კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არც ბადრი ჯაფარიძე აპირებს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არც ბადრი ჯაფარიძე აპირებს

არ ვა­პი­რებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მილ პრო­პა­გან­დის­ტულ კამ­პა­ნი­ა­ში, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია ჩემი გა­შა­ვე­ბა! - ეს არის და­გეგ­მი­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი შოუ, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ვა­პი­რებ! - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

  • მისი თქმით, პარ­ლა­მენ­ტში მო­მუ­შა­ვე ე.წ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია არ არის კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მნი­ლი, რად­გან ის არის ერ­თპარ­ტი­უ­ლი.

ჯა­ფა­რი­ძე ამ­ბობს, რომ ეს არის ერ­თპარ­ტი­უ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც ცი­ლის­წა­მე­ბი­სა და მო­გო­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის გა­შა­ვე­ბას ცდი­ლობს.

"ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ტაქ­ტი­ვი, რო­მე­ლიც თა­ვის თავს პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას უწო­დებს, მი­ბა­რებს რა­ღაც ჩემ­თან სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლად და ხე­ლოვ­ნუ­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მის ირ­გვლივ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე.

მსურს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო - მე არ მი­ვიჩ­ნევ ამ ე.წ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მნი­ლად! მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის ერ­თპარ­ტი­უ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც ცი­ლის­წა­მე­ბი­სა და მო­გო­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის გა­შა­ვე­ბას ცდი­ლობს. ეს არის და­გეგ­მი­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი შოუ, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ვა­პი­რებ!

მე სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტი სწო­რედ იმის გამო დავ­ტო­ვე, რომ ეს არ არის ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტი. ეს არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ფორ­მი­რე­ბუ­ლი, ქმე­დუ­უ­ნა­რო, ერ­თპარ­ტი­უ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა.

  • ეს ე.წ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­აც არ არის კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მნი­ლი, რად­გან ის ასე­ვე არის ერ­თპარ­ტი­უ­ლი. კა­ნო­ნი კი, სრუ­ლი­ად სხვა პრო­ცე­დუ­რებ­სა და შე­მად­გენ­ლო­ბას მო­ი­ცავს.

ამი­ტომ, მე არ ვა­პი­რებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მილ პრო­პა­გან­დის­ტულ კამ­პა­ნი­ა­ში, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია, არარ­სე­ბუ­ლი თე­მის ირ­გვლივ მო­გო­ნი­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ვერ­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი გა­შა­ვე­ბა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში იზე­ი­მოს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბამ და ქვე­ყა­ნას ჰყავ­დეს კა­ნო­ნი­ე­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, რო­მე­ლიც სწო­რედ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის მი­ხედ­ვით შექ­მნის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას და გა­მო­იკ­ვლევს ყვე­ლა იმ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში მომ­ხდა­რა,“ - წერს ჯა­ფა­რი­ძე.

ავტორი:

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არც ბადრი ჯაფარიძე აპირებს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არც ბადრი ჯაფარიძე აპირებს

არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია ჩემი გაშავება! - ეს არის დაგეგმილი ცილისმწამებლური შოუ, რომელშიც მონაწილეობას არ ვაპირებ! - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

  • მისი თქმით, პარლამენტში მომუშავე ე.წ. საგამოძიებო კომისია არ არის კანონის საფუძველზე შექმნილი, რადგან ის არის ერთპარტიული.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს არის ერთპარტიული დაჯგუფება, რომელიც ცილისწამებისა და მოგონილი ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას ცდილობს.

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების“ პარტაქტივი, რომელიც თავის თავს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას უწოდებს, მიბარებს რაღაც ჩემთან სრულიად აბსურდულად და ხელოვნურად დაკავშირებული თემის ირგვლივ გამოძიებაზე.

მსურს ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო - მე არ მივიჩნევ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად! მიმაჩნია, რომ ეს არის ერთპარტიული დაჯგუფება, რომელიც ცილისწამებისა და მოგონილი ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას ცდილობს. ეს არის დაგეგმილი ცილისმწამებლური შოუ, რომელშიც მონაწილეობას არ ვაპირებ!

მე სადეპუტატო მანდატი სწორედ იმის გამო დავტოვე, რომ ეს არ არის ლეგიტიმური პარლამენტი. ეს არის გაყალბებული არჩევნების საფუძველზე ფორმირებული, ქმედუუნარო, ერთპარტიული დაჯგუფება.

  • ეს ე.წ. საგამოძიებო კომისიაც არ არის კანონის საფუძველზე შექმნილი, რადგან ის ასევე არის ერთპარტიული. კანონი კი, სრულიად სხვა პროცედურებსა და შემადგენლობას მოიცავს.

ამიტომ, მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია, არარსებული თემის ირგვლივ მოგონილი ცილისმწამებლური ვერსიის განვითარების საფუძველზე პოლიტიკური ოპონენტების, ამ შემთხვევაში, ჩემი გაშავება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იზეიმოს კანონის უზენაესობამ და ქვეყანას ჰყავდეს კანონიერი, თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი, რომელიც სწორედ კანონით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით შექმნის საგამოძიებო კომისიას და გამოიკვლევს ყველა იმ სამართალდარღვევას, რომელიც ამ ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლებების პერიოდში მომხდარა,“ - წერს ჯაფარიძე.