ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ფედერალური პროკურორი, ჯესიკა აბერი, ვირჯინიაში, საკუთარ სახლში, გასულ შაბათს გარდაცვლილი იპოვეს, მისი გარდაცვალების გარემოებები ამ დრომდე გაურკვეველია
სხვადასხვა საქმეებთან ერთად, ის ჩართული იყო გამოძიებაში, რომელიც იკვლევდა რუსეთის მოქალაქეების მიერ მომზადებულ შეთქმულებასა და თაღლითობას. აბერი ხელმძღვანელობდა იმ ადამიანის სამართლებრივი დევნის ოპერაციას, რომელიც ეხმარებოდა ისრაელის მოქალაქეებს, სათანადო ვიზების გარეშე, ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლაში.
აბერი ვირჯინიის ოლქის პროკურორად დანიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. ის გადადგა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. გადადგომიდან ორი თვის შემდეგ კი აბერის სახლში პოლიცია გამოიძახეს, სადაც ყოფილი პროკურორი გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველთა განცხადებით, გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი ვირჯინიაში გაატარა, სამართალმცოდნის მაგისტრის ხარისხი რიჩმონდის უნივერსიტეტში მიიღო.
კარიერა ვირჯინიის აღმოსავლეთ რაიონში, 2009 წელს დაიწყო, მუშაობდა აშშ-ის ადვოკატის თანაშემწედ, სანამ 2015 წელს სისხლის სამართლის განყოფილების გენერალური პროკურორის თანაშემწის მრჩეველი არ გახდა, ერთი წლის შემდეგ კი რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
2021 წელს აბერი გახდა მესამე ქალი, რომელიც ვირჯინიის აღმოსავლეთ ოლქის ოფისს ხელმძღვანელობდა. კოლეგები მას შეუდარებელ ლიდერს უწოდებენ, რომელიც მოწოდებული იყო სამართლიანობის ძიებისკენ.
"ვაშინგტონ პოსტთან" მისი კოლეგები ამბობენ, რომ ჯესიკა დეტალებზე ორიენტირებული ადამიანი იყო, რაც მას წარმატების მიღწევაში ეხმარებოდა.
აბერი აწარმოებდა ისეთ საქმეებს, რომელიც ეხებოდა ძალადობრივ დანაშაულებს, ბავშვთა ექსპლუატაციას, ფინანსურ თაღლითობას, კიბერდანაშაულებს და ა.შ.
აბერის ბევრი საქმე ეხებოდა უცხოურ სუბიექტებს - როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს.
გასული წლის ოქტომბერში აბერმა და მისმა თანამშრომლებმა მიიღეს საქმე, რომელიც უკავშირდებოდა კრიმინალურ ბანდას და ექვსი ადმაიანის მკვლელობას.
სასამართლოს დროს აბერმა ისაუბრა ბანდის მომაკვდინებელ საქმიანობაზე - მათ შორის იყოს ქუჩების მომარაგება ნარკოტიკებით და სასტიკი მკვლელობები. ის ამბობდა, რომ ყველაფერი იქნებოდა გამოძიებული და რომ შეუმოწმებელი არაფერი დარჩება. მან პირობა დადო, რომ სრულ ყურადღებას და რესურსებს დაუთმობდა ამ ბანდის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენას.
გარდა ამისა აშშ-ის სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტთან კოორდინაციით, აბერმა და მისმა ოფისმა წაუყენეს ბრალი რუსეთის მოქალაქეს ფულის გათეთრების მრავალ სქემაში მისი სავარაუდო მონაწილეობის გამო.
გასულ წერს აბერის მუშაობამ ხელი შეუწყო ბრალის აღიარებას კორპორატიული ჯაშუშობის საქმეში, რომელშიც მონაწილეობდა გერმანული კონგლომერატის Siemens Energy Inc-ის შვილობილი კომპანია ამერიკაში - Siemens Energy AG.
აბერმა და მისმა ოფისმა ასევე მიიღეს აღიარება ისრაელის მოქალაქისგან, მისი ჩართულობისთვის აშშ-ში არალეგალების შესვლასა და ტრანსპორტირებაში ხელშეწყობის საქმეში.