სომხეთის ნაკრებთან სტუმრად დამაჯერებლად მოგებული მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ ისაუბრა:
"როგორც ვიცი, ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში მის თამაშს, ალბათ, არ გავრისკავთ. ბოლო დროს გუნდში კარგი იყო და დღესაც კარგად ითამაშა.
ჩვენ გავარჩიეთ სომხეთის ნაკრების თამაში და ვიცოდით, მიქაუტაძეს თავისუფალი სივრცეები შეექნებოდა. მან ეს გამოიყენა და ისე ითამაშა, როგორც ამას ბოლო დროს კლუბში ვხედავთ. შემოდგომაზე სტარტი გვიჭირდა და დღეს აქცენტი ამის შეცვლასა და მეტ დისციპლინაზე გავაკეთეთ. ასეთ დროს საგოლე მომენტების გამოყენება მნიშვნელოვანია. ამან თავდაჯერება შეგვმატა, მეტოქე კი გატყდა....წაიკითხეთ ვრცლად