სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მდგომარეობა მძიმეა, ექიმები კიდევ უფრო გართულების მოლოდინში არიან - ყოჩაღ მოსამართლეს! ყოჩაღ პროკურორებს!" - გიორგი ჩიკვაიძის დედა
"მდგომარეობა მძიმეა, ექიმები კიდევ უფრო გართულების მოლოდინში არიან - ყოჩაღ მოსამართლეს! ყოჩაღ პროკურორებს!" - გიორგი ჩიკვაიძის დედა

დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძის დე­დის, ეკა წე­რეთ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა.

  • რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში წე­რე­თე­ლი აცხა­დებს, გლ­და­ნის მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მას ად­ვო­კატ­მა უთხრა, რომ ჩიკ­ვა­ი­ძეს იგი­ვე ჩი­ვი­ლე­ბი რჩე­ბა, რაც სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბამ­დე ჰქონ­და.

წე­რეთ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ექი­მე­ბი მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის მო­ლო­დინ­ში არი­ან, ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბუ­ლი შიმ­ში­ლო­ბას არ წყვეტს.

"ად­ვო­კა­ტი გა­მო­ვი­და ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან. მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა. ჩი­ვი­ლე­ბი რაც იყო, ყვე­ლა­ფე­რი გრძელ­დე­ბა. ეს არის შე­დე­გი იმ მკვლე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის, მკვლე­ლი პრო­კუ­რო­რე­ბის, რომ­ლე­ბიც ასეთ საქ­მე­ებს აკე­თე­ბენ, რომ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი, ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც „ოც­ნე­ბას“ არ ემ­ხრო­ბი­ან, ასე ნელი სიკ­ვდი­ლით მოკ­ლან. ნელი სიკ­ვდი­ლიც არ ჰქვია ამას, ეს არის შე­დე­გი ჩვე­ნი ვი­თომ სა­სა­მარ­თლოს, ვი­თომ მთავ­რო­ბის და პერ­სო­ნა­ლუ­რად იზა კე­ლენ­ჯე­რი­ძის ქმე­დე­ბის, რო­მელ­მაც ასე­თი სკა­ლა­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ადა­მი­ანს გი­რაო უცებ შე­უც­ვა­ლა, გა­უშ­ვა ცი­ხე­ში, რომ იქ­ნებ მალე, რა­მე­ნა­ი­რად მოკ­ლან ცი­ხე­ში.

მეტი კი­თხვა ად­ვო­კა­ტის­თვის აღარ და­მის­ვამს, მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა, ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბით იმის­გან, რომ სა­კან­ში არ არის და ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია. შიმ­ში­ლო­ბას აგ­რძე­ლებს. ექი­მე­ბი მო­ლო­დინ­ში არი­ან, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­დე­ბა, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნი შიმ­შილს არ წყვეტს. ეს მისი უფ­ლე­ბაა. ასე­თი ნელი სიკ­ვდი­ლით უნ­დათ, რომ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი მოკ­ლან. ყო­ჩაღ მო­სა­მარ­თლე იზა კე­ლენ­ჯე­რი­ძეს, ყო­ჩაღ კო­რუმ­პი­რე­ბულ გა­ბი­ტაშ­ვილს, ქვეყ­ნის გენპ­რო­კუ­რორს, ყო­ჩაღ! ყო­ჩაღ ყვე­ლა იმ რგოლს, რომ­ლე­ბიც ჩემი შვი­ლის სიკ­ვდილ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან, მე გავ­ხდე­ბი უფრო რა­დი­კა­ლუ­რი!“ - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

კი­თხვა­ზე, ითხო­ვენ თუ არა ჩიკ­ვა­ი­ძის მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას, წე­რე­თე­ლი ფიქ­რობს, რომ „ამ მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში აზრი არ აქვს“.

"რომ მო­ვი­თხოვთ, რა შე­დე­გი? ჩვენ ად­რეც მო­ვი­თხო­ვეთ, მაგ­რამ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ესეც, მგო­ნი, კარ­გი შე­დე­გია ამ მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე მე-10 დღეა, რაც შიმ­ში­ლობს. ოჯა­ხის წევ­რებ­მა მისი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნა მას შემ­დეგ და­ი­წყეს, რაც ბრალ­დე­ბუ­ლი ცი­ხე­ში, გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­უძ­ლოდ გახ­და. კერ­ძოდ კი, ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ჩიკ­ვა­ი­ძეს ხან­გრძლი­ვი კრუნ­ჩხვა ჰქონ­და, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექი­მე­ბის ვა­რა­უ­დით, თა­ვის ტვინ­ში და­ზი­ა­ნე­ბა მოხ­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ ბიზ­ნეს­მენს არც ერთ ფეხ­ში მგრძნო­ბე­ლო­ბა არ აქვს და ის ეტ­ლით დაჰ­ყავთ.

დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ ბიზ­ნეს­მენს, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო პა­ტიმ­რო­ბით შე­ეც­ვა­ლა. 11 მარტს გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და­ა­კა­ვეს.

მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლია მისი მე­გო­ბა­რი ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლიც, თუმ­ცა, მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძემ შიმ­ში­ლო­ბა 12 მარტს და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მდგომარეობა მძიმეა, ექიმები კიდევ უფრო გართულების მოლოდინში არიან - ყოჩაღ მოსამართლეს! ყოჩაღ პროკურორებს!" - გიორგი ჩიკვაიძის დედა

"მდგომარეობა მძიმეა, ექიმები კიდევ უფრო გართულების მოლოდინში არიან - ყოჩაღ მოსამართლეს! ყოჩაღ პროკურორებს!" - გიორგი ჩიკვაიძის დედა

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის დედის, ეკა წერეთლის განცხადებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

  • როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში წერეთელი აცხადებს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, მას ადვოკატმა უთხრა, რომ ჩიკვაიძეს იგივე ჩივილები რჩება, რაც სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებამდე ჰქონდა.

წერეთლის განცხადებით, ექიმები მდგომარეობის გართულების მოლოდინში არიან, ვინაიდან ბრალდებული შიმშილობას არ წყვეტს.

"ადვოკატი გამოვიდა ციხის საავადმყოფოდან. მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ჩივილები რაც იყო, ყველაფერი გრძელდება. ეს არის შედეგი იმ მკვლელი მოსამართლეების, მკვლელი პროკურორების, რომლებიც ასეთ საქმეებს აკეთებენ, რომ ახალგაზრდა ადამიანები, ახალგაზრდა ბიზნესმენები, რომლებიც „ოცნებას“ არ ემხრობიან, ასე ნელი სიკვდილით მოკლან. ნელი სიკვდილიც არ ჰქვია ამას, ეს არის შედეგი ჩვენი ვითომ სასამართლოს, ვითომ მთავრობის და პერსონალურად იზა კელენჯერიძის ქმედების, რომელმაც ასეთი სკალარული გადაწყვეტილება მიიღო, ადამიანს გირაო უცებ შეუცვალა, გაუშვა ციხეში, რომ იქნებ მალე, რამენაირად მოკლან ციხეში.

მეტი კითხვა ადვოკატისთვის აღარ დამისვამს, მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ერთადერთი განსხვავებით იმისგან, რომ საკანში არ არის და ციხის საავადმყოფოშია. შიმშილობას აგრძელებს. ექიმები მოლოდინში არიან, რომ მდგომარეობა გართულდება, რადგან ეს ადამიანი შიმშილს არ წყვეტს. ეს მისი უფლებაა. ასეთი ნელი სიკვდილით უნდათ, რომ ახალგაზრდა ადამიანი მოკლან. ყოჩაღ მოსამართლე იზა კელენჯერიძეს, ყოჩაღ კორუმპირებულ გაბიტაშვილს, ქვეყნის გენპროკურორს, ყოჩაღ! ყოჩაღ ყველა იმ რგოლს, რომლებიც ჩემი შვილის სიკვდილში მონაწილეები არიან, მე გავხდები უფრო რადიკალური!“ - განაცხადა წერეთელმა.

კითხვაზე, ითხოვენ თუ არა ჩიკვაიძის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, წერეთელი ფიქრობს, რომ „ამ მთავრობის პირობებში აზრი არ აქვს“.

"რომ მოვითხოვთ, რა შედეგი? ჩვენ ადრეც მოვითხოვეთ, მაგრამ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ესეც, მგონი, კარგი შედეგია ამ მთავრობის პირობებში“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძე მე-10 დღეა, რაც შიმშილობს. ოჯახის წევრებმა მისი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბრალდებული ციხეში, გლდანის მე-8 დაწესებულებაში შეუძლოდ გახდა. კერძოდ კი, ოჯახის წევრების განცხადებით, ჩიკვაიძეს ხანგრძლივი კრუნჩხვა ჰქონდა, რომლის შედეგადაც, პენიტენციური დაწესებულების ექიმების ვარაუდით, თავის ტვინში დაზიანება მოხდა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულ ბიზნესმენს არც ერთ ფეხში მგრძნობელობა არ აქვს და ის ეტლით დაჰყავთ.

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.