სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რთულია ნაწამები და მოკლული კაცის შვილის ფორმატში აქ ჯდომა.. თუმცა თავაწეული ვზივარ ამ სავარძელში, რომელსაც სიმართლის სკამად მოვნათლავდი" - ბესიკ ხარძიანის შვილი
"რთულია ნაწამები და მოკლული კაცის შვილის ფორმატში აქ ჯდომა.. თუმცა თავაწეული ვზივარ ამ სავარძელში, რომელსაც სიმართლის სკამად მოვნათლავდი" - ბესიკ ხარძიანის შვილი

მე ამა­ყი ვარ, რომ თა­ვა­წე­უ­ლი ვზი­ვარ ამ სა­ვარ­ძელ­ში და ამ სა­ვარ­ძელს სი­მარ­თლის სკა­მად მოვ­ნათ­ლავ­დი, არ ვზი­ვარ საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე და ამის­თვის მად­ლო­ბა მა­მა­ჩემს! - კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ ოპო­ზი­ცია, ის ვაჟ­ბა­ტო­ნე­ბი და ქალ­ბა­ტო­ნე­ბი აქ ყო­ფი­ლიყ­ვნენ დღეს. მა­ინ­ტე­რე­სებს, რამ­დე­ნად ექ­ნე­ბო­დათ გამ­ბე­და­ო­ბა, რომ ჩემ­თვის თვა­ლებ­ში შე­ე­ხე­დათ! - ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის შვილ­მა, ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ან­მა პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღის წეს­რი­გის თა­ნახ­მად, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე „ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლი­სა და წა­მე­ბის ერთ-ერთ საქ­მეს (ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნი) გა­ნი­ხი­ლა­ვენ.”

  • რო­გორც სხდო­მა­ზე ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ის მზად არის აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის კი­თხვებს უპა­სუ­ხოს.

"სწო­რი არ იქ­ნე­ბა, რომ ჩემი დღე­ვან­დე­ლი სი­ტყვა გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბით არ და­ვი­წყო. მად­ლო­ბა იმის­თვის, რომ რო­გორც იქნა ეს კო­მი­სია შე­იქ­მნა. ჩვენ, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ჟი­მის დროს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი ამ დღეს დიდი ხანი ვე­ლო­დით და რო­გორც იქნა, დად­გა და ისევ ვი­ტყო­დი, რომ „სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს!“.

ასე­ვე, მად­ლო­ბა იმის­თვის, რომ მა­მა­ჩე­მის, ბესო ხარ­ძი­ა­ნის სა­ხე­ლი, გვა­რი და მისი პი­როვ­ნე­ბა მოხ­ვდა იმ სი­ა­ში და რა თქმა უნდა, შემ­თხვე­ვით არ მოხ­ვედ­რი­ლა მისი მძი­მე ის­ტო­რი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ერ­თის მხრივ, ძა­ლი­ან რთუ­ლია ნა­წა­მე­ბი და შემ­დეგ უკვე მოკ­ლუ­ლი კა­ცის შვი­ლის ფორ­მატ­ში აქ ჯდო­მა და ამა­ზე თქვენ წი­ნა­შე სა­უ­ბა­რი, ძა­ლი­ან რთუ­ლია, ხოლო, მე­ო­რე მხრივ - მე ამა­ყი ვარ, რომ თა­ვა­წე­უ­ლი ვზი­ვარ ამ სა­ვარ­ძელ­ში და მე ამ სა­ვარ­ძელს სი­მარ­თლის სკა­მად მოვ­ნათ­ლავ­დი, არ ვზი­ვარ საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე და ამის­თვის მად­ლო­ბა მა­მა­ჩემს, რომ, დღეს მე ბესო ხარ­ძი­ა­ნის სი­მარ­თლეს წარ­მო­ვად­გენ. ჩემ ყვე­ლა სი­ტყვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვარ, რო­გორც ამ შე­ნო­ბა­ში, ისე ამ შე­ნო­ბის გა­რეთ.

ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ თქვე­ნი კო­ლე­გა ოპო­ნენ­ტე­ბი, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ოპო­ზი­ცია - ის ვაჟ­ბა­ტო­ნე­ბი და ქალ­ბა­ტო­ნე­ბი აქ ყო­ფი­ლიყ­ვნენ დღეს; ეს ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და იმი­ტომ, რომ პირ­ველ რიგ­ში, მა­ინ­ტე­რე­სებს, რამ­დე­ნად ექ­ნე­ბო­დათ იმის გამ­ბე­და­ო­ბა, ჩემ­თვის თვა­ლებ­ში შე­ე­ხე­დათ და ჩვენ­ნა­ი­რი ხალ­ხის­თვის, რომ­ლე­ბიც აქ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მრავ­ლად მოვ­ლენ და ბევ­რი არი­ან ქვე­ყა­ნა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მაგ­რამ მათ ამის გამ­ბე­და­ო­ბა, რა თქმა უნდა, არ ჰყოფ­ნით და ფაქ­ტი სა­ხე­ზეა. ბევ­რი კი­თხვა მექ­ნე­ბო­და მათ­თან და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ისი­ნი ამ კი­თხვებ­ზე პა­სუხს ვერ გამ­ცემ­დნენ.

არ მინ­და, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ვა­კე­თო და დღეს აქ, ამის­თვის არ ვარ, მაგ­რამ დღეს ისი­ნი ჩემ­ნა­ი­რი გოგო-ბი­ჭე­ბის, ახალ­გაზ­რდა, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის, ჩემ თავს ახალ­გაზ­რდას ვე­ძა­ხი, მათი სის­ხლის მო­წამ­ვლით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით, სამ­წუ­ხა­როდ! მე მათ მდგო­მა­რე­ო­ბას ვი­ზი­ა­რებ. დღე­ვან­დე­ლი ჩემი ფორ­მა­ტი და მდგო­მა­რე­ო­ბა მირ­ჩევ­ნია მათ მდგო­მა­რე­ო­ბას, თუნ­დაც პო­ლი­ტი­კურს, თუნ­დაც ადა­მი­ა­ნურს. პრინ­ციპ­ში, ეს არის ჩემი შე­სა­ვა­ლი სი­ტყვა. და­ნარ­ჩენ­ზე, კი­თხვა პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში იქ­ნე­ბა, თუ ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად, ვეც­დე­ბი, რომ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლო თქვე­ნი კი­თხვე­ბი და ღირ­სე­უ­ლი პა­სუ­ხი გავ­ცე“, - გა­ნა­ცხა­და ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ან­მა.

  • ცნო­ბის­თვის, ბიზ­ნეს­მე­ნი ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი 2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ის პა­ტიმ­რო­ბი­დან 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ხარ­ძი­ა­ნი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ამ პე­რი­ოდ­ში მას კუს ტბის წი­ლე­ბი ზე­წო­ლით და­ათ­მო­ბი­ნეს. 2015 წლის 28 მარტს კი, ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ სა­დარ­ბა­ზო­ში მოკ­ლეს. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლად 2016 წლის იან­ვარ­ში გა­მო­ა­ცხა­და. ბიზ­ნეს­მენ ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის, შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ორი პირი - უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, 1985 წლის 29 მა­ისს და­ბა­დე­ბუ­ლი ფა­რიდ გურ­ბა­ნო­ვი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე, 1973 წლის 4 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ოლეგ დო­ე­ვი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და ორი­ვე მათ­განს და­უს­წრებ­ლად, 19-19 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"რთულია ნაწამები და მოკლული კაცის შვილის ფორმატში აქ ჯდომა.. თუმცა თავაწეული ვზივარ ამ სავარძელში, რომელსაც სიმართლის სკამად მოვნათლავდი" - ბესიკ ხარძიანის შვილი

"რთულია ნაწამები და მოკლული კაცის შვილის ფორმატში აქ ჯდომა.. თუმცა თავაწეული ვზივარ ამ სავარძელში, რომელსაც სიმართლის სკამად მოვნათლავდი" - ბესიკ ხარძიანის შვილი

მე ამაყი ვარ, რომ თავაწეული ვზივარ ამ სავარძელში და ამ სავარძელს სიმართლის სკამად მოვნათლავდი, არ ვზივარ საბრალდებო სკამზე და ამისთვის მადლობა მამაჩემს! - კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიცია, ის ვაჟბატონები და ქალბატონები აქ ყოფილიყვნენ დღეს. მაინტერესებს, რამდენად ექნებოდათ გამბედაობა, რომ ჩემთვის თვალებში შეეხედათ! - ამის შესახებ გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის შვილმა, ბესარიონ ხარძიანმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ დღის წესრიგის თანახმად, დღევანდელ სხდომაზე „ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთ საქმეს (ბესარიონ ხარძიანი) განიხილავენ.”

  • როგორც სხდომაზე ბესარიონ ხარძიანმა განაცხადა, ის მზად არის აღნიშნულ საკითხზე საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხოს.

"სწორი არ იქნება, რომ ჩემი დღევანდელი სიტყვა გულწრფელი მადლობით არ დავიწყო. მადლობა იმისთვის, რომ როგორც იქნა ეს კომისია შეიქმნა. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებული ოჯახები ამ დღეს დიდი ხანი ველოდით და როგორც იქნა, დადგა და ისევ ვიტყოდი, რომ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“.

ასევე, მადლობა იმისთვის, რომ მამაჩემის, ბესო ხარძიანის სახელი, გვარი და მისი პიროვნება მოხვდა იმ სიაში და რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მოხვედრილა მისი მძიმე ისტორიებიდან გამომდინარე. ერთის მხრივ, ძალიან რთულია ნაწამები და შემდეგ უკვე მოკლული კაცის შვილის ფორმატში აქ ჯდომა და ამაზე თქვენ წინაშე საუბარი, ძალიან რთულია, ხოლო, მეორე მხრივ - მე ამაყი ვარ, რომ თავაწეული ვზივარ ამ სავარძელში და მე ამ სავარძელს სიმართლის სკამად მოვნათლავდი, არ ვზივარ საბრალდებო სკამზე და ამისთვის მადლობა მამაჩემს, რომ, დღეს მე ბესო ხარძიანის სიმართლეს წარმოვადგენ. ჩემ ყველა სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ, როგორც ამ შენობაში, ისე ამ შენობის გარეთ.

ძალიან კარგი იქნებოდა, რომ თქვენი კოლეგა ოპონენტები, მხედველობაში მაქვს ოპოზიცია - ის ვაჟბატონები და ქალბატონები აქ ყოფილიყვნენ დღეს; ეს ძალიან კარგი იქნებოდა იმიტომ, რომ პირველ რიგში, მაინტერესებს, რამდენად ექნებოდათ იმის გამბედაობა, ჩემთვის თვალებში შეეხედათ და ჩვენნაირი ხალხისთვის, რომლებიც აქ, დარწმუნებული ვარ, მრავლად მოვლენ და ბევრი არიან ქვეყანაში, სამწუხაროდ, მაგრამ მათ ამის გამბედაობა, რა თქმა უნდა, არ ჰყოფნით და ფაქტი სახეზეა. ბევრი კითხვა მექნებოდა მათთან და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ კითხვებზე პასუხს ვერ გამცემდნენ.

არ მინდა, პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო და დღეს აქ, ამისთვის არ ვარ, მაგრამ დღეს ისინი ჩემნაირი გოგო-ბიჭების, ახალგაზრდა, მომავალი თაობის, ჩემ თავს ახალგაზრდას ვეძახი, მათი სისხლის მოწამვლით არიან დაკავებულები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სამწუხაროდ! მე მათ მდგომარეობას ვიზიარებ. დღევანდელი ჩემი ფორმატი და მდგომარეობა მირჩევნია მათ მდგომარეობას, თუნდაც პოლიტიკურს, თუნდაც ადამიანურს. პრინციპში, ეს არის ჩემი შესავალი სიტყვა. დანარჩენზე, კითხვა პასუხის რეჟიმში იქნება, თუ ქრონოლოგიურად, ვეცდები, რომ დავაკმაყოფილო თქვენი კითხვები და ღირსეული პასუხი გავცე“, - განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.

  • ცნობისთვის, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ის პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა.

ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს. 2015 წლის 28 მარტს კი, ბესიკ ხარძიანი თბილისში, საკუთარ სადარბაზოში მოკლეს. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე გახსნილად 2016 წლის იანვარში გამოაცხადა. ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის, შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი პირი - უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ფარიდ გურბანოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს დაუსწრებლად, 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.