კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფედერალურმა მოსამართლემ “რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა
ფედერალურმა მოსამართლემ “რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა

ფე­დე­რა­ლურ­მა მო­სა­მარ­თლემ “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დრო­ე­ბით დაბ­ლო­კა.

CNN-ის ცნო­ბით, ვა­შინგტო­ნის ფე­დე­რა­ლუ­რი ოლ­ქის მო­სა­მარ­თლემ, როის ლამ­ბერ­ტმა დრო­ე­ბი­თი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის შე­სა­ხებ “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რაც მა­უ­წყე­ბელს გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ეთერ­ში დარ­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

მო­სა­მარ­თლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ინ­ფორ­მა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცია “ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, რო­გორც ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კის გა­სა­ტა­რებ­ლად კონ­გრეს­მა გან­სა­ზღვრა და აშშ-ის გლო­ბა­ლუ­რი მე­დი­ის სა­ა­გენ­ტოს (USAGM) ერთი წი­ნა­და­დე­ბით და მცი­რე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბით მისი და­ხურ­ვა არ შე­უძ­ლია, პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვა­დაც კი“.

შე­გახ­სე­ნებთ, 15 მარტს, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აშშ-ის გლო­ბა­ლუ­რი მე­დი­ის სა­ა­გენ­ტომ (USAGM) “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ გრან­ტე­ბი შე­უ­წყვი­ტა და “ამე­რი­კის ხმის“ 1300-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბად ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უშ­ვა. 19 მარტს “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ“ USAGM-ს, მის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს ვიქ­ტორ მო­რა­ლეს­სა და სპე­ცი­ა­ლურ მრჩე­ველს კერი ლე­იკს სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა.

ავტორი:

ფედერალურმა მოსამართლემ “რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლემ “რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლემ “რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა.

CNN-ის ცნობით, ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მოსამართლემ, როის ლამბერტმა დროებითი შემაკავებელი ორდერის შესახებ “რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც მაუწყებელს გარკვეული დროის განმავლობაში ეთერში დარჩენაში დაეხმარება.

მოსამართლის განცხადებით, საინფორმაციო ორგანიზაცია “ათწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებს, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკის გასატარებლად კონგრესმა განსაზღვრა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ერთი წინადადებით და მცირე ახსნა-განმარტებით მისი დახურვა არ შეუძლია, პრეზიდენტის ბრძანების მიუხედავადაც კი“.

შეგახსენებთ, 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) “რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და “ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. 19 მარტს “რადიო თავისუფლებამ“ USAGM-ს, მის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიქტორ მორალესსა და სპეციალურ მრჩეველს კერი ლეიკს სასამართლოში უჩივლა.