კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელია სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ცდილობდა "ქართულ ოცნებასთან“ გარიგებას და ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო გრიგოლ ვაშაძე - სააკაშვილი სთავაზობდა, პარტიას გავაჩერებ, ოღონდ ციხიდან გამიშვიო" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"მელია სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ცდილობდა "ქართულ ოცნებასთან“ გარიგებას და ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო გრიგოლ ვაშაძე - სააკაშვილი სთავაზობდა, პარტიას გავაჩერებ, ოღონდ ციხიდან გამიშვიო" - თამარ ჩერგოლეიშვილი

გრი­გოლ ვა­შა­ძე თა­ნამ­შრომ­ლობს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ - ნიკა მე­ლია რე­ა­ლუ­რად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებს იმა­ში, რომ ის ცდი­ლობ­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ გა­რი­გე­ბას, თა­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ერთ-ერთი ინ­სტრუ­მენ­ტი იყო გრი­გოლ ვა­შა­ძე, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია “ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სთა­ვა­ზობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ "პარ­ტი­ას გა­ვა­ჩე­რებ, ოღონდ ცი­ხი­დან გა­მიშ­ვი“.

"შარლ მი­შე­ლის პრო­ცე­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თუ კი­დევ უფრო ადრე, გრი­გოლ ვა­შა­ძე თა­ნამ­შრომ­ლობს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“. ის რა­საც ნიკა მე­ლია ვერ ამ­ბობს, მე ვთქვი, მე პრობ­ლე­მა არ მაქვს ადა­მი­ა­ნებს პირ­და­პირ ვუ­თხრა. ნიკა მე­ლია რე­ა­ლუ­რად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებს იმა­ში, რომ ის ცდი­ლობ­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ გა­რი­გე­ბას, თა­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ერთ-ერთი ინ­სტრუ­მენ­ტი იყო გრი­გოლ ვა­შა­ძე.

ახლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რომ ითხოვს, ავ­კრძა­ლოთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაო“, მა­გას რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აკ­რძალ­ვა და გაქ­რო­ბა უნ­დო­დეს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სთა­ვა­ზობ­და, რომ მე პარ­ტი­ას გა­ვა­ჩე­რებ, ოღონდ ცი­ხი­დან გა­მიშ­ვიო. ამას ის აკე­თებ­და სა­სა­მარ­თლო სხდო­მი­დან და მისი ად­ვო­კა­ტი, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი "ქოცი“ იყო. ჩვენ ხომ ის ყვე­ლას გვახ­სოვს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის წლებ­ში. იმის იმე­დით ჰყავ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან გა­რიგ­დე­ბო­და. მაგ­რამ ეს არ აწყობ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. მას სა­ა­კაშ­ვი­ლი სჭირ­დე­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ. ხოლო ახლა, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტია დე­და­ქა­ლაქ­ში მე­ხუ­თე ად­გილ­ზე გა­ვი­და, მას სჭირ­დე­ბა, რომ სა­ტე­ლი­ტე­ბი მი­ა­ბას“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"მელია სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ცდილობდა "ქართულ ოცნებასთან“ გარიგებას და ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო გრიგოლ ვაშაძე - სააკაშვილი სთავაზობდა, პარტიას გავაჩერებ, ოღონდ ციხიდან გამიშვიო" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"მელია სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ცდილობდა "ქართულ ოცნებასთან“ გარიგებას და ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო გრიგოლ ვაშაძე - სააკაშვილი სთავაზობდა, პარტიას გავაჩერებ, ოღონდ ციხიდან გამიშვიო" - თამარ ჩერგოლეიშვილი

გრიგოლ ვაშაძე თანამშრომლობს "ქართულ ოცნებასთან“ - ნიკა მელია რეალურად მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ცდილობდა "ქართულ ოცნებასთან“ გარიგებას, თავის გათავისუფლებას და ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო გრიგოლ ვაშაძე, - ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსში“ განაცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სთავაზობდა ხელისუფლებას, რომ "პარტიას გავაჩერებ, ოღონდ ციხიდან გამიშვი“.

"შარლ მიშელის პროცესიდან მოყოლებული, თუ კიდევ უფრო ადრე, გრიგოლ ვაშაძე თანამშრომლობს "ქართულ ოცნებასთან“. ის რასაც ნიკა მელია ვერ ამბობს, მე ვთქვი, მე პრობლემა არ მაქვს ადამიანებს პირდაპირ ვუთხრა. ნიკა მელია რეალურად მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ცდილობდა "ქართულ ოცნებასთან“ გარიგებას, თავის გათავისუფლებას და ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო გრიგოლ ვაშაძე.

ახლა ბიძინა ივანიშვილი რომ ითხოვს, ავკრძალოთ "ნაციონალური მოძრაობაო“, მაგას რომ "ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და გაქრობა უნდოდეს, მიხეილ სააკაშვილი სთავაზობდა, რომ მე პარტიას გავაჩერებ, ოღონდ ციხიდან გამიშვიო. ამას ის აკეთებდა სასამართლო სხდომიდან და მისი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც გამორჩეული "ქოცი“ იყო. ჩვენ ხომ ის ყველას გვახსოვს "ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში. იმის იმედით ჰყავდა დაქირავებული, რომ ბიძინა ივანიშვილთან გარიგდებოდა. მაგრამ ეს არ აწყობდა ბიძინა ივანიშვილს. მას სააკაშვილი სჭირდება მოწინააღმდეგედ. ხოლო ახლა, როდესაც სააკაშვილის პარტია დედაქალაქში მეხუთე ადგილზე გავიდა, მას სჭირდება, რომ სატელიტები მიაბას“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.