სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა დოლიძე: "წულუკიანის ფანჩატურის ამოცანაა, აფხაზეთისთვის და ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის საერთაშორისო აღიარების საკითხის მომზადება"
ანა დოლიძე: "წულუკიანის ფანჩატურის ამოცანაა, აფხაზეთისთვის და ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის საერთაშორისო აღიარების საკითხის მომზადება"

წუ­ლუ­კი­ა­ნის ფან­ჩა­ტუ­რის ამო­ცა­ნაა, ისე­თი რა­ღაც და­წე­რონ, სა­დაც ჩვენ გა­მო­ვალთ მტყუ­ა­ნე­ბი, - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ხალ­ხის­თვის-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ანა დო­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც პარ­ლა­მენ­ტში დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

ანა დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მი­ზა­ნია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის­თვის და ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის სა­კი­თხის მომ­ზა­დე­ბა.

"ჩემს უკან ხე­დავთ პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დი­ნა­რე ტე­რი­ტო­რი­ას, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს თეას ფან­ჩა­ტუ­რის სხდო­მა. თა­ვი­დან­ვე ვთქვი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ემ­სა­ხუ­რე­ბა სამ რა­ღა­ცას. პირ­ვე­ლი ეს არის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა, რე­ა­ლუ­რად ამ ბან­დას დღის წეს­რი­გის მხრივ არა­ფე­რი არ აქვთ, არი­ან ჩიხ­ში და იგო­ნე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს. მე­ო­რეც ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ამ­ცი­რონ ოპო­ზი­ცია, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნონ, ხა­ფან­გში მო­ამ­წყვდი­ონ, მიხ­ვალ არ მიხ­ვალ. მე­სა­მე ეს არის ის, რაც დღეს ხდე­ბა და ეს არის ჯა­რის­კა­ცებ­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე აგ­ვის­ტოს ომის გა­და­წე­რა, ეს არის ამა­თი მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ამო­ცა­ნა. აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით ან­გა­რი­შე­ბი არ­სე­ბობს, კვლე­ვე­ბი არ­სე­ბობს, არის ჩვე­ნე­ბე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი დად­გე­ნი­ლია. რუ­სე­თის ომი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ დად­გე­ნი­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოკ­ვლე­უ­ლია. სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­სა­მარ­თლო­ში, ჰა­ა­გა­ში ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სამი ადა­მი­ა­ნი უკვე მი­ცე­მუ­ლია პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, ამის გა­და­წე­რის მცდე­ლო­ბა­ზეა აქ სა­უ­ბა­რი. წუ­ლუ­კი­ა­ნის ფან­ჩა­ტუ­რის ამო­ცა­ნაა, ისე­თი რა­ღაც და­წე­რონ, სა­დაც ჩვენ გა­მო­ვალთ მტყუ­ა­ნე­ბი. ეს არის უბ­რა­ლოდ შირ­მა, სი­ნამ­დვი­ლე­ში აქ იქ­ნე­ბა ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რა. აფხა­ზე­თის­თვის და ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის სა­კი­თხის მომ­ზა­დე­ბა. ეს სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი სჭირ­დე­ბათ ამათ, რომ ჩვენ აღ­მოვ­ჩნდეთ აგ­რე­სო­რე­ბი და არა სა­ერ­თა­შო­რი­სო აგ­რე­სი­ის მსხვერ­პლე­ბი’’, - გა­ნა­ცხა­და ანა დო­ლი­ძემ, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბას პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.ს

ავტორი:

ანა დოლიძე: "წულუკიანის ფანჩატურის ამოცანაა, აფხაზეთისთვის და ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის საერთაშორისო აღიარების საკითხის მომზადება"

ანა დოლიძე: "წულუკიანის ფანჩატურის ამოცანაა, აფხაზეთისთვის და ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის საერთაშორისო აღიარების საკითხის მომზადება"

წულუკიანის ფანჩატურის ამოცანაა, ისეთი რაღაც დაწერონ, სადაც ჩვენ გამოვალთ მტყუანები, - ამის შესახებ კოალიცია "ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება.

ანა დოლიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მიზანია ოკუპირებული აფხაზეთისთვის და ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის საერთაშორისო აღიარების საკითხის მომზადება.

"ჩემს უკან ხედავთ პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიას, სადაც მიმდინარეობს თეას ფანჩატურის სხდომა. თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი ემსახურება სამ რაღაცას. პირველი ეს არის ყურადღების გადატანა, რეალურად ამ ბანდას დღის წესრიგის მხრივ არაფერი არ აქვთ, არიან ჩიხში და იგონებენ ამ ყველაფერს. მეორეც ეს ემსახურება მაქსიმალურად დაამცირონ ოპოზიცია, შეურაცხყოფა მიაყენონ, ხაფანგში მოამწყვდიონ, მიხვალ არ მიხვალ. მესამე ეს არის ის, რაც დღეს ხდება და ეს არის ჯარისკაცებზე ანგარიშსწორება. თავიდან ბოლომდე აგვისტოს ომის გადაწერა, ეს არის ამათი მოღალატეობრივი ამოცანა. აგვისტოს ომთან დაკავშირებით ანგარიშები არსებობს, კვლევები არსებობს, არის ჩვენებები და ყველაფერი დადგენილია. რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ დადგენილია. ეს ყველაფერი გამოკვლეულია. საერთაშორისო სისხლის სასამართლოში, ჰააგაში ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, სამი ადამიანი უკვე მიცემულია პასუხისგებაში, ამის გადაწერის მცდელობაზეა აქ საუბარი. წულუკიანის ფანჩატურის ამოცანაა, ისეთი რაღაც დაწერონ, სადაც ჩვენ გამოვალთ მტყუანები. ეს არის უბრალოდ შირმა, სინამდვილეში აქ იქნება ისტორიის გადაწერა. აფხაზეთისთვის და ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის საერთაშორისო აღიარების საკითხის მომზადება. ეს სამართლებრივი საფუძველი სჭირდებათ ამათ, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ აგრესორები და არა საერთაშორისო აგრესიის მსხვერპლები’’, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.ს