენტზე და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მა­სა­ლე­ბის მი­მართ. შავ თეთ­რის ვერ­სი­ას აკე­თებს უსას­რუ­ლო მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, ეს არას­დროს არ არის გა­მე­ო­რე­ბა. ეს არის აბ­სტრაქ­ტუ­ლი ლან­დშაფ­ტე­ბი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კოს­მო­სის და არ­ქა­უ­ლი სამ­ყა­როს თე­მას­თან.“ - ხა­თუ­ნა ხა­ბუ­ლი­ა­ნი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე.

ზურა აფხა­ზი (აფხა­ზაშ­ვი­ლი)1968 წელს გორ­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია, რის შემ­დე­გაც უფ­ლის­ცი­ხე­ში ხატ­ვის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და. ხე­ლო­ვა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა გერ­მა­ნუ­ლი ექ­სპრე­სი­ო­ნიზ­მი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­მა ბრუ­ტა­ლუ­რო­ბამ, დიდ­მა ფორ­მა­ტებ­მა და აქ­ცენ­ტებ­მა ტექ­სტუ­რა­ზე, რაც ორი­გი­ნა­ლუ­რად არის ასა­ხუ­ლი მის ნა­მუ­შევ­რებ­ში. არ­ტის­ტის სტუ­დია უფ­ლის­ცი­ხის არ­ქა­უ­ლი მო­ნუ­მენ­ტუ­რო­ბი­სა და შთამ­ბეჭ­და­ვი პე­ი­ზა­ჟე­ბის გა­რე­მოც­ვა­შია, სწო­რედ ეს მო­ტი­ვე­ბი ქმნის ზურა აფხა­ზის ენას.

"ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის ინ­სპი­რა­ცია ჩემი და­ბა­დე­ბის ად­გი­ლი­დან მო­დის. ის ლან­დშაფ­ტი, ის ენერ­გე­ტი­კა ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის და შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ადრე ფერმ­წე­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ერთ დღეს მივ­ხვდი, რომ შავ-თეთრში ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. მე ვმუ­შა­ობ შავი და თეთ­რი პიგმენ­ტით, რო­მელ­საც მე თვი­თონ ვამ­ზა­დებ". - ზურა აფხა­ზი, მხატ­ვა­რი.

“ამ სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცის­თვის სხვა­დას­ხვა დროს შექ­მნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­ვარ­ჩი­ეთ, რად­გან გვინ­დო­და რომ მათ, ვინც ზუ­რას შე­მოქ­მე­დე­ბას არ იც­ნობს სა­ერ­თო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შეჰ­ქმნო­დათ 90 იანი წლე­ბის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე. 2012 წლი­დან დე­დი­კას გა­ლე­რეა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ზურა აფხა­ზის ნა­მუ­შევ­რებს. დღეს ზუ­რას უკვე ყვე­ლა იც­ნობს და მი­ხა­რია, რომ სილქ ჰოს­ფი­თა­ლი­თის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის შე­დე­გად ამ სივ­რცე­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი. “ - დე­დი­კა ბუ­ლია, Dédicace's Gallery-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

„სილქ ჰოს­ფი­თა­ლი­თის და სილ­ქნე­ტის მხარ­და­ჭე­რით მო­რი­გი გა­მო­ფე­ნა რა­დი­სონ ბლუ ივე­რი­ას პირ­ველ და მე­ო­რე სარ­თულ­ზე გა­იხ­სნა. ზურა აფხა­ზი თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლო­ვა­ნია, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და და ახლა ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დია. ექ­სპო­ზი­ცია რა­დი­სო­ნის სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ებ­ში სამი თვე დარ­ჩე­ბა.“ - მა­რი­ამ კა­კა­ბა­ძე, სილქ ჰოს­ფი­თა­ლი­თის არტ კუ­რა­ტო­რი.

სას­ტუმ­რო „რა­დი­სონ ბლუ თბი­ლი­სის“ სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ებ­ში ზურა აფხა­ზის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა „Dédicace's Gallery“ „სილქ ჰოს­ფი­თა­ლი­თის“ და „სილ­ქნე­ტის“ მხარ­და­ჭე­რით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ექ­სპო­ზი­ცია სას­ტუმ­როს სივ­რცე­ში ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

სასტუმრო "რადისონ ბლუ თბილისი" ზურა აფხაზის გამოფენას მასპინძლობს

სასტუმრო "რადისონ ბლუ თბილისი" ზურა აფხაზის გამოფენას მასპინძლობს

სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისის“ საგამოფენო სივრცეში ზურა აფხაზის რეტროსპექტული გამოფენაა წარმოდგენილი. „ციური სხეულები“ ასე ქვია ექსპოზიციას, რომელიც შავისა და თეთრის უსასრულო კომბინაციებისგან შედგება.

სხვადასხვა დროს შესრულებული თემები და ცალკეული სერიები ერთი პოეტური მოტივით ერთიანდება, - დედამიწა მხოლოდ ნაწილია იმ ცნებისა, რასაც ჩვენი სახლი ჰქვია. არტისტის შექმნილი შავ-თეთრი სერია, რომელიც კოსმოსსა და სამყაროს წესრიგს გამოხატავს, ისეთივე იდუმალია, როგორც თავად კოსმოსი.

მედიტაციური შრომით დამუშავებული პიგმენტების სტრუქტურა კი განსაკუთრებული ენერგიით ავსებს ახალსა და შთამბეჭდავ ფორმებს.

„ზურა აფხაზი ნამდვილად გამორჩეული მხატვარია თანამედროვე ქართული ხელოვნების სცენაზე. ქმნის ექსპრესიულ მხატვრობას, დიდ მასშტაბურ ტილოებზე. აღსანიშნავია, რომ მუშაობს პიგმენტზე და განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მასალების მიმართ. შავ თეთრის ვერსიას აკეთებს უსასრულო მრავალფეროვნებით, ეს არასდროს არ არის გამეორება. ეს არის აბსტრაქტული ლანდშაფტები, რომელიც დაკავშირებულია კოსმოსის და არქაული სამყაროს თემასთან.“ - ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნე.

ზურა აფხაზი (აფხაზაშვილი)1968 წელს გორში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, რის შემდეგაც უფლისციხეში ხატვის მასწავლებლად მუშაობდა. ხელოვანის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა გერმანული ექსპრესიონიზმისათვის დამახასიათებელმა ბრუტალურობამ, დიდმა ფორმატებმა და აქცენტებმა ტექსტურაზე, რაც ორიგინალურად არის ასახული მის ნამუშევრებში. არტისტის სტუდია უფლისციხის არქაული მონუმენტურობისა და შთამბეჭდავი პეიზაჟების გარემოცვაშია, სწორედ ეს მოტივები ქმნის ზურა აფხაზის ენას.

"ჩემი შემოქმედების ინსპირაცია ჩემი დაბადების ადგილიდან მოდის. ის ლანდშაფტი, ის ენერგეტიკა ძალიან ძვირფასია ჩემთვის და შემოქმედებაში გამოიხატება. ადრე ფერმწერი ვიყავი, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ შავ-თეთრში ბევრად უფრო საინტერესო რაღაცების გაკეთება შეიძლებოდა. მე ვმუშაობ შავი და თეთრი პიგმენტით, რომელსაც მე თვითონ ვამზადებ". - ზურა აფხაზი, მხატვარი.

“ამ საგამოფენო სივრცისთვის სხვადასხვა დროს შექმნილი ნამუშევრები შევარჩიეთ, რადგან გვინდოდა რომ მათ, ვინც ზურას შემოქმედებას არ იცნობს საერთო შთაბეჭდილება შეჰქმნოდათ 90 იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელზე. 2012 წლიდან დედიკას გალერეა ექსკლუზიურად წარმოადგენს ზურა აფხაზის ნამუშევრებს. დღეს ზურას უკვე ყველა იცნობს და მიხარია, რომ სილქ ჰოსფითალითის შემოთავაზების შედეგად ამ სივრცეშია წარმოდგენილი მისი ნამუშევრები. “ - დედიკა ბულია, Dédicace's Gallery-ს დამფუძნებელი.

„სილქ ჰოსფითალითის და სილქნეტის მხარდაჭერით მორიგი გამოფენა რადისონ ბლუ ივერიას პირველ და მეორე სართულზე გაიხსნა. ზურა აფხაზი თანამედროვე ხელოვანია, რომელიც ევროპაში მოღვაწეობდა და ახლა ის საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოქმედია. ექსპოზიცია რადისონის საგამოფენო სივრცეებში სამი თვე დარჩება.“ - მარიამ კაკაბაძე, სილქ ჰოსფითალითის არტ კურატორი.

სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისის“ საგამოფენო სივრცეებში ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენა „Dédicace's Gallery“ „სილქ ჰოსფითალითის“ და „სილქნეტის“ მხარდაჭერით არის წარმოდგენილი.

ექსპოზიცია სასტუმროს სივრცეში ივნისის ბოლომდე დარჩება.

R