კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერძნეთთან გამარჯვებიდან 1 წელი გავიდა | ახალი ეპოქის დასაწყისი დღევანდელი თვალით
საბერძნეთთან გამარჯვებიდან 1 წელი გავიდა | ახალი ეპოქის დასაწყისი დღევანდელი თვალით

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რია

ზუს­ტად ერთი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც დრო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, სტა­დი­ონ­სა და ეკ­რა­ნებ­თან შეკ­რე­ბი­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი კი - სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლი იყო. თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი სე­რი­ის გა­დამ­წყვეტ დარ­ტყმას ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი ას­რუ­ლებ­და. ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი მის კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლად დად­გა და გა­მოც­დილ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა მთა­ვა­რი დარ­ტყმის შეს­რუ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო. მოკ­ლე გა­მორ­ბე­ნა და კულ­მი­ნა­ცია: ბურ­თმა ბადე შე­არ­ხია, კა­რის­გან ზურ­გით მდგო­მე­ბი კი სტა­დი­ო­ნის რე­აქ­ცი­ით მიხ­ვდნენ, რომ სა­დე­ბი­უ­ტო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ვე­დით! მო­დით, იმ და­უ­ვი­წყარ წუ­თებს და­ვუბ­რუნ­დეთ და დრო­ში ერ­თად ვი­მოგ­ზა­უ­როთ.

გა­ვიხ­სე­ნოთ 2024 წლის 26 მარ­ტი და გა­ვი­აზ­როთ, რომ წლე­ბის შემ­დეგ, ამ ამ­ბავს ისე­თი­ვე აღ­ტა­ცე­ბით გა­ვუ­ზი­ა­რებთ მო­მა­ვალ თა­ო­ბებს, რო­გორც 1981 წლის 13 მა­ი­სის ღა­მის ის­ტო­რი­ებს ჰყვე­ბოდ­ნენ უფ­რო­სე­ბი. თა­ნაც, ახლა ხომ იმ ში­ნა­გა­ნი რწმე­ნი­თა და თავ­და­ჯე­რე­ბით ვართ სავ­სე­ე­ბი, რომ ეს მხო­ლოდ ზღაპ­რის და­სა­წყი­სია - დიდი თავ­გა­და­სა­ვა­ლი, ჯერ კი­დევ, წინ გვე­ლო­დე­ბა.

გვჯე­რო­და, რომ შეგ­ვეძ­ლო და იმ დი­დე­ბულ წამს ვე­ლო­დე­ბო­დით, რო­დე­საც სა­ერ­თო სი­ხა­რუ­ლით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერი ქუ­ჩებს გა­ავ­სებ­და, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს მე­გობ­რე­ბი­ვით გა­და­ეხ­ვე­ოდ­ნენ, რო­დე­საც დრო­შებს ავაფ­რი­ა­ლებ­დით და ყვე­ლა­ნი ისე ერ­თხმად ვიმ­ღე­რებ­დით, რო­გორც ლადო ასა­თი­ა­ნის ლექსშია: “რომ ფილ­ტვე­ბი გვეტ­კი­ნოს და დაგ­ვე­ბე­როს”. ბედ­ნი­ე­რე­ბა კან­ში ვერ ეტე­ო­და - ხმა­მა­ღალ ყი­ჟი­ნად, შე­ძა­ხი­ლე­ბად, სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბად იყო გა­დაქ­ცე­უ­ლი.

ფეხ­ბურ­თის მა­გი­ის შე­სა­ხებ, აქამ­დე მხო­ლოდ თუ გვსმე­ნო­და. უფ­რო­სი თა­ო­ბა ვახ­სე­ნეთ და მათ­გან გად­მო­ცე­მით ვი­ცო­დით, რომ ფეხ­ბურთს ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ძალა აქვს და რომ მის­გან მოგ­ვრი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის ემო­ცია ელ­ვის სის­წრა­ფით გა­დამ­დე­ბია. და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი თა­ო­ბა, ცნო­ბებს ამის შე­სა­ხებ, ძველ ჩა­ნა­წე­რებ­სა და ვი­დე­ო­ებ­ში და­ე­ძებ­და. არ­სე­ბობ­და მხო­ლოდ ოც­ნე­ბა და მო­ლო­დი­ნი, რომ 80-იანი წლე­ბის მსგავს სი­ხა­რულს, აღ­ტა­ცე­ბა­სა და ეგ­ზალ­ტი­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო კვლავ გა­ნიც­დი­და. ვი­ცო­დით, რომ ეს დღე აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბო­და, მაგ­რამ ასე­თი რამ წარ­მო­გედ­გი­ნათ?

რამ­დე­ნი რამ იყო და­უ­ვი­წყა­რი: მთე­ლი ნაკ­რე­ბი­სა და ბუ­დუს ცეკ­ვა, “ნუ­რაფ­რის ნუ გე­ში­ნია”, გა­დავ­სე­ბუ­ლი მო­ედ­ნე­ბი, ემო­ცი­ე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი… რამ­დე­ნად ფა­სე­უ­ლი იყო ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც ჟორჟ­მა თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი ვერ გა­მო­ი­ყე­ნა და მყი­სი­ე­რად, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის­გან დიდსუ­ლო­ვა­ნი გამ­ხნე­ვე­ბა მი­ი­ღო: ჩვენ გა­ვი­ზარ­დეთ, მარ­ცხსა თუ დიდ გა­მარ­ჯვე­ბა­ში ვი­ყა­ვით ისე­თი ერ­თი­ა­ნე­ბი, რო­გორც ნაკ­რე­ბის მთა­ვარ სათ­ქმელ­შია და­შიფ­რუ­ლი (“მე ვარ სა­ქარ­თვე­ლო”). ჩვენ ყვე­ლა ვი­ყა­ვით სა­ქარ­თვე­ლო: ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, სამ­წვრთნე­ლო შტა­ბი და სა­ნაკ­რე­ბო ფერ­ხულ­ში ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი - სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულს ყვე­ლა­ნი თა­ნაბ­რად ვგრძნობ­დით და ვი­ნა­წი­ლებ­დით.

ემო­ცი­ე­ბი წა­მით გვერ­დზე გა­დავ­დოთ და ძა­ლი­ან მოკ­ლედ გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­გორ შე­იქ­მნა ეს დღე. ვლა­დი­მირ ვა­ი­სის მიერ და­წყე­ბუ­ლი გუნ­დის შე­ნე­ბა ვილი სა­ნი­ოლ­მა გა­აგ­რძე­ლა და მას­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მრავ­ლად შე­ი­ტა­ნა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩაკ­ვე­ტა­ძის, კვა­რა­ცხე­ლი­ას, მა­მარ­დაშ­ვი­ლი­სა და ნაკ­რე­ბის ბირ­თვის სხვა შე­მად­გე­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნამ მეტი ამ­ბი­ცია გაგ­ვი­ჩი­ნა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ. ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­მოც­დი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­სა და ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის სინ­თე­ზი, რო­მელ­მაც მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ პლეი-ოფში, ლუქ­სემ­ბურგთან და სა­ბერ­ძნეთ­თან, 210 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, გოლი არ გაგ­ვეშ­ვა და სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პუ­ლი გუნ­დე­ბის კრე­ბულ­ში ჩვე­ნი ად­გი­ლი გვე­პო­ვა. მა­შინ ჯერ კი­დევ არ ვი­ცო­დით, თუ რა გვე­ლო­დე­ბო­და გერ­მა­ნი­ა­ში…

ასე, ჩვენს თვალ­წინ, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი ეპო­ქა და­ი­ბა­და: და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ნაკ­რე­ბი, რო­მელ­მაც რო­გორც შრო­მი­სა და თავ­და­დე­ბის, ასე­ვე დიდი წარ­მა­ტე­ბის გემო იცის. გუნ­დი, რო­მე­ლიც ახა­ლი თა­ო­ბის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როა, მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის კი - ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი და ერ­თი­ა­ნი დღის შე­მოქ­მე­დი. გვახ­სოვ­დეს, რომ “ზღაპ­რის ბოლო კე­თი­ლია”, თუმ­ცა ისიც არ გა­მოგ­ვრჩეს, რომ სა­ბერ­ძნეთ­თან გა­მარ­ჯვე­ბა ზღაპ­რის მხო­ლოდ ერთი, და­უ­ვი­წყა­რი თავი იყო: წინ ძა­ლი­ან გრძე­ლი და უფრო დიდი გა­მარ­ჯვე­ბე­ბით სავ­სე გზა გვე­ლო­დე­ბა.

ერ­თად ვუ­გულ­შე­მატ­კივ­როთ ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს. სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია.

R

ავტორი:

საბერძნეთთან გამარჯვებიდან 1 წელი გავიდა | ახალი ეპოქის დასაწყისი დღევანდელი თვალით

საბერძნეთთან გამარჯვებიდან 1 წელი გავიდა | ახალი ეპოქის დასაწყისი დღევანდელი თვალით

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დრო გაჩერებული, სტადიონსა და ეკრანებთან შეკრებილი მაყურებელი კი - სუნთქვაშეკრული იყო. თერთმეტმეტრიანი სერიის გადამწყვეტ დარტყმას ნიკა კვეკვესკირი ასრულებდა. ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი მის კარიერაში პირველად დადგა და გამოცდილმა ფეხბურთელმა მთავარი დარტყმის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. მოკლე გამორბენა და კულმინაცია: ბურთმა ბადე შეარხია, კარისგან ზურგით მდგომები კი სტადიონის რეაქციით მიხვდნენ, რომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე გავედით! მოდით, იმ დაუვიწყარ წუთებს დავუბრუნდეთ და დროში ერთად ვიმოგზაუროთ.

გავიხსენოთ 2024 წლის 26 მარტი და გავიაზროთ, რომ წლების შემდეგ, ამ ამბავს ისეთივე აღტაცებით გავუზიარებთ მომავალ თაობებს, როგორც 1981 წლის 13 მაისის ღამის ისტორიებს ჰყვებოდნენ უფროსები. თანაც, ახლა ხომ იმ შინაგანი რწმენითა და თავდაჯერებით ვართ სავსეები, რომ ეს მხოლოდ ზღაპრის დასაწყისია - დიდი თავგადასავალი, ჯერ კიდევ, წინ გველოდება.

გვჯეროდა, რომ შეგვეძლო და იმ დიდებულ წამს ველოდებოდით, როდესაც საერთო სიხარულით გაერთიანებული ერი ქუჩებს გაავსებდა, უცხო ადამიანები ერთმანეთს მეგობრებივით გადაეხვეოდნენ, როდესაც დროშებს ავაფრიალებდით და ყველანი ისე ერთხმად ვიმღერებდით, როგორც ლადო ასათიანის ლექსშია: “რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს”. ბედნიერება კანში ვერ ეტეოდა - ხმამაღალ ყიჟინად, შეძახილებად, სიხარულის ცრემლებად იყო გადაქცეული.

ფეხბურთის მაგიის შესახებ, აქამდე მხოლოდ თუ გვსმენოდა. უფროსი თაობა ვახსენეთ და მათგან გადმოცემით ვიცოდით, რომ ფეხბურთს ადამიანების გაერთიანების უნიკალური ძალა აქვს და რომ მისგან მოგვრილი ბედნიერების ემოცია ელვის სისწრაფით გადამდებია. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა, ცნობებს ამის შესახებ, ძველ ჩანაწერებსა და ვიდეოებში დაეძებდა. არსებობდა მხოლოდ ოცნება და მოლოდინი, რომ 80-იანი წლების მსგავს სიხარულს, აღტაცებასა და ეგზალტირებას საქართველო კვლავ განიცდიდა. ვიცოდით, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა, მაგრამ ასეთი რამ წარმოგედგინათ?

რამდენი რამ იყო დაუვიწყარი: მთელი ნაკრებისა და ბუდუს ცეკვა, “ნურაფრის ნუ გეშინია”, გადავსებული მოედნები, ემოციების კორიანტელი… რამდენად ფასეული იყო ის მომენტი, როდესაც ჟორჟმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და მყისიერად, ქოჩორაშვილისგან დიდსულოვანი გამხნევება მიიღო: ჩვენ გავიზარდეთ, მარცხსა თუ დიდ გამარჯვებაში ვიყავით ისეთი ერთიანები, როგორც ნაკრების მთავარ სათქმელშია დაშიფრული (“მე ვარ საქართველო”). ჩვენ ყველა ვიყავით საქართველო: ფეხბურთელები, გულშემატკივრები, სამწვრთნელო შტაბი და სანაკრებო ფერხულში ჩართული თითოეული ადამიანი - საქართველოს სიყვარულს ყველანი თანაბრად ვგრძნობდით და ვინაწილებდით.

ემოციები წამით გვერდზე გადავდოთ და ძალიან მოკლედ გავიხსენოთ, როგორ შეიქმნა ეს დღე. ვლადიმირ ვაისის მიერ დაწყებული გუნდის შენება ვილი სანიოლმა გააგრძელა და მასში ცვლილებები მრავლად შეიტანა. პარალელურად, ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას, მამარდაშვილისა და ნაკრების ბირთვის სხვა შემადგენელი ფეხბურთელების გამოჩენამ მეტი ამბიცია გაგვიჩინა და ევროპის ჩემპიონატი მიზნად დავისახეთ. ჩვენ მივიღეთ გამოცდილი ფეხბურთელებისა და ნიჭიერი ახალგაზრდების სინთეზი, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ პლეი-ოფში, ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან, 210 წუთის განმავლობაში, გოლი არ გაგვეშვა და საუკეთესო ევროპული გუნდების კრებულში ჩვენი ადგილი გვეპოვა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, თუ რა გველოდებოდა გერმანიაში…

ასე, ჩვენს თვალწინ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიბადა: დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოყალიბებული ნაკრები, რომელმაც როგორც შრომისა და თავდადების, ასევე დიდი წარმატების გემო იცის. გუნდი, რომელიც ახალი თაობისთვის შთაგონების წყაროა, მთელი ქვეყნისთვის კი - ყველაზე ბედნიერი და ერთიანი დღის შემოქმედი. გვახსოვდეს, რომ “ზღაპრის ბოლო კეთილია”, თუმცა ისიც არ გამოგვრჩეს, რომ საბერძნეთთან გამარჯვება ზღაპრის მხოლოდ ერთი, დაუვიწყარი თავი იყო: წინ ძალიან გრძელი და უფრო დიდი გამარჯვებებით სავსე გზა გველოდება.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.

R