მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოველ მე-2 ადამიანს სჯერა, რომ ოჯახში ბოლო სიტყვა კაცს ეკუთვნის, ბავშვზე ზრუნვა კი დედის პასუხისმგებლობაა - საქართველო და გენდერული სტერეოტიპები: უახლესი კვლევა
ყოველ მე-2 ადამიანს სჯერა, რომ ოჯახში ბოლო სიტყვა კაცს ეკუთვნის, ბავშვზე ზრუნვა კი დედის პასუხისმგებლობაა - საქართველო და გენდერული სტერეოტიპები: უახლესი კვლევა

გა­მოქ­ვეყ­ნდა გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი უახ­ლე­სი კვლე­ვის “გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის კვლე­ვა (GEAS) 2024” ძი­რი­თა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2024 წელს, გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დაკ­ვე­თით ჩა­ტარ­და. კვლე­ვამ შე­ის­წავ­ლა, რამ­დე­ნა­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ის დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში გენ­დერულ უთა­ნას­წო­რო­ბას უწყობს ხელს.

გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, თით­ქმის ყვე­ლა 16 წელ­ზე უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში (95%) იზი­ა­რებს მი­ნი­მუმ ერთ გენ­დერულ სტე­რე­ო­ტიპს ქალ­თა და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ, 75% -ზე მეტი კი - ქალ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის და ოჯახ­ში რო­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამას გარ­და, ქა­ლე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბი, და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ემ­ხრო­ბი­ან გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბას და მხარს უჭე­რენ ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბას.

რო­გორც კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, მი­ღე­ბულ­მა შე­დე­გებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა გან­სხვა­ვე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის აღ­ქმას შო­რის, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე უფრო პროგ­რე­სუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში, იმის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რა­საც, მათი აღ­ქმით, მათ და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რებ­თა უმე­ტე­სო­ბა ფიქ­რობს.

  • კვლე­ვა 2024 წლის იან­ვრი­დან თე­ბერ­ვლამ­დე პე­რი­ოდ­ში, გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დაკ­ვე­თით, CRRC-სა­ქარ­თვე­ლომ ჩა­ა­ტა­რა. კვლე­ვის მე­თო­დო­ლო­გია ეფუძ­ნე­ბა გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და გა­ე­როს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის უწყე­ბის Unstereotype Alliance-ის გა­მო­კი­თხვას გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 20 ქვე­ყა­ნა­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბა.

კვლე­ვის კი­თხვა­რი შე­ე­ხე­ბო­და გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ნორ­მებს 10 სფე­რო­ში: გა­ნათ­ლე­ბა, სამ­სა­ხუ­რი და და­საქ­მე­ბა, ლი­დე­რო­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ქორ­წი­ნე­ბა და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა და ძა­ლა­დო­ბა, ჯან­დაც­ვა, კონ­ტრო­ლი სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე, კონ­ტრო­ლი პი­რად ფი­ნან­სებ­ზე, წვდო­მა ფი­ზი­კურ ქო­ნე­ბა­ზე და მო­მავ­ლის იდე­ა­ლე­ბი.

გთა­ვა­ზობთ კვლე­ვის შე­დე­გებს ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით:

  • და­საქ­მე­ბა - მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და­საქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა (83%) ეთან­ხმე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შაო სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ქა­ლის­თვის, იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თუმ­ცა თით­ქმის ყო­ველ მე­ო­რე ადა­მი­ანს (48%) მი­აჩ­ნია, რომ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის სიმ­წი­რის შემ­თხვე­ვა­ში კა­ცე­ბის და­საქ­მე­ბა უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია.

მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას (75%) სჯე­რა, რომ არ­სე­ბობს პრო­ფე­სი­ე­ბი, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბაც ქა­ლებს არ შე­უძ­ლი­ათ. ასე­ვე, ყო­ვე­ლი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი (54%) ფიქ­რობს, რომ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში სა­მუ­შაო ქა­ლებს უფრო მე­ტად შე­ე­ფე­რე­ბათ. მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა ეთან­ხმე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ ქა­ლე­ბი ნაკ­ლებს უნდა მუ­შა­ობ­დნენ, ოჯახ­ზე ზრუნ­ვას (71%) კი მეტ დროს უთ­მობ­დნენ და როცა დედა მუ­შა­ობს, ბავ­შვე­ბი ამას მძი­მედ გა­ნიც­დი­ან (69%). მა­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ­გვა­რად მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 16% ფიქ­რობს.

  • ქალ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­ქმით, ქალ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­სარ­გებ­ლოა, თუმ­ცა, რთუ­ლად მი­საღ­წე­ვი.

მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას (63%) სჯე­რა, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდა ქვე­ყა­ნას სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს, ხოლო 65% მი­იჩ­ნევს, რომ რაც მეტი ქალი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, მით მეტი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბათ მათ პო­ლი­ტი­კურ პრი­ო­რი­ტე­ტებ­სა და სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი (52%) ფიქ­რობს, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა და­დე­ბით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ქვე­ყა­ნა­ზე. ამავდრო­უ­ლად, მო­სახ­ლე­ო­ბის 22%-ს მი­აჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩე­ვით თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კენ­ჭისყრა ქა­ლე­ბის­თვის უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე კა­ცე­ბის­თვის (11%).

პო­ლი­ტი­კა­ში ქა­ლე­ბის ჩარ­თვის­თვის ყვე­ლა­ზე დიდ წი­ნა­ღო­ბად ოჯა­ხუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი (49%) და ქა­ლი­სა და კა­ცის რო­ლებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი (27%) აღიქ­მე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის (57-72%) გან­ცხა­დე­ბით, ადა­მი­ა­ნის სქესს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის ან მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მისი კან­დი­და­ტუ­რის გან­ხილ­ვი­სას. ისი­ნი, ვინც რო­მე­ლი­მე სქესს უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს, ყვე­ლა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კაცს უფრო და­უ­ჭერ­და მხარს, ვიდ­რე ქალს.

თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის (48%) თქმით, სწო­რედ ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რას შე­უძ­ლია პო­ლი­ტი­კა­ში მეტი ქა­ლის ჩარ­თუ­ლო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა. ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რას მოს­დევს კარ­გი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი (22%) და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მხარ­და­ჭე­რის გაზ­რდა პო­ლი­ტი­კა­ში ქა­ლე­ბის ჩარ­თვის­თვის (21%).

კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით, ქა­ლებს უფრო მე­ტად სჯე­რათ, რომ პო­ლი­ტი­კა­ში მეტი ქა­ლის ჩარ­თვა ქვე­ყა­ნას სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს.

  • ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა - მო­სახ­ლე­ო­ბა­ში კვლა­ვაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ

ყო­ველ მე­ო­რე ადა­მი­ანს (52%) სჯე­რა, რომ ოჯახ­ში ბოლო სი­ტყვა კაცს ეკუთ­ვნის და ბავ­შვზე ზრუნ­ვა უფრო დე­დის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ვიდ­რე მა­მის. მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა (56%) ეთან­ხმე­ბა აზრს, რომ თუკი ბავ­შვი ავად გახ­დე­ბა, მის მო­სავ­ლე­ლად სამ­სა­ხუ­რი­დან დას­ვე­ნე­ბის დღე დე­დამ უნდა აი­ღოს და არა მა­მამ.

კვლე­ვა­ში გა­მოჩ­ნდა გარ­კვე­უ­ლი გან­სხვა­ვე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და, რეს­პონ­დენ­ტე­ბის აღ­ქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ ნორ­მებს შო­რის. კერ­ძოდ, გა­მო­კი­თხულ­თა მხო­ლოდ 42 % ეთან­ხმე­ბა ტრა­დი­ცი­ულ მო­საზ­რე­ბას, რომ ოჯა­ხის მთა­ვა­რი მარ­ჩე­ნა­ლი კაცი უნდა იყოს, ხოლო ოჯა­ხის მოვ­ლა ქა­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. თუმ­ცა, უმ­რავ­ლე­სო­ბას (57%) მი­აჩ­ნია, რომ ამ შე­ხე­დუ­ლე­ბას მათ და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რებ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა იზი­ა­რებს.

  • ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა - მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია.

მო­სახ­ლე­ო­ბის 91% ამ­ბობს, რომ არ არ­სე­ბობს გა­რე­მო­ე­ბე­ბი, როცა ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა პარტნი­ორს და­არ­ტყას, ნაკ­ლებს (78%) მი­აჩ­ნია, რომ მათ და­სახ­ლე­ბა­ში ხალ­ხის უმე­ტე­სო­ბა იმა­ვეს ფიქ­რობს. მო­სახ­ლე­ო­ბის 74% არ ეთან­ხმე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ ცოლ-ქმარს შო­რის ძა­ლა­დო­ბა პი­რა­დი საქ­მეა და სხვე­ბი არ უნდა ჩა­ე­რი­ონ, ნაკ­ლებს (59%) სჯე­რა, რომ ამ მო­საზ­რე­ბას მათ და­სახ­ლე­ბა­ში ხალ­ხის უმე­ტე­სო­ბაც იზი­ა­რებს.

  • სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბის კონ­ტროლ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­წყო­ბე­ბი - მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­ქმით, კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით, ქა­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად აკონ­ტრო­ლე­ბენ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით სექ­სუ­ა­ლურ ნა­წილს

მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარს (51%) სჯე­რა, რომ ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­კარ­გავს სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას, კა­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 65%-ია. 82% ფიქ­რობს, რომ კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ვის­ზე იქორ­წი­ნოს, ხოლო ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იმა­ვეს მხო­ლოდ 69% ამ­ბობს.

მო­სახ­ლე­ო­ბის 91% ეთან­ხმე­ბა აზრს, რომ ქა­ლებს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეთ, თუ რო­დის და ვის­ზე და­ქორ­წინ­დნენ, უფრო ნაკ­ლე­ბი - 72% მი­იჩ­ნევს, რომ ამ მო­საზ­რე­ბას მათ და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რებ­თა უმე­ტე­სო­ბაც იზი­ა­რებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი (51%) ფიქ­რობს, რომ კა­ცის­თვის ქორ­წი­ნე­ბამ­დე სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის ქონა გა­მარ­თლე­ბუ­ლია, ხოლო ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იმა­ვეს მხო­ლოდ 30% პრო­ცენ­ტი ამ­ბობს. მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­ქმით, ხალ­ხის უმე­ტე­სო­ბას ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე უფრო კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს. მხო­ლოდ 18% მი­იჩ­ნევს, რომ მათ ირ­გვლივ მი­სა­ღე­ბია ქორ­წი­ნე­ბამ­დე სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი ქა­ლე­ბის­თვის, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ამ­გვა­რად მო­სახ­ლე­ო­ბის 31% ფიქ­რობს.

  • გა­ნათ­ლე­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა (88%) არ ეთან­ხმე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ ბი­ჭის­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, ვიდ­რე გო­გოს­თვის. თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, მო­სახ­ლე­ო­ბის ეს ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ მათი და­სახ­ლე­ბის მა­ცხოვ­რე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბას ამ სა­კი­თხზე უფრო კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს. მხო­ლოდ მო­სახ­ლე­ო­ბის 69% ამ­ბობს, რომ მის და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რებ­თა უმე­ტე­სო­ბა იზი­ა­რებს მათ შე­ხე­დუ­ლე­ბას.

  • ცნო­ბის­თვის: კვლე­ვა ნა­წი­ლია პრო­ექ­ტის - "ქალ­თა ლი­დე­რო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში“, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ყოველ მე-2 ადამიანს სჯერა, რომ ოჯახში ბოლო სიტყვა კაცს ეკუთვნის, ბავშვზე ზრუნვა კი დედის პასუხისმგებლობაა - საქართველო და გენდერული სტერეოტიპები: უახლესი კვლევა

ყოველ მე-2 ადამიანს სჯერა, რომ ოჯახში ბოლო სიტყვა კაცს ეკუთვნის, ბავშვზე ზრუნვა კი დედის პასუხისმგებლობაა - საქართველო და გენდერული სტერეოტიპები: უახლესი კვლევა

გამოქვეყნდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის “გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულებების კვლევა (GEAS) 2024” ძირითადი მონაცემები, რომელიც საქართველოში 2024 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარდა. კვლევამ შეისწავლა, რამდენადაა გავრცელებული საქართველოში ის დისკრიმინაციული დამოკიდებულებები და გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ქვეყანაში გენდერულ უთანასწორობას უწყობს ხელს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, თითქმის ყველა 16 წელზე უფროსი ადამიანი საქართველოში (95%) იზიარებს მინიმუმ ერთ გენდერულ სტერეოტიპს ქალთა დასაქმების შესახებ, 75% -ზე მეტი კი - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში როლების გადანაწილების შესახებ. ამას გარდა, ქალები, ახალგაზრდები, დასაქმებული პირები და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები ემხრობიან გენდერულ თანასწორობას და მხარს უჭერენ ქალთა გაძლიერებას.

როგორც კვლევის ავტორები მიიჩნევენ, მიღებულმა შედეგებმა გამოავლინა განსხვავება ინდივიდუალურ დამოკიდებულებებსა და მოსახლეობის მიერ სოციალური ნორმების აღქმას შორის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინდივიდუალურ დონეზე, საქართველოს მოსახლეობას გენდერულ თანასწორობაზე უფრო პროგრესული შეხედულებები აქვს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, იმისგან განსხვავებით, რასაც, მათი აღქმით, მათ დასახლებაში მცხოვრებთა უმეტესობა ფიქრობს.

  • კვლევა 2024 წლის იანვრიდან თებერვლამდე პერიოდში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით, CRRC-საქართველომ ჩაატარა. კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გენდერული თანასწორობის უწყების Unstereotype Alliance-ის გამოკითხვას გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების შესახებ, რომელიც 20 ქვეყანაში რეგულარულად ტარდება.

კვლევის კითხვარი შეეხებოდა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ დამოკიდებულებებსა და სოციალურ ნორმებს 10 სფეროში: განათლება, სამსახური და დასაქმება, ლიდერობა და მონაწილეობა, ქორწინება და ოჯახური ცხოვრება, უსაფრთხოება და ძალადობა, ჯანდაცვა, კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე, კონტროლი პირად ფინანსებზე, წვდომა ფიზიკურ ქონებაზე და მომავლის იდეალები.

გთავაზობთ კვლევის შედეგებს ძირითადი მიმართულებების მიხედვით:

  • დასაქმება - მოსახლეობაში გავრცელებულია დასაქმებასთან დაკავშირებული გენდერული სტერეოტიპები

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (83%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ ანაზღაურებადი სამუშაო საუკეთესო საშუალებაა ქალისთვის, იყოს დამოუკიდებელი, თუმცა თითქმის ყოველ მეორე ადამიანს (48%) მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილების სიმწირის შემთხვევაში კაცების დასაქმება უფრო პრიორიტეტულია.

მოსახლეობის უმრავლესობას (75%) სჯერა, რომ არსებობს პროფესიები, რომელთა შესრულებაც ქალებს არ შეუძლიათ. ასევე, ყოველი მეორე ადამიანი (54%) ფიქრობს, რომ მომსახურების სფეროში სამუშაო ქალებს უფრო მეტად შეეფერებათ. მოსახლეობის უმეტესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალები ნაკლებს უნდა მუშაობდნენ, ოჯახზე ზრუნვას (71%) კი მეტ დროს უთმობდნენ და როცა დედა მუშაობს, ბავშვები ამას მძიმედ განიცდიან (69%). მამების შემთხვევაში, ამგვარად მოსახლეობის მხოლოდ 16% ფიქრობს.

  • ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა - მოსახლეობის აღქმით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა სასარგებლოა, თუმცა, რთულად მისაღწევი.

მოსახლეობის უმრავლესობას (63%) სჯერა, რომ პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გაზრდა ქვეყანას სარგებელს მოუტანს, ხოლო 65% მიიჩნევს, რომ რაც მეტი ქალი იქნება საქართველოს პარლამენტში, მით მეტი გავლენა ექნებათ მათ პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საჯარო პოლიტიკაზე. საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი (52%) ფიქრობს, რომ პოლიტიკაში ქალების რაოდენობის ზრდა დადებით გავლენას მოახდენს ქვეყანაზე. ამავდროულად, მოსახლეობის 22%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში არჩევით თანამდებობაზე კენჭისყრა ქალებისთვის უფრო რთულია, ვიდრე კაცებისთვის (11%).

პოლიტიკაში ქალების ჩართვისთვის ყველაზე დიდ წინაღობად ოჯახური ვალდებულებები (49%) და ქალისა და კაცის როლებზე საზოგადოებაში არსებული შეხედულებები (27%) აღიქმება. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის (57-72%) განცხადებით, ადამიანის სქესს მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის წევრის ან მერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვისას. ისინი, ვინც რომელიმე სქესს უპირატესობას ანიჭებს, ყველა ამ თანამდებობაზე კაცს უფრო დაუჭერდა მხარს, ვიდრე ქალს.

თუმცა, ამავდროულად, საქართველოს მოსახლეობის (48%) თქმით, სწორედ ოჯახის მხარდაჭერას შეუძლია პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობის წახალისება. ოჯახის მხარდაჭერას მოსდევს კარგი ფინანსური რესურსები (22%) და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის გაზრდა პოლიტიკაში ქალების ჩართვისთვის (21%).

კაცებთან შედარებით, ქალებს უფრო მეტად სჯერათ, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვა ქვეყანას სარგებელს მოუტანს.

  • ოჯახური ცხოვრება - მოსახლეობაში კვლავაც გავრცელებულია გენდერული სტერეოტიპები ოჯახური ცხოვრების შესახებ

ყოველ მეორე ადამიანს (52%) სჯერა, რომ ოჯახში ბოლო სიტყვა კაცს ეკუთვნის და ბავშვზე ზრუნვა უფრო დედის პასუხისმგებლობაა, ვიდრე მამის. მოსახლეობის უმრავლესობა (56%) ეთანხმება აზრს, რომ თუკი ბავშვი ავად გახდება, მის მოსავლელად სამსახურიდან დასვენების დღე დედამ უნდა აიღოს და არა მამამ.

კვლევაში გამოჩნდა გარკვეული განსხვავება ინდივიდუალურ დამოკიდებულებებსა და, რესპონდენტების აღქმით, საზოგადოებაში არსებულ ნორმებს შორის. კერძოდ, გამოკითხულთა მხოლოდ 42 % ეთანხმება ტრადიციულ მოსაზრებას, რომ ოჯახის მთავარი მარჩენალი კაცი უნდა იყოს, ხოლო ოჯახის მოვლა ქალის პასუხისმგებლობაა. თუმცა, უმრავლესობას (57%) მიაჩნია, რომ ამ შეხედულებას მათ დასახლებაში მცხოვრებთა უმრავლესობა იზიარებს.

  • ქალთა მიმართ ძალადობა - მოსახლეობის დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ არაერთგვაროვანია.

მოსახლეობის 91% ამბობს, რომ არ არსებობს გარემოებები, როცა ადამიანმა შეიძლება პარტნიორს დაარტყას, ნაკლებს (78%) მიაჩნია, რომ მათ დასახლებაში ხალხის უმეტესობა იმავეს ფიქრობს. მოსახლეობის 74% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ცოლ-ქმარს შორის ძალადობა პირადი საქმეა და სხვები არ უნდა ჩაერიონ, ნაკლებს (59%) სჯერა, რომ ამ მოსაზრებას მათ დასახლებაში ხალხის უმეტესობაც იზიარებს.

  • საკუთარ ცხოვრების კონტროლთან დაკავშირებული განწყობები - მოსახლეობის აღქმით, კაცებთან შედარებით, ქალები ნაკლებად აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას, განსაკუთრებით სექსუალურ ნაწილს

მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს (51%) სჯერა, რომ ქალების უმეტესობა დამოუკიდებლად განკარგავს საკუთარ ცხოვრებას, კაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 65%-ია. 82% ფიქრობს, რომ კაცების უმრავლესობა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, ვისზე იქორწინოს, ხოლო ქალების შემთხვევაში იმავეს მხოლოდ 69% ამბობს.

მოსახლეობის 91% ეთანხმება აზრს, რომ ქალებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება უნდა ჰქონდეთ, თუ როდის და ვისზე დაქორწინდნენ, უფრო ნაკლები - 72% მიიჩნევს, რომ ამ მოსაზრებას მათ დასახლებაში მცხოვრებთა უმეტესობაც იზიარებს.

საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი (51%) ფიქრობს, რომ კაცისთვის ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის ქონა გამართლებულია, ხოლო ქალების შემთხვევაში იმავეს მხოლოდ 30% პროცენტი ამბობს. მოსახლეობის აღქმით, ხალხის უმეტესობას ამ დამოკიდებულებაზე უფრო კონსერვატიული შეხედულებები აქვს. მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ მათ ირგვლივ მისაღებია ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი ქალებისთვის, სინამდვილეში კი ამგვარად მოსახლეობის 31% ფიქრობს.

  • განათლება

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (88%) არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბიჭისთვის უფრო მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო განათლების მიღება, ვიდრე გოგოსთვის. თუმცა, ამავდროულად, მოსახლეობის ეს ნაწილი ფიქრობს, რომ მათი დასახლების მაცხოვრებელთა უმეტესობას ამ საკითხზე უფრო კონსერვატიული შეხედულება აქვს. მხოლოდ მოსახლეობის 69% ამბობს, რომ მის დასახლებაში მცხოვრებთა უმეტესობა იზიარებს მათ შეხედულებას.

  • ცნობისთვის: კვლევა ნაწილია პროექტის - "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.