კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა ე.წ. FARA-ს კანონპროექტი საბოლოო მოსმენით, შეცვლილი სახელწოდებით დაამტკიცა - მასთან ერთად მიღებულია “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები
პარლამენტმა ე.წ. FARA-ს კანონპროექტი საბოლოო მოსმენით, შეცვლილი სახელწოდებით დაამტკიცა - მასთან ერთად მიღებულია “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები

პარ­ლა­მენ­ტმა, მე­სა­მე მოს­მე­ნით, ე.წ. FARA-ს კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი და­ამ­ტკი­ცა. ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი 86 ხმით მი­ი­ღეს.

რო­გორც კენ­ჭისყ­რი­სას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, “ამე­რი­კუ­ლი სტან­დარ­ტი­სა და ზუს­ტი ას­ლის კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლია“.

  • სა­ბო­ლო­ოდ მი­ღე­ბულ კა­ნონს “უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის აქტი“ ეწო­და. მას­თან ერ­თად მი­ღე­ბუ­ლია “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში“ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი.

კა­ნო­ნის პრო­ექ­ტით სუ­ბი­ექ­ტის უცხო­ე­თის პრინ­ცი­პა­ლის აგენ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის სა­კი­თხე­ბი წეს­რიგ­დე­ბა. კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა კი, ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს და­ე­ვა­ლე­ბა.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კა­ნონპ­რო­ექ­ტით უცხო­უ­რი პრინ­ცი­პა­ლის აგენ­ტი­სა და უცხო­უ­რი ძა­ლის ცნე­ბე­ბი გა­ნი­მარ­ტე­ბა. პრო­ექ­ტით შემ­დე­გი სა­კი­თხე­ბი წეს­რიგ­დე­ბა: - უცხო­უ­რი პრინ­ცი­პა­ლის აგენ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დის, სხვა სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ჯა­რო­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხი; უცხო­უ­რი პრინ­ცი­პა­ლის აგენ­ტად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სუ­ბი­ექ­ტის მიერ ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ფი­ნან­სო დეკ­ლა­რა­ცი­ის წარ­დგე­ნის სა­კი­თხი; უცხო­უ­რი პრინ­ცი­პა­ლის აგენ­ტად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სუ­ბი­ექ­ტის რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხი; უცხო­უ­რი პრინ­ცი­პა­ლის აგენ­ტის გა­მო­სავ­ლე­ნად ან კა­ნონპ­რო­ექ­ტით გან­სა­ზღვრულ მო­თხოვ­ნა­თა შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­კი­თხი.

უცხო­უ­რი პრინ­ცი­პა­ლის აგენ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის თა­ვის არი­დე­ბა და კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ მო­თხოვ­ნა­თა შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­მო­იწ­ვევს.

ავტორი:

პარლამენტმა ე.წ. FARA-ს კანონპროექტი საბოლოო მოსმენით, შეცვლილი სახელწოდებით დაამტკიცა - მასთან ერთად მიღებულია “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები

პარლამენტმა ე.წ. FARA-ს კანონპროექტი საბოლოო მოსმენით, შეცვლილი სახელწოდებით დაამტკიცა - მასთან ერთად მიღებულია “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, ე.წ. FARA-ს კანონის პროექტი დაამტკიცა. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი 86 ხმით მიიღეს.

როგორც კენჭისყრისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, “ამერიკული სტანდარტისა და ზუსტი ასლის კანონი მიღებულია“.

  • საბოლოოდ მიღებულ კანონს “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ეწოდა. მასთან ერთად მიღებულია “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები.

კანონის პროექტით სუბიექტის უცხოეთის პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხები წესრიგდება. კანონის აღსრულება კი, ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება.

“ქართული ოცნების“ კანონპროექტით უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები განიმარტება. პროექტით შემდეგი საკითხები წესრიგდება: - უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი.

უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება და კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას გამოიწვევს.