სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა რომ შევალ, ვეტყვი - გაგასწარი და ვნახავ, რას მიპასუხებს" - რა თქვა გიორგი მიქაუტაძემ "კვარას" შესახებ სომხეთთან მატჩის შემდეგ
"ახლა რომ შევალ, ვეტყვი -  გაგასწარი და ვნახავ, რას მიპასუხებს" - რა თქვა გიორგი მიქაუტაძემ "კვარას" შესახებ სომხეთთან მატჩის შემდეგ

გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ სომ­ხეთ­თან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი დუბ­ლის შემ­დეგ, ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გა­და­ას­წრო. მატ­ჩის შემ­დეგ მას ჰკი­თხეს, თუ ხუმ­რო­ბენ უკვე ამ თე­მა­ზე ის და "კვა­რა", რა­ზეც მი­ქა­უ­ტა­ძემ ასე უპა­სუ­ხა:

"არა, ჯერ არა, ახლა რო შე­ვალ ვე­ტყვი - გა­გას­წა­რი და ვნა­ხავ რას მი­პა­სუ­ხებს".

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი ადრე "აიაქსს" წვრთნი­და და სწო­რედ მან არ მის­ცა გი­ორ­გის "აიაქსში" თა­ვის გა­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც მი­ქა­უ­ტა­ძის­თვის სომ­ხეთ­თან მატჩში და­მა­ტე­ბით მო­ტი­ვა­ცია იყო.

"კი, ყო­ფი­ლი მწვრთნე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­ში იყო და­მა­ტე­ბით მო­ტი­ვა­ცია, მაგ­რამ არ ვი­ფიქ­რე მა­გა­ზე, მარ­ტო მო­გე­ბა მინ­დო­და მეც და ყვე­ლას, კარ­გი თა­მა­ში ჩა­ვა­ტა­რეთ.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გულ­შე­მატ­კი­ვარს აქ ჩა­მოს­ვლის­თვის", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან".

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა ერე­ვან­ში სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბი დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით, ან­გა­რი­შით 0-3 და­ა­მარ­ცხა.

მატ­ჩის 33-ე წუთ­ზე გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლის გა­და­ცე­მით ისარ­გებ­ლა და ან­გა­რი­ში გახ­სნა, მა­ლე­ვე, 37-ე წუთ­ზე მა­მარ­დაშ­ვი­ლის პა­სით გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ ან­გა­რი­ში გა­ზარ­და.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რის­თვის ეს არის კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლი სა­გო­ლე გა­და­ცე­მა.

59-ე წუთ­ზე მი­ქა­უ­ტა­ძემ ამ­ჯე­რად გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძის პასი აქ­ცია გო­ლად, დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა და ან­გა­რი­ში 0-3 გახ­და. მატ­ჩის დარ­ჩე­ნილ წუ­თებ­ში ან­გა­რი­ში აღარ შეც­ვლი­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ახლა რომ შევალ, ვეტყვი - გაგასწარი და ვნახავ, რას მიპასუხებს" - რა თქვა გიორგი მიქაუტაძემ "კვარას" შესახებ სომხეთთან მატჩის შემდეგ

"ახლა რომ შევალ, ვეტყვი -  გაგასწარი და ვნახავ, რას მიპასუხებს" - რა თქვა გიორგი მიქაუტაძემ "კვარას" შესახებ სომხეთთან მატჩის შემდეგ

გიორგი მიქაუტაძემ სომხეთთან შესრულებული დუბლის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით ხვიჩა კვარაცხელიას გადაასწრო. მატჩის შემდეგ მას ჰკითხეს, თუ ხუმრობენ უკვე ამ თემაზე ის და "კვარა", რაზეც მიქაუტაძემ ასე უპასუხა:

"არა, ჯერ არა, ახლა რო შევალ ვეტყვი - გაგასწარი და ვნახავ რას მიპასუხებს".

  • აღსანიშნავია, რომ სომხეთის ნაკრების მწვრთნელი ადრე "აიაქსს" წვრთნიდა და სწორედ მან არ მისცა გიორგის "აიაქსში" თავის გამოჩენის შესაძლებლობა, რაც მიქაუტაძისთვის სომხეთთან მატჩში დამატებით მოტივაცია იყო.

"კი, ყოფილი მწვრთნელის წინააღმდეგ თამაში იყო დამატებით მოტივაცია, მაგრამ არ ვიფიქრე მაგაზე, მარტო მოგება მინდოდა მეც და ყველას, კარგი თამაში ჩავატარეთ.

მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს აქ ჩამოსვლისთვის", - აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან".

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერევანში სომხეთის ნაკრები დიდი უპირატესობით, ანგარიშით 0-3 დაამარცხა.

მატჩის 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა ოთარ კიტეიშვილის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, მალევე, 37-ე წუთზე მამარდაშვილის პასით გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაზარდა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარისთვის ეს არის კარიერაში პირველი საგოლე გადაცემა.

59-ე წუთზე მიქაუტაძემ ამჯერად გიორგი ჩაკვეტაძის პასი აქცია გოლად, დუბლი შეასრულა და ანგარიში 0-3 გახდა. მატჩის დარჩენილ წუთებში ანგარიში აღარ შეცვლილა.