სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"600 დოლარად გამყიდეს... ბიოლოგიური დედა მიმტკიცებს, რომ გარდაცვლილი ვეგონე" - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც ბიოლოგიური ოჯახი იპოვა
"600 დოლარად გამყიდეს... ბიოლოგიური დედა მიმტკიცებს, რომ გარდაცვლილი ვეგონე" - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც ბიოლოგიური ოჯახი იპოვა

"დიახ მე ვი­პო­ვე დედა, დიდი მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, რად­გან პოს­ტებს რომ ვდებ­დი, მამ­ხნე­ვებ­დით.მად­ლო­ბა ადა­მი­ა­ნებს, უდი­დე­სი და კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის, რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ.ყვე­ლამ გა­ი­კე­თეთ ტეს­ტი, გთხოვთ... ემო­ცი­ებ­ში ვარ და არ ვიცი, რას ვწერ", - და­წე­რა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნამ ჯგუფ­ში "ვე­ძებ", მა­რი­ამ მგზავ­რი­ძემ. ის დღეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, რად­გან დაგ­რო­ვილ კი­თხვებს პა­სუ­ხი გას­ცა და თა­ვის ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახს მი­აგ­ნო.

მა­რი­ა­მი ბა­თუმ­ში მშვი­ლე­ბელ დე­დას­თან და თა­ვის პა­ტა­რას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ეს­ვა წერ­ტი­ლი ამ ამ­ბავს და ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა და დები იპო­ვა. თურ­მე ისი­ნიც აჭარ­ლე­ბი არი­ან და ბა­თუმ­ში ცხოვ­რობ­დნენ. ერთხელ, მათი გზე­ბი გა­და­იკ­ვე­თა კი­დეც, თუმ­ცა მა­შინ არც იცო­და, რომ ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახს შეხ­ვდა.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს მა­რი­ამ მგზავ­რი­ძეს­თან, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს გვი­ამ­ბობს.- მა­რი­ამ, გვი­ამ­ბეთ თქვენ­ზე, რო­დის გა­გიჩ­ნდათ ეჭვი, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი იყა­ვით?

- 12 აპ­რილს 28 წლის ვხვდე­ბი, ჩემი და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა 12 აპ­რილს გა­ტარ­და და ყო­ველ წელს, და­ბა­დე­ბის დღეს ამ რი­ცხვში აღ­ვნიშ­ნავ-ხოლ­მე. ახლა ვი­გებ, რომ თურ­მე 5 აპ­რილს და­ვი­ბა­დე. წელს პირ­ვე­ლად, 5 აპ­რილს ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა აპი­რებს, რომ და­ბა­დე­ბის დღე გა­და­მი­ხა­დოს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ვა­გე­ნი ჩემს ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახს, მათ ამ­დე­ნი წე­ლია ვე­ძებ.

თურ­მე დე­დის მე­ხუ­თე შვი­ლი ვარ, მე­ხუ­თე გო­გო­ნა. ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა მიმ­ტკი­ცებს, რომ მას გარ­დაც­ვლი­ლი ვე­გო­ნე და ამ დრომ­დე, რო­გორც მიც­ვა­ლე­ბულს, ისე მო­მიხ­სე­ნი­ებ­და. მე­უბ­ნე­ბა, რომ სხვა ადა­მი­ან­მა გა­მაშ­ვი­ლა ისე, რომ ეს მან არ იცო­და და თვი­თონ ის და­არ­წმუ­ნეს, თით­ქოს გარ­დაც­ვლი­ლი ვი­ყა­ვი.

ჩემი გამ­ზრდე­ლი დედა კი ამ­ბობს, რომ 600 დო­ლა­რად მი­ყი­და, ამ ფას­ში იმი­ტომ მოხ­და გაშ­ვი­ლე­ბა, რომ დღე­ნაკ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი, თო­რემ იმ დროს ბიჭი 800 დო­ლა­რი ღირ­და და გოგო 700 დო­ლა­რიო.

მე ძა­ლი­ან კარგ გა­რე­მო­ში გა­ვი­ზარ­დე, ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი მშობ­ლე­ბი მყავ­და. მამა 14 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. 16 წლის ასაკ­ში გავ­თხოვ­დი, ჩემი მე­უღ­ლე ჩვენს სახ­ლში ცხოვ­რობ­და და ცუ­დად რომ მექ­ცე­ო­და, დედა ხში­რად აძ­ლევ­და შე­ნიშ­ვნებს. შემ­დეგ გა­ვი­გე, თურ­მე ჩემ­მა გამ­ზრდელ­მა დე­დამ ერთ დღეს ყვე­ლა­ფე­რი უამ­ბო ჩემს ქმარს, უთხრა, მა­რი­ა­მი ნაშ­ვი­ლე­ბი მყავს, ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბი, ფა­ქი­ზად გავ­ზარ­დე და არ მინ­და, მის თვალ­ზე ცრემ­ლე­ბი ვნა­ხოო, მი­თხა­რი თუ რამე პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა, მე უკეთ ვიცი ჩემი შვი­ლი და ავუხ­სნი, შეგ­ნე­ბუ­ლი გო­გოა და ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებ­სო. ეს მისი სა­ი­დუმ­ლო გა­ან­დო დე­დამ მას, მაგ­რამ ის მა­ინც აგ­რძე­ლებ­და ცუ­დად მოქ­ცე­ვას და როცა გა­დავ­წყვი­ტე დავ­შო­რე­ბო­დი, გა­ბო­რო­ტე­ბულ­მა მო­მა­ძა­ხა, შენ აყ­ვა­ნი­ლი ხარ, დე­და­შე­ნის შვი­ლი არ ხარ და მას არ უყ­ვარ­ხა­რო.

რა თქმა უნდა, მისი ეს სი­ტყვე­ბი ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, რად­გან მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი მშობ­ლე­ბი მყავს და ისე მზრუნ­ვე­ლობ­დნენ ჩემ­ზე, ვერც კი ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ეს სი­მარ­თლე იყო. ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, დე­ი­დას და ბი­ძას ვუ­თხა­რი, აეხ­სნათ, ეს ინ­ფორ­მა­ცია ნამ­დვი­ლი იყო, თუ - არა. სხვა გზა არ ჰქონ­დათ, რად­გან ვი­ცო­დი, გა­მო­მი­ტყდნენ და მი­თხრეს, ნაშ­ვი­ლე­ბი ხარო. ამის მერე, სულ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბა­ში ვი­ყა­ვი. ჯერ მო­მიგ­ზავ­ნეს ვი­ღაც ქალი, რო­მელ­მაც და­იბ­რა­ლა ჩემი დე­დო­ბა. მას უნ­დო­და ჩემი გამ­ზრდე­ლი დედა მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა. რა მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებ­და იმ ქალს, დღემ­დე არ ვიცი. რო­გორც ვარ­კვევ, მას ჩემს ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­თან სი­ახ­ლო­ვე ჰქონ­და და მიმ­ტკი­ცებ­და დე­და­შე­ნი ვარო. მერე გა­ვი­და რა­ღაც პე­რი­ო­დი და თქვა, რომ თა­ვი­სი შვი­ლი იპო­ვა, მე მი­თხრა მა­პა­ტიე, შე­მე­შა­ლეო და წა­ვი­და, თით­ქოს ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლი იყოს. სულ ვე­ძებ­დი, მაგ­რამ მერე შევ­წყვი­ტე ძებ­ნა, იმი­ტომ, რომ და­ვი­ღა­ლე, ძებ­ნით ვე­რა­ნა­ირ კვალ­ზე ვერ გავ­დი­ო­დი.

- გამ­ზრდე­ლი დედა რას გიყ­ვე­ბო­დათ?

- გამ­ზრდე­ლი დედა მიყ­ვე­ბა ასეთ ის­ტო­რი­ას, რომ ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დის­თვის მე­ხუ­თე შვი­ლი იყა­ვი, რომ მათ ეკო­ნო­მი­კუ­რად ძა­ლი­ან უჭირ­დათ და 600 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და და წა­მო­მიყ­ვა­ნა, სხვა დე­ტა­ლე­ბი მან არ იცო­და. იმა­საც ამ­ბობს, 12 აპ­რილს და­ბა­დე­ბუ­ლად კი გა­გა­ტა­რე, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ხარ და­ბა­დე­ბუ­ლიო, რად­გან ჭიპ­ლა­რიც ჩვენ­თან, სახ­ლში მოგძვრაო.

უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სი მქონ­და გა­მე­გო ვინ ვი­ყა­ვი, მყავ­და თუ არა დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, ვინ იყ­ვნენ ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი. რა­ღაც პე­რი­ო­დი ცოტა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც შე­მექ­მნა ამ ნერ­ვი­უ­ლო­ბის ფონ­ზე და სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც მოვ­ხვდი....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"600 დოლარად გამყიდეს... ბიოლოგიური დედა მიმტკიცებს, რომ გარდაცვლილი ვეგონე" - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც ბიოლოგიური ოჯახი იპოვა

"600 დოლარად გამყიდეს... ბიოლოგიური დედა მიმტკიცებს, რომ გარდაცვლილი ვეგონე" - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც ბიოლოგიური ოჯახი იპოვა

"დიახ მე ვიპოვე დედა, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რადგან პოსტებს რომ ვდებდი, მამხნევებდით.მადლობა ადამიანებს, უდიდესი და კეთილი საქმეებისთვის, რასაც ისინი აკეთებენ.ყველამ გაიკეთეთ ტესტი, გთხოვთ... ემოციებში ვარ და არ ვიცი, რას ვწერ", - დაწერა ახალგაზრდა გოგონამ ჯგუფში "ვეძებ", მარიამ მგზავრიძემ. ის დღეს ძალიან ბედნიერია, რადგან დაგროვილ კითხვებს პასუხი გასცა და თავის ბიოლოგიურ ოჯახს მიაგნო.

მარიამი ბათუმში მშვილებელ დედასთან და თავის პატარასთან ერთად ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ დაესვა წერტილი ამ ამბავს და ბიოლოგიური დედა და დები იპოვა. თურმე ისინიც აჭარლები არიან და ბათუმში ცხოვრობდნენ. ერთხელ, მათი გზები გადაიკვეთა კიდეც, თუმცა მაშინ არც იცოდა, რომ ბიოლოგიურ ოჯახს შეხვდა.

გთავაზობთ ინტერვიუს მარიამ მგზავრიძესთან, რომელიც თავისი ცხოვრების დეტალებს გვიამბობს.- მარიამ, გვიამბეთ თქვენზე, როდის გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ნაშვილები იყავით?

- 12 აპრილს 28 წლის ვხვდები, ჩემი დაბადების მოწმობა 12 აპრილს გატარდა და ყოველ წელს, დაბადების დღეს ამ რიცხვში აღვნიშნავ-ხოლმე. ახლა ვიგებ, რომ თურმე 5 აპრილს დავიბადე. წელს პირველად, 5 აპრილს ჩემი ბიოლოგიური დედა აპირებს, რომ დაბადების დღე გადამიხადოს.

რამდენიმე დღის წინ მივაგენი ჩემს ბიოლოგიურ ოჯახს, მათ ამდენი წელია ვეძებ.

თურმე დედის მეხუთე შვილი ვარ, მეხუთე გოგონა. ბიოლოგიური დედა მიმტკიცებს, რომ მას გარდაცვლილი ვეგონე და ამ დრომდე, როგორც მიცვალებულს, ისე მომიხსენიებდა. მეუბნება, რომ სხვა ადამიანმა გამაშვილა ისე, რომ ეს მან არ იცოდა და თვითონ ის დაარწმუნეს, თითქოს გარდაცვლილი ვიყავი.

ჩემი გამზრდელი დედა კი ამბობს, რომ 600 დოლარად მიყიდა, ამ ფასში იმიტომ მოხდა გაშვილება, რომ დღენაკლული ვიყავი, თორემ იმ დროს ბიჭი 800 დოლარი ღირდა და გოგო 700 დოლარიო.

მე ძალიან კარგ გარემოში გავიზარდე, ძალიან მზრუნველი მშობლები მყავდა. მამა 14 წლის წინ გარდაიცვალა. 16 წლის ასაკში გავთხოვდი, ჩემი მეუღლე ჩვენს სახლში ცხოვრობდა და ცუდად რომ მექცეოდა, დედა ხშირად აძლევდა შენიშვნებს. შემდეგ გავიგე, თურმე ჩემმა გამზრდელმა დედამ ერთ დღეს ყველაფერი უამბო ჩემს ქმარს, უთხრა, მარიამი ნაშვილები მყავს, ნალოლიავები, ფაქიზად გავზარდე და არ მინდა, მის თვალზე ცრემლები ვნახოო, მითხარი თუ რამე პრობლემა იქნება, მე უკეთ ვიცი ჩემი შვილი და ავუხსნი, შეგნებული გოგოა და ყველაფერს გაიგებსო. ეს მისი საიდუმლო გაანდო დედამ მას, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა ცუდად მოქცევას და როცა გადავწყვიტე დავშორებოდი, გაბოროტებულმა მომაძახა, შენ აყვანილი ხარ, დედაშენის შვილი არ ხარ და მას არ უყვარხარო.

რა თქმა უნდა, მისი ეს სიტყვები ძალიან გამიკვირდა, რადგან მართლა ძალიან კარგი მშობლები მყავს და ისე მზრუნველობდნენ ჩემზე, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ეს სიმართლე იყო. ეს ამბავი რომ გავიგე, დეიდას და ბიძას ვუთხარი, აეხსნათ, ეს ინფორმაცია ნამდვილი იყო, თუ - არა. სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან ვიცოდი, გამომიტყდნენ და მითხრეს, ნაშვილები ხარო. ამის მერე, სულ ბიოლოგიური მშობლების ძიებაში ვიყავი. ჯერ მომიგზავნეს ვიღაც ქალი, რომელმაც დაიბრალა ჩემი დედობა. მას უნდოდა ჩემი გამზრდელი დედა მიმეტოვებინა. რა მიზანი ამოძრავებდა იმ ქალს, დღემდე არ ვიცი. როგორც ვარკვევ, მას ჩემს ბიოლოგიურ ოჯახთან სიახლოვე ჰქონდა და მიმტკიცებდა დედაშენი ვარო. მერე გავიდა რაღაც პერიოდი და თქვა, რომ თავისი შვილი იპოვა, მე მითხრა მაპატიე, შემეშალეო და წავიდა, თითქოს ეს უმნიშვნელო დეტალი იყოს. სულ ვეძებდი, მაგრამ მერე შევწყვიტე ძებნა, იმიტომ, რომ დავიღალე, ძებნით ვერანაირ კვალზე ვერ გავდიოდი.

- გამზრდელი დედა რას გიყვებოდათ?

- გამზრდელი დედა მიყვება ასეთ ისტორიას, რომ ბიოლოგიური დედისთვის მეხუთე შვილი იყავი, რომ მათ ეკონომიკურად ძალიან უჭირდათ და 600 დოლარი გადაიხადა და წამომიყვანა, სხვა დეტალები მან არ იცოდა. იმასაც ამბობს, 12 აპრილს დაბადებულად კი გაგატარე, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე ხარ დაბადებულიო, რადგან ჭიპლარიც ჩვენთან, სახლში მოგძვრაო.

უბრალოდ, ძალიან დიდი ინტერესი მქონდა გამეგო ვინ ვიყავი, მყავდა თუ არა დედმამიშვილები, ვინ იყვნენ ჩემი ბიოლოგიური მშობლები. რაღაც პერიოდი ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემებიც შემექმნა ამ ნერვიულობის ფონზე და საავადმყოფოშიც მოვხვდი....წაიკითხეთ სრულად