„საზოგადოება ივერიისა“ ინიციატივითა და დაფინანსებით წიგნი-ალბომი „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა გამოიცა. ქართულ და ინგლისურ ენაზე მომზადებლ ალბომში თავმოყრილია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული ხელნაწერების შესახებ საინტერესო ინფორმაცია და ვიზუალური მასალა.
ხელნაწერთა ინსტიტუტის არქივი 10 ათასამდე ქართული ხელნაწერისა და 40 ათასამდე ისტორიული დოკუმენტისგან შედგება. მაღალპოლიგრაფიული ალბომი მათ ნაწილს აერთიანებს.
„ქართველები იმ უიშვიათეს ერებს შორის არიან, რომლებიც ქრისტიანობას საკუთარი დამწერლობით შეეგებნენ. ჩვენი დამწერლობა დაახლოებით ორ ათასწლეულს ითვლის და, აქედან გამომდირე, ანბანითა და წიგნიერებით არჭურვილი ქართველი კაცი ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფიქრობდა საკუთარ იდენტობაზე, ხვეწდა მსოფლმხედველობას და, განათლების პროცესში, უზიარებდა მას სხვებს. ეს პროცესი, როგორც ქართველების, ასევე მსგავსი ხალხების ისტორიაში, განსაკუთრებით გაამდიდრა და გააღრმავა ქრისტიანობის გავრცელებამ. ქრისტიანობამ წიგნიერებასა და ცხოვრებისეული საზრისის ძიების პროცესს უპრეცედენტო ბიძგი მისცა ჩვენი ხალხის ცხოვრებაში. ამის თვალსაჩინო დასტურია უძველესი ქართულენოვანი ხელნაწერები, რომელთა ნაწილიც ერთ ალბომად გამოიცა. ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და უმაღლესი თანამედროვე სტანდარტებით კვლევას. ვფიქრობთ, რომ წიგნი მკითხველებს თვალნათლივ დაანახებს ჩვენი საგანძურის როგორც საკრალურ, ისე მეცნიერულ მნიშვნელობას,“ - აღნიშნავენ „საზოგადოება ივერიისაში“.
წიგნის ელექტრონული ვერსია ატვირთულია „საზოგადოება ივერიისას“ ვებგვერდზე და მისი გადმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
რაც შეეხება თავად „საზოგადოება ივერიისას“, მან საქმიანობა მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ტაძრის მშენებლობაში საზოგადოების გაერთიანებით დაიწყო. ის 2010 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელებაშია ჩართული. საზოგადოების საქმიანობის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული ფასეულობების წარმოჩენას, გაცნობიერებასა და ფართო საზოგადოებაში მათ კომუნიკაციას.
„საზოგადოება ივერიისა“ მის მიერ უკვე განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტებით ადამიანებს საშუალებას აძლევს, ქვეყნისა და ერისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეში ჩაერთონ ნებისმიერი ოდენობის თანხის გაღებით.
შემოწირულების გაღება შესაძლებელია სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით ან მითითებულ ნომერზე 0901777777 დარეკვით. ზარის ღირებულება 1 ლარია.
გიზიარებთ ანგარიშის ნომრებს:
R