სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ჯაშუში ოლეგ გორდიევსკი - 15 წელი კე-გე-ბეს სამსახურში, 11 კი - ბრიტანულ MI6-ში
გარდაიცვალა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ჯაშუში ოლეგ გორდიევსკი - 15 წელი კე-გე-ბეს სამსახურში, 11 კი - ბრიტანულ MI6-ში

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში, 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ოლეგ გორ­დი­ევ­სკი, რო­მე­ლიც მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ჯა­შუ­შად მი­იჩ­ნე­ვა.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

1970-იან და 1980-იან წლებ­ში გორ­დი­ევ­სკი15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კე-გე-ბე ში კუ­რი­რებ­და დიდ ბრი­ტა­ნე­თი­სა და სკან­დი­ნა­ვი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბას.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში რე­ზი­დენ­ტად ჩას­ვლის შემ­დეგ, მან მა­ლე­ვე და­ი­წყო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ბრი­ტა­ნულ MI6-თან, ფსევ­დო­ნი­მით OVATION.

ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 11 წელი გაგ­რძელ­და მა­ნამ, ვიდ­რე მოს­კო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ეჭვი არ შე­ე­პა­რა და 1985 წელს ის რუ­სეთ­ში არ და­აბ­რუ­ნეს, მაგ­რამ იმა­ვე წლის ზა­ფხულ­ში ბრი­ტა­ნე­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს ფა­რუ­ლი ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და გორ­დი­ევ­სკის დაბ­რუ­ნე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­დაც ის გა­ნაგ­რძობ­და და­სავ­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის­თვის კონ­სულ­ტა­ცი­ას.

სსრკ-ში პოლ­კოვ­ნიკ გორ­დი­ევ­სკის და­უს­წრებ­ლად მი­ე­სა­ჯა სიკ­ვდი­ლი, ხოლო თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სეთ­ში იგი მო­ღა­ლა­ტედ გა­მო­ა­ცხა­დეს ბრი­ტა­ნე­ლე­ბის­თვის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მის გამო.

ყო­ფი­ლი კო­ლე­გე­ბი მას "სა­ზი­ზღარ პერ­სო­ნა­ჟად“ და "ნი­ჭი­ერ ნა­ძი­რა­ლად“ მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

და­სავ­ლეთ­ში კი მას სულ სხვა­ნა­ი­რად აფა­სებ­დნენ. მას მი­ე­წე­რე­ბა, ცივი ომის კურ­სის შეც­ვლა იმით, რომ აუხ­სნა და­სავ­ლეთს, რას ფიქ­რობ­და სსრკ სი­ნამ­დვი­ლე­ში და რო­გორ უნდა ეკონ­ტაქ­ტათ საბ­ჭო­თა რე­ჟიმ­თან.

2007 წელს დიდი ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის, ოლეგ გორ­დი­ევ­სკი და­ჯილ­დოვ­და წმინ­და­ნე­ბის მი­ხე­ი­ლი­სა და გი­ორ­გის ორ­დე­ნით - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ერთ-ერთი უმაღ­ლე­სი ჯილ­დო­თი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

გარდაიცვალა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ჯაშუში ოლეგ გორდიევსკი - 15 წელი კე-გე-ბეს სამსახურში, 11 კი - ბრიტანულ MI6-ში

გარდაიცვალა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ჯაშუში ოლეგ გორდიევსკი - 15 წელი კე-გე-ბეს სამსახურში, 11 კი - ბრიტანულ MI6-ში

დიდ ბრიტანეთში, საკუთარ სახლში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ოლეგ გორდიევსკი, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჯაშუშად მიიჩნევა.

გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

1970-იან და 1980-იან წლებში გორდიევსკი15 წლის განმავლობაში კე-გე-ბე ში კურირებდა დიდ ბრიტანეთისა და სკანდინავიის მიმართულებას.

გაერთიანებულ სამეფოში რეზიდენტად ჩასვლის შემდეგ, მან მალევე დაიწყო თანამშრომლობა ბრიტანულ MI6-თან, ფსევდონიმით OVATION.

ეს თანამშრომლობა 11 წელი გაგრძელდა მანამ, ვიდრე მოსკოვის ხელმძღვანელობას ეჭვი არ შეეპარა და 1985 წელს ის რუსეთში არ დააბრუნეს, მაგრამ იმავე წლის ზაფხულში ბრიტანელებმა მოახერხეს ფარული ოპერაციის განხორციელება და გორდიევსკის დაბრუნება ბრიტანეთში, სადაც ის განაგრძობდა დასავლური სადაზვერვო სააგენტოებისთვის კონსულტაციას.

სსრკ-ში პოლკოვნიკ გორდიევსკის დაუსწრებლად მიესაჯა სიკვდილი, ხოლო თანამედროვე რუსეთში იგი მოღალატედ გამოაცხადეს ბრიტანელებისთვის დიდი რაოდენობით საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის გამო.

ყოფილი კოლეგები მას "საზიზღარ პერსონაჟად“ და "ნიჭიერ ნაძირალად“ მოიხსენიებდნენ.

დასავლეთში კი მას სულ სხვანაირად აფასებდნენ. მას მიეწერება, ცივი ომის კურსის შეცვლა იმით, რომ აუხსნა დასავლეთს, რას ფიქრობდა სსრკ სინამდვილეში და როგორ უნდა ეკონტაქტათ საბჭოთა რეჟიმთან.

2007 წელს დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაწეული სამსახურისთვის, ოლეგ გორდიევსკი დაჯილდოვდა წმინდანების მიხეილისა და გიორგის ორდენით - გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოთი.