მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაზისბანკი | სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორი
ბაზისბანკი | სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორი

ბა­ზის­ბან­კი, რო­გორც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მხარ­დამ­ჭე­რი, აგ­რძე­ლებს სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლურ თე­ატრთან პარტნი­ო­რო­ბას.

ბა­ზის­ბან­კის მიერ, სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის თე­ატ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რო­ბის ფარ­გლებ­ში არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და და ახალ სე­ზონ­ზეც თე­ატ­რი ბევრ სი­ახ­ლეს შეს­თა­ვა­ზებს მა­ყუ­რე­ბელს. ბანკსა და თე­ატრს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მიზ­ნად ისა­ხავს თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და ერ­თობ­ლი­ვი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის თე­ატრს, 51-ე სე­ზონ­ზე უკვე და­გეგ­მი­ლი აქვს თე­ატ­რის და კი­ნოს გე­ნი­ა­ლუ­რი შვე­დი რე­ჟი­სო­რის ინ­გმარ ბერ­გმა­ნის პი­ე­სის მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნი­ლი სპექ­ტაკ­ლის „რე­პე­ტი­ცი­ის შემ­დეგ“ პრე­მი­ე­რა. წარ­მოდ­გე­ნა­ში ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბი მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნი და აკა­კი ხი­და­შე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს. დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რია მი­ხე­ილ მრევ­ლიშ­ვი­ლი.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი თე­ატ­რი­სა და ბა­ზის­ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გრძელ­დე­ბა და ერ­თგვარ ტრა­დი­ცი­ად იქ­მნე­ბა. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბან­კის მხარ­და­ჭე­რა, ამას­თა­ნა­ვე სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ბა­ზის­ბან­კი არამ­ხო­ლოდ ჩვენ, არა­მედ სხვა შე­მოქ­მე­დე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც უჭერს მხარს. კულ­ტუ­რა ქმნის წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნესს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი აძ­ლი­ე­რებს კულ­ტუ­რას, ორი­ვე ერ­თად კი ქმნის ჩვენს ყო­ფას. პი­რა­დად ჩემ­თვის ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა ბა­ზის­ბან­კის სა­ი­მე­დო და კრე­ა­ტი­ულ გუნდთან მუ­შა­ო­ბა და წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ მათ“ - აღ­ნიშ­ნა სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, მი­ხე­ილ მრევ­ლიშ­ვილ­მა.

„ბა­ზის­ბან­კი, რო­გორც მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, გა­ნაგ­რძობს სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მხარ­და­ჭე­რას, გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რო­ბის ფარ­გლებ­ში იგეგ­მე­ბა არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, რად­გან წინა წლე­ბის მა­გა­ლით­ზე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ო­ბა იხი­ლა. ვფიქ­რობთ, რომ ბიზ­ნეს სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბან­კი­სა და თე­ატ­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა წელ­საც პრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა, რაც მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს შე­უ­წყობს თე­ატ­რი­სა და ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას.“ - გა­ნა­ცხა­და ბა­ზის­ბან­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის და ბრენ­დინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, თა­მარ ხა­დურ­მა.

ბა­ზის­ბან­კი, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მხარ­დამ­ჭე­რი პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში, არის კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი, თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი. მხარს უჭერს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არა­ერ­თი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ბაზისბანკი | სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორი

ბაზისბანკი | სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორი

ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, აგრძელებს სანდრო მრევლიშვილის თბილისის მუნიციპალურ თეატრთან პარტნიორობას.

ბაზისბანკის მიერ, სანდრო მრევლიშვილის თეატრის გენერალური სპონსორობის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა და ახალ სეზონზეც თეატრი ბევრ სიახლეს შესთავაზებს მაყურებელს. ბანკსა და თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

სანდრო მრევლიშვილის თეატრს, 51-ე სეზონზე უკვე დაგეგმილი აქვს თეატრის და კინოს გენიალური შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის პიესის მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის „რეპეტიციის შემდეგ“ პრემიერა. წარმოდგენაში ორი არაჩვეულებრივი მსახიობი მარინა კახიანი და აკაკი ხიდაშელი მონაწილეობს. დამდგმელი რეჟისორია მიხეილ მრევლიშვილი.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი თეატრისა და ბაზისბანკის თანამშრომლობა გრძელდება და ერთგვარ ტრადიციად იქმნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბანკის მხარდაჭერა, ამასთანავე სასიამოვნოა, რომ ბაზისბანკი არამხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა შემოქმედებით ორგანიზაციებსაც უჭერს მხარს. კულტურა ქმნის წარმატებულ ბიზნესს, წარმატებული ბიზნესი აძლიერებს კულტურას, ორივე ერთად კი ქმნის ჩვენს ყოფას. პირადად ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ბაზისბანკის საიმედო და კრეატიულ გუნდთან მუშაობა და წარმატებას ვუსურვებ მათ“ - აღნიშნა სანდრო მრევლიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მიხეილ მრევლიშვილმა.

„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძობს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის მხარდაჭერას, გენერალური სპონსორობის ფარგლებში იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან წინა წლების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაყურებელმა არაერთი საინტერესო სანახაობა იხილა. ვფიქრობთ, რომ ბიზნეს სექტორის ჩართულობა ხელოვნების სფეროში ძალიან მნიშველოვანია და დარწმუნებული ვარ, ბანკისა და თეატრის თანამშრომლობა წელსაც პროდუქტიული იქნება, რაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს თეატრისა და ზოგადად ქართული კულტურის განვითარებას.“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

ბაზისბანკი, ქართული კულტურის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორი, თოჯინების თეატრების გაერთიანების და თოჯინების სახლის გენერალური სპონსორი. მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას.

R