კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" - თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს
"ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" - თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს

"ბრიყ­ვულ გან­ცხა­დე­ბას ბრიყ­ვე­ბი აკე­თე­ბენ, ხართ ბრიყ­ვი?" - ასე მი­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გე­ნე­რალ მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილს.

  • უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დღე­ებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტთან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა შე­ახ­სე­ნა, რო­მე­ლიც, წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით "ყივ­ჩა­ღი­ვით გა­და­ე­ყა­რა“.

"ამ სი­ტყვებს ამ­ბობთ, "ქარ­თულ­მა ძა­ლო­ვან­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა, გა­და­წყვი­ტა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის აღ­დგე­ნა მთელ ამ რე­გი­ონ­ში“. ეს არის თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბა, სი­ტყვა-სი­ტყვით. ამ გან­ცხა­დე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის ზა­რის მერე აკე­თებთ, სა­ნამ ზაზა გო­გა­ვა ცე­ცხლს გახ­სნის? მარ­ტივ ენა­ზე გე­სა­უბ­რე­ბით“, - მი­მარ­თა წუ­ლუ­კი­ან­მა ყუ­რაშ­ვილს.

თა­ვის მხრივ, მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამის შე­სა­ხებ უფრო უკე­თე­სად და­კი­თხვის ოქ­მში არის ნახ­სე­ნე­ბი და ახლა კი, ამ დე­ტალს ვერ იხ­სე­ნებს.

ამის შემ­დგომ წუ­ლუ­კი­ან­მა მას კვლავ ჰკი­თხა, ტერ­მი­ნი - "კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი“ თვი­თონ მო­ი­ფიქ­რა იმ წუთ­ში, თუ მა­ნამ­დე კი­დევ იყო გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, რა­ზეც მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტერ­მი­ნი თა­ვად მო­ი­ფიქ­რა.

"ჩე­მით მო­ვი­ფიქ­რე. აკა­დე­მია მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ვიცი, რომ როცა ბან­დფორ­მი­რე­ბაა შენს მიწა-წყალ­ზე და დრო­ე­ბი­თი კონ­ტრო­ლი აქვს და­წე­სე­ბუ­ლი... რა თქმა უნდა, ეს ჩემი გა­მოთ­ქმა იყო. ამ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა ჩემ­თვის არა­ვის და­უ­ვა­ლე­ბია. კა­რა­ლე­თის გზა­ზე, 7 აგ­ვის­ტოს ღამე, ჟურ­ნა­ლის­ტი გა­და­მე­ყა­რა და გა­ვა­კე­თე [გან­ცხა­დე­ბა] “- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა.

  • თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ყუ­რაშ­ვილს ჰკი­თხა, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის შემ­დგომ, უსაყ­ვე­დუ­რა თუ არა მას ვინ­მემ, რა­ზეც ყუ­რაშ­ვილ­მა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა.

"კი, რა თქმა უნდა. გო­გა­ვას არ უსაყ­ვე­დუ­რია, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ "ბრიყ­ვუ­ლი გან­ცხა­დე­ბა“იყოო, თუ რა­ღაც“-აღ­ნიშ­ნა ყუ­რაშ­ვილ­მა.

ამის შემ­დგომ, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სხდო­მა­ზე გე­ნე­რალს შემ­დე­გი კი­თხვა და­უს­ვა.

"ბრიყ­ვულ გან­ცხა­დე­ბას ბრიყ­ვე­ბი აკე­თე­ბენ, ხართ ბრიყ­ვი?“- ჰკი­თხა წუ­ლუ­კი­ან­მა ყუ­რაშ­ვილს, რო­მელ­მაც სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, "არა,ნამ­დვი­ლად არ ვარ“.

"მა­შინ რა­ტომ გი­წო­დათ ბრიყ­ვი, უმაღ­ლეს­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა?“- ჰკი­თხა წუ­ლუ­კი­ან­მა ყუ­რაშ­ვილს, რა­ზეც კვლავ სა­პა­სუ­ხოდ ყუ­რაშ­ვილ­მა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის­კენ გა­და­ა­მი­სა­მარ­თა.

"არ ვიცი, ჰკი­თხეთ მას“, - აღ­ნიშ­ნა ყუ­რაშ­ვილ­მა და გან­მარ­ტა, რომ მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის იყო სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის.

ავტორი:

"ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" - თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს

"ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" - თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს

"ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გენერალ მამუკა ყურაშვილს.

  • უფრო კონკრეტულად კი, თეა წულუკიანმა, მამუკა ყურაშვილს 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ჟურნალისტთან გაკეთებული განცხადება შეახსენა, რომელიც, წულუკიანის შეფასებით "ყივჩაღივით გადაეყარა“.

"ამ სიტყვებს ამბობთ, "ქართულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა, გადაწყვიტა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა მთელ ამ რეგიონში“. ეს არის თქვენი განცხადება, სიტყვა-სიტყვით. ამ განცხადებას სააკაშვილის ზარის მერე აკეთებთ, სანამ ზაზა გოგავა ცეცხლს გახსნის? მარტივ ენაზე გესაუბრებით“, - მიმართა წულუკიანმა ყურაშვილს.

თავის მხრივ, მამუკა ყურაშვილმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ უფრო უკეთესად დაკითხვის ოქმში არის ნახსენები და ახლა კი, ამ დეტალს ვერ იხსენებს.

ამის შემდგომ წულუკიანმა მას კვლავ ჰკითხა, ტერმინი - "კონსტიტუციური წესრიგი“ თვითონ მოიფიქრა იმ წუთში, თუ მანამდე კიდევ იყო გაჟღერებული, რაზეც მამუკა ყურაშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნული ტერმინი თავად მოიფიქრა.

"ჩემით მოვიფიქრე. აკადემია მაქვს დამთავრებული და ვიცი, რომ როცა ბანდფორმირებაა შენს მიწა-წყალზე და დროებითი კონტროლი აქვს დაწესებული... რა თქმა უნდა, ეს ჩემი გამოთქმა იყო. ამ განცხადების გაკეთება ჩემთვის არავის დაუვალებია. კარალეთის გზაზე, 7 აგვისტოს ღამე, ჟურნალისტი გადამეყარა და გავაკეთე [განცხადება] “- განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.

  • თეა წულუკიანმა ყურაშვილს ჰკითხა, აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდგომ, უსაყვედურა თუ არა მას ვინმემ, რაზეც ყურაშვილმა დადებითი პასუხი გასცა.

"კი, რა თქმა უნდა. გოგავას არ უსაყვედურია, მაგრამ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ "ბრიყვული განცხადება“იყოო, თუ რაღაც“-აღნიშნა ყურაშვილმა.

ამის შემდგომ, თეა წულუკიანმა სხდომაზე გენერალს შემდეგი კითხვა დაუსვა.

"ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?“- ჰკითხა წულუკიანმა ყურაშვილს, რომელმაც საპასუხოდ აღნიშნა, "არა,ნამდვილად არ ვარ“.

"მაშინ რატომ გიწოდათ ბრიყვი, უმაღლესმა მთავარსარდალმა?“- ჰკითხა წულუკიანმა ყურაშვილს, რაზეც კვლავ საპასუხოდ ყურაშვილმა წულუკიანი სააკაშვილისკენ გადაამისამართა.

"არ ვიცი, ჰკითხეთ მას“, - აღნიშნა ყურაშვილმა და განმარტა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება ადგილობრივი მოსახლეობისთვის იყო სასიცოცხლო მნიშვნელობის.