კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაზისბანკი თეატრალური სივრცე "თოჯინების სახლის" გენერალური სპონსორი
ბაზისბანკი თეატრალური სივრცე "თოჯინების სახლის" გენერალური სპონსორი

ბა­ზის­ბან­კი, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მხარ­დამ­ჭე­რი პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­ნაგ­რძობს თე­ატ­რა­ლუ­რი სივ­რცე “თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლის” გე­ნე­რა­ლურ სპონ­სო­რო­ბას.

„თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლი“ არის მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე, თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ატ­რა­ლუ­რი გა­რე­მო, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნებს სთა­ვა­ზობს ნე­ბის­მი­ე­რი თა­ო­ბის მა­ყუ­რე­ბელს. ცნო­ბი­ლი კლა­სი­კუ­რი თუ თა­ნა­მედ­რო­ვე დრა­მა­ტურ­გი­ის პერ­სო­ნა­ჟე­ბი წარ­მოდ­გე­ნილ­ნი არი­ან თო­ჯი­ნე­ბი­სა და საგ­ნე­ბის სა­ხით, სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლის მხატ­ვრუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბით მი­ი­ღე­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეფექ­ტი. გარ­და თო­ჯი­ნე­ბის და საგ­ნე­ბის თე­ატ­რი­სა, სივ­რცე გან­კუთ­ვნი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, სა­დაც იმარ­თე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო­ე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი და სა­ლო­ნუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თე­ატ­რი „თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლი“ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა თო­ჯი­ნუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის და მთლი­ა­ნად დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი გა­რე­მოს შექ­მნის იდეა და ინი­ცი­ა­ტი­ვა ეკუთ­ვნის რე­ჟი­სორ ნიკა სა­ბაშ­ვილს და შექ­მნის მი­ზა­ნია, თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს რო­გორც მო­ზარ­დი, ასე­ვე, უფ­რო­სი თა­ო­ბის ინ­ტე­რე­სებს და მათ ეს­თე­ტი­კურ წარ­მოდ­გე­ნებს.

თე­ატ­რში და­სად­გმე­ლად ირ­ჩე­ვა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რო­მელ­თა თე­მე­ბი დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ეხ­მი­ა­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას და გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბით.

ბა­ზის­ბან­კის და თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შექ­მნი­ლი კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი მხატ­ვრუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის და­ნერგვა და თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.

ამ­ჟა­მად აქ­ტი­უ­რი სა­რე­პე­ტი­ციო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­რი­გი პრე­მი­ე­რე­ბის გა­მო­საშ­ვე­ბად. "თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლში“, ნი­კო­ლოზ სა­ბაშ­ვი­ლის რე­ჟი­სო­რო­ბით, ორი სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა იგეგ­მე­ბა - მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის "ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“ და ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის "ტრა­გე­დია უგ­მი­როდ“. "ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“, რო­გორც ერ­თობ­ლი­ვი კოპ­რო­დუქ­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს თო­ჯი­ნე­ბის პრო­ფე­სი­ულ სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით იდ­გმე­ბა.

„თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლთან“ ერ­თად, ბა­ზის­ბან­კი არის კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის, სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის და თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი. მხარს უჭერს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არა­ერ­თი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

R

ავტორი:

ბაზისბანკი თეატრალური სივრცე "თოჯინების სახლის" გენერალური სპონსორი

ბაზისბანკი თეატრალური სივრცე "თოჯინების სახლის" გენერალური სპონსორი

ბაზისბანკი, ქართული კულტურის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, განაგრძობს თეატრალური სივრცე “თოჯინების სახლის” გენერალურ სპონსორობას.

„თოჯინების სახლი“ არის მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე, თანამედროვე თეატრალური გარემო, რომელიც განსხვავებული კონცეფციის წარმოდგენებს სთავაზობს ნებისმიერი თაობის მაყურებელს. ცნობილი კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგიის პერსონაჟები წარმოდგენილნი არიან თოჯინებისა და საგნების სახით, სხვადასხვა დეტალის მხატვრული დამუშავებით მიიღება სრულიად განსხვავებული ეფექტი. გარდა თოჯინების და საგნების თეატრისა, სივრცე განკუთვნილია საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისთვის, სადაც იმართება შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები და სალონური შეხვედრები.

დამოუკიდებელი თეატრი „თოჯინების სახლი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა თოჯინური ხელოვნების და მთლიანად დარგის განვითარებისთვის. ამ განსხვავებული თეატრალური გარემოს შექმნის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის რეჟისორ ნიკა საბაშვილს და შექმნის მიზანია, თეატრის სპექტაკლები შეესაბამებოდეს როგორც მოზარდი, ასევე, უფროსი თაობის ინტერესებს და მათ ესთეტიკურ წარმოდგენებს.

თეატრში დასადგმელად ირჩევა ნაწარმოებები, რომელთა თემები დღესაც აქტუალურია, ეხმიანება თანამედროვეობას და გამოირჩევა მაღალმხატვრული ღირებულებით.

ბაზისბანკის და თოჯინების სახლის თანამშრომლობის მთავარი მიზანია, საზოგადოებისთვის შექმნილი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცით, საქართველოში ახალი მხატვრული ტენდენციების დანერგვა და თოჯინების თეატრის პოპულარიზაცია.

ამჟამად აქტიური სარეპეტიციო პროცესი მიმდინარეობს მორიგი პრემიერების გამოსაშვებად. ,,თოჯინების სახლში“, ნიკოლოზ საბაშვილის რეჟისორობით, ორი სპექტაკლის პრემიერა იგეგმება - მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები“ და ნიკო ლორთქიფანიძის ,,ტრაგედია უგმიროდ“. ,,ჯაყოს ხიზნები“, როგორც ერთობლივი კოპროდუქცია, საქართველოს თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან თანამშრომლობით იდგმება.

„თოჯინების სახლთან“ ერთად, ბაზისბანკი არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის და თოჯინების თეატრების გაერთიანების გენერალური სპონსორი. მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას.

R