კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის ინფორმაციით, ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ
აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის ინფორმაციით, ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბით, 2020 წელს და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ირაკ­ლი ბე­ბუა 2025 წლის 30 მარტს გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ekhokavkaza ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნელ­ზე რო­ბერტ კი­უტ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

  • კი­უ­ტი ამ­ბობს, რომ ეს არ არის ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

"ის 2020 წლის 30 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს. ეს ფაქ­ტი, ალ­ბათ, ყვე­ლამ იცის. მან ეროვ­ნუ­ლი დრო­შა დაწ­ვა, რის­თვი­საც სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რა", - აღ­ნიშ­ნა კი­უტ­მა.

ირაკ­ლი ბე­ბუ­ას წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 2020 წელს აღიძ­რა, მას აფხა­ზე­თის დრო­შის დაწ­ვას ედა­ვე­ბოდ­ნენ. აფხა­ზე­თის ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ "სახ­ლის შე­მოწ­მე­ბი­სას, სა­დაც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ცხოვ­რობ­და, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ამო­ი­ღეს RG-42 ყუმ­ბა­რა, რო­მე­ლიც არის საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და ვარ­გი­სია აფეთ­ქე­ბის­თვის“.

გა­ლის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ირაკ­ლი ბე­ბუ­ას ცხრა წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. მას ასე­ვე და­ე­კის­რა ჯა­რი­მა 10 ათა­სი რუბ­ლის ოდე­ნო­ბით.

თბი­ლის­ში ბე­ბუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით რამ­დე­ნი­მე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უმოქ­მე­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. ბე­ბუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფორ­მატ­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნი­ხი­ლეს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
ავტორი:

აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის ინფორმაციით, ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ

აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის ინფორმაციით, ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, 2020 წელს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა 2025 წლის 30 მარტს გათავისუფლდება.

ამის შესახებ ekhokavkaza ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელზე რობერტ კიუტზე დაყრდნობით წერს.

  • კიუტი ამბობს, რომ ეს არ არის ვადაზე ადრე გათავისუფლება.

"ის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ეს ფაქტი, ალბათ, ყველამ იცის. მან ეროვნული დროშა დაწვა, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა", - აღნიშნა კიუტმა.

ირაკლი ბებუას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2020 წელს აღიძრა, მას აფხაზეთის დროშის დაწვას ედავებოდნენ. აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ "სახლის შემოწმებისას, სადაც ეჭვმიტანილი ცხოვრობდა, პოლიციელებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს RG-42 ყუმბარა, რომელიც არის საბრძოლო მასალა და ვარგისია აფეთქებისთვის“.

გალის რაიონულმა სასამართლომ ირაკლი ბებუას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა 10 ათასი რუბლის ოდენობით.

თბილისში ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ბებუას გათავისუფლების საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში რამდენჯერმე განიხილეს.

წყარო

იხილეთ ასევე: