სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არა მხოლოდ ქართველმა ფეხბურთელებმა, გულშემატკივრებმაც კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარეს, ყოჩაღ, ძმებო!" - როგორ ეხმაურებიან სომხები საქართველოს გამარჯვებას?
"არა მხოლოდ ქართველმა ფეხბურთელებმა, გულშემატკივრებმაც კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარეს, ყოჩაღ, ძმებო!" - როგორ ეხმაურებიან სომხები საქართველოს გამარჯვებას?

ქარ­თულ და სომ­ხურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არ წყდე­ბა გუ­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის გან­ხილ­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ერთა ლი­გის B დი­ვი­ზი­ონ­ში ად­გი­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად პირ­ველ მატჩში სა­ქარ­თვე­ლომ სომ­ხეთს სტუმ­რად 0:3 სძლია.

მატ­ჩის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი სომ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მწვრთნელ­მა ჯონ ვან ტ'სხიპ­მა გა­ა­კე­თა:

"შე­დე­გი თა­მა­შის შე­სა­ბა­მი­სია და ასა­ხავს იმ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­მე­ლიც ამ ორ გუნდს შო­რის არ­სე­ბობს. ძი­რი­თა­დი გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე უფრო მო­წი­ფუ­ლია. სა­მი­ვე გაშ­ვე­ბუ­ლი გო­ლი­სას დაც­ვა­ში შეც­დო­მე­ბი და­ვუშ­ვით. ეს იმ მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხავს, რო­მელ­შიც ამ­ჟა­მად ჩვე­ნი გუნ­დი იმ­ყო­ფე­ბა. მთა­ვა­რია, ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა მუ­შა­ო­ბა გა­აგ­რძე­ლონ და ეცა­დონ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის დო­ნეს მი­აღ­წი­ონ.

გვქონ­და და­დე­ბი­თი მო­მენ­ტე­ბი, მაგ­რამ რო­დე­საც ასეთ ძლი­ერ მე­ტო­ქეს­თან ასეთ შეც­დო­მებს უშ­ვებ, ძნე­ლია სხვა შე­დე­გის იმე­დი გქონ­დეს. ჯერ ცვლი­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, ყვე­ლაფ­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო. შე­საძ­ლოა, თბი­ლის­ში შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო. ამა­ზე ამ დღე­ებ­ში ვი­ფიქ­რებთ.

ამ გუნდს ისეთ გა­მოც­დილ და მა­ღა­ლი დო­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­სა­წე­ვად, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­ნის მიღ­წე­ვა და გაზ­რდა სჭირ­დე­ბა. გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა მოთ­მი­ნე­ბა და იმე­დი უნდა იქო­ნი­ონ, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბურ­თის და­კარ­გვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ვამ­ცი­როთ და ისე­თი კად­რე­ბი შე­ვარ­ჩი­ოთ, რომ­ლებ­თა­ნაც მო­მა­ვალ­ში ვი­მუ­შა­ვებთ".

გთა­ვა­ზობთ სო­მე­ხი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტარს:

  • "ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს, ისი­ნი აშ­კა­რად ძლი­ე­რე­ბი იყ­ვნენ და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად გა­ი­მარ­ჯვეს".
  • "არა მხო­ლოდ ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა, გულ­შე­მატ­კივ­რებ­მაც კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი ჩაგ­ვი­ტა­რეს, ყო­ჩაღ, ძმე­ბო!"
  • "ჩვენ ძმე­ბი ვართ, ვუ­ლო­ცავ ქარ­თვე­ლებს!"
  • "სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლიო დო­ნის ნაკ­რე­ბი ჰყავს. ყო­ჩაღ, ცავა ტა­ნემ".
  • "სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბაც არის. ძმე­ბი ვართ და ჩვენს შო­რის ძლი­ერ­მა გა­ი­მარ­ჯვა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ზუს­ტად ისე ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით, რო­გორც სომ­ხე­თი ნაკ­რებს ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რებთ მო­მა­ვალ­ში".
  • "დო­ნე­ში გან­სხვა­ვე­ბა აშ­კა­რა იყო, ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან გუნ­დებ­ში თა­მა­შო­ბენ, შე­ხე­დეთ სად თა­მა­შო­ბენ ჩვე­ნე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი ლო­გი­კუ­რად გან­ვი­თარ­და, ყვე­ლას ვუ­ლო­ცავ!"
  • "ბავ­შვო­ბა გა­მახ­სენ­და, რო­დე­საც თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" და ერევ­ნის "არა­რა­ტი" თა­მა­შობ­დნენ. სწო­რად გა­მი­გეთ მა­ში­ნაც და ახლა ფრე­ზე ვოც­ნე­ბობ­დი"
  • "ჩვე­ნებ­მა მო­უ­გეს ჩვე­ნებს, პა­ტი­ვის­ცე­მით, ავ­ლაბ­რი­დან".
  • "ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს, სომ­ხეთ­მა კი ბევ­რი უნდა იმუ­შა­ოს, ბევ­რი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი პირ­ვე­ლად იყო ჩვენ­თან, იმე­დი მაქვს, კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დავ­ტო­ვეთ მათ­ზე. ჩა­მო­დით კი­დევ, არა სტუმ­რად, არა­მედ რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში, ჩვე­ნი კარი ღიაა მე­გობ­რე­ბის­თვის. წარ­მა­ტე­ბე­ბი თქვენ".

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"არა მხოლოდ ქართველმა ფეხბურთელებმა, გულშემატკივრებმაც კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარეს, ყოჩაღ, ძმებო!" - როგორ ეხმაურებიან სომხები საქართველოს გამარჯვებას?

"არა მხოლოდ ქართველმა ფეხბურთელებმა, გულშემატკივრებმაც კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარეს, ყოჩაღ, ძმებო!" - როგორ ეხმაურებიან სომხები საქართველოს გამარჯვებას?

ქართულ და სომხურ სოციალურ ქსელებში არ წყდება გუშინდელი საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის განხილვა. მოგეხსენებათ, ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის მოსაპოვებლად პირველ მატჩში საქართველომ სომხეთს სტუმრად 0:3 სძლია.

მატჩის შემდეგ კომენტარი სომხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა გააკეთა:

"შედეგი თამაშის შესაბამისია და ასახავს იმ სიტუაციას, რომელიც ამ ორ გუნდს შორის არსებობს. ძირითადი განსხვავება ისაა, რომ მოწინააღმდეგე უფრო მოწიფულია. სამივე გაშვებული გოლისას დაცვაში შეცდომები დავუშვით. ეს იმ მდგომარეობას ასახავს, რომელშიც ამჟამად ჩვენი გუნდი იმყოფება. მთავარია, ფეხბურთელებმა მუშაობა გააგრძელონ და ეცადონ საქართველოს ნაკრების დონეს მიაღწიონ.

გვქონდა დადებითი მომენტები, მაგრამ როდესაც ასეთ ძლიერ მეტოქესთან ასეთ შეცდომებს უშვებ, ძნელია სხვა შედეგის იმედი გქონდეს. ჯერ ცვლილებზე საუბარი ნაადრევია, ყველაფრის გაანალიზებაა საჭირო. შესაძლოა, თბილისში შემადგენლობაში ცვლილებები განვახორციელო. ამაზე ამ დღეებში ვიფიქრებთ.

ამ გუნდს ისეთ გამოცდილ და მაღალი დონის მოწინააღმდეგესთან კონკურენციის გასაწევად, როგორიც საქართველოა, აუცილებელი დონის მიღწევა და გაზრდა სჭირდება. გულშემატკივრებმა მოთმინება და იმედი უნდა იქონიონ, რომ ეს შესაძლებელია. აუცილებელია ბურთის დაკარგვების რაოდენობა შევამციროთ და ისეთი კადრები შევარჩიოთ, რომლებთანაც მომავალში ვიმუშავებთ".

გთავაზობთ სომეხი გულშემატკივრების რამდენიმე კომენტარს:

  • "ვულოცავ საქართველოს, ისინი აშკარად ძლიერები იყვნენ და დამსახურებულად გაიმარჯვეს".
  • "არა მხოლოდ ქართველმა ფეხბურთელებმა, გულშემატკივრებმაც კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარეს, ყოჩაღ, ძმებო!"
  • "ჩვენ ძმები ვართ, ვულოცავ ქართველებს!"
  • "საქართველოს მსოფლიო დონის ნაკრები ჰყავს. ყოჩაღ, ცავა ტანემ".
  • "საქართველოს გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც არის. ძმები ვართ და ჩვენს შორის ძლიერმა გაიმარჯვა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ზუსტად ისე ვგულშემატკივრობდით, როგორც სომხეთი ნაკრებს ვუგულშემატკივრებთ მომავალში".
  • "დონეში განსხვავება აშკარა იყო, ქართველები მსოფლიოს წამყვან გუნდებში თამაშობენ, შეხედეთ სად თამაშობენ ჩვენები, ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა, ყველას ვულოცავ!"
  • "ბავშვობა გამახსენდა, როდესაც თბილისის "დინამო" და ერევნის "არარატი" თამაშობდნენ. სწორად გამიგეთ მაშინაც და ახლა ფრეზე ვოცნებობდი"
  • "ჩვენებმა მოუგეს ჩვენებს, პატივისცემით, ავლაბრიდან".
  • "ვულოცავ საქართველოს, სომხეთმა კი ბევრი უნდა იმუშაოს, ბევრი ქართველი გულშემატკივარი პირველად იყო ჩვენთან, იმედი მაქვს, კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ მათზე. ჩამოდით კიდევ, არა სტუმრად, არამედ როგორც საკუთარ სახლში, ჩვენი კარი ღიაა მეგობრებისთვის. წარმატებები თქვენ".

იხილეთ ასევე: