მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მზადება ბირთვული ავარიის ან შეიარაღებული კონფლიქტისთვის? - საფრანგეთი მოქალაქეებს “გადარჩენის გზამკვლევს“ დაურიგებს: რა წერია ბროშურაში
მზადება ბირთვული ავარიის ან შეიარაღებული კონფლიქტისთვის? -  საფრანგეთი მოქალაქეებს “გადარჩენის გზამკვლევს“ დაურიგებს: რა წერია ბროშურაში

საფ­რან­გე­თი გეგ­მავს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს “გა­დარ­ჩე­ნის გზამ­კვლე­ვი“ ბრო­შუ­რა და­უ­რი­გოს, სა­დაც "გარ­და­უ­ვა­ლი საფრ­თხე­ე­ბის“, მათ შო­რის საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, ოჯახ­ში გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია აღ­წე­რი­ლი.

“გზამ­კვლე­ვის მი­ზა­ნია მო­ამ­ზა­დოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სხვა­დას­ხვა კრი­ზი­სის შემ­თხვე­ვა­ში. ეს მო­ი­ცავს ბუ­ნებ­რივ კა­ტას­ტრო­ფებს, ტექ­ნო­ლო­გი­ურ და კი­ბერ ინ­ცი­დენ­ტებს, ჯან­დაც­ვის კრი­ზი­სებს, რო­გო­რი­ცაა COVID-19 და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, მა­გა­ლი­თად, ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის ან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში,” - გა­ნუ­ცხა­და CNN-ს საფ­რან­გე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპი­კერ­მა ფრან­სუა ბა­ი­რომ.

მისი თქმით, 20-გვერ­დი­ა­ნი ბრო­შუ­რა ოჯა­ხებს ზა­ფხუ­ლამ­დე გა­და­ე­ცე­მა. მა­ნამ­დე მსგავ­სი ში­ნა­არ­სის ბრო­შუ­რე­ბი თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს, შვე­დეთ­მა და ფი­ნეთ­მაც და­უ­რი­გა.

  • გზამ­კვლე­ვი და­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სამ ნა­წი­ლად და მფლო­ბელს მის­ცემს პრაქ­ტი­კულ რჩე­ვებს, თუ რო­გორ და­იც­ვას სა­კუ­თა­რი თავი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მო­ი­ცავს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის კონ­ტაქ­ტე­ბის სიას (სა­ხან­ძრო, პო­ლი­ცია და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა); კონ­კრე­ტუ­ლი რა­დიო სიხ­ში­რის პოვ­ნას და რე­კო­მენ­და­ცი­ებს ბირ­თვუ­ლი ავა­რი­ის შემ­თხვე­ვა­ში.

  • ბრო­შუ­რა რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა, რომ ყვე­ლა ოჯახს შე­ნა­ხუ­ლი ჰქონ­დეს "გა­დარ­ჩე­ნის ნაკ­რე­ბი“ - ექვს ლიტ­რი წყა­ლი, საკ­ვე­ბი კონ­სერ­ვე­ბი, ბა­ტა­რე­ე­ბი და ფა­ნა­რი.

მო­ქა­ლა­ქე­ებს ასე­ვე ურ­ჩე­ვენ შე­ი­ძი­ნონ ისე­თი სა­მე­დი­ცი­ნო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა პა­რა­ცე­ტა­მო­ლი, კომ­პრე­სე­ბი და მა­რი­ლი­ა­ნი ხსნა­რი.

ამ თვის და­სა­წყის­ში მაკ­რონ­მა გა­მო­ა­ცხა­და საფ­რან­გე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის "ძი­რი­თა­დი რე­ფორ­მა". გეგ­მის მი­ხედ­ვით 2035 წლის­თვის ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ზერ­ვის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 40 000-დან 100 000-მდე უნდა გა­ი­ზარ­დოს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

მზადება ბირთვული ავარიის ან შეიარაღებული კონფლიქტისთვის? - საფრანგეთი მოქალაქეებს “გადარჩენის გზამკვლევს“ დაურიგებს: რა წერია ბროშურაში

მზადება ბირთვული ავარიის ან შეიარაღებული კონფლიქტისთვის? -  საფრანგეთი მოქალაქეებს “გადარჩენის გზამკვლევს“ დაურიგებს: რა წერია ბროშურაში

საფრანგეთი გეგმავს თითოეულ მოქალაქეს “გადარჩენის გზამკვლევი“ ბროშურა დაურიგოს, სადაც "გარდაუვალი საფრთხეების“, მათ შორის საფრანგეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, ოჯახში გასატარებელი ღონისძიებებია აღწერილი.

“გზამკვლევის მიზანია მოამზადოს მოქალაქეები სხვადასხვა კრიზისის შემთხვევაში. ეს მოიცავს ბუნებრივ კატასტროფებს, ტექნოლოგიურ და კიბერ ინციდენტებს, ჯანდაცვის კრიზისებს, როგორიცაა COVID-19 და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მაგალითად, ტერორისტული თავდასხმების ან შეიარაღებული კონფლიქტების შემთხვევაში,” - განუცხადა CNN-ს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა ფრანსუა ბაირომ.

მისი თქმით, 20-გვერდიანი ბროშურა ოჯახებს ზაფხულამდე გადაეცემა. მანამდე მსგავსი შინაარსის ბროშურები თავის მოქალაქეებს, შვედეთმა და ფინეთმაც დაურიგა.

  • გზამკვლევი დაყოფილი იქნება სამ ნაწილად და მფლობელს მისცემს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ დაიცვას საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები საფრთხის შემთხვევაში.

რეკომენდაციები მოიცავს სასწრაფო დახმარების კონტაქტების სიას (სახანძრო, პოლიცია და სასწრაფო დახმარება); კონკრეტული რადიო სიხშირის პოვნას და რეკომენდაციებს ბირთვული ავარიის შემთხვევაში.

  • ბროშურა რეკომენდაციას იძლევა, რომ ყველა ოჯახს შენახული ჰქონდეს "გადარჩენის ნაკრები“ - ექვს ლიტრი წყალი, საკვები კონსერვები, ბატარეები და ფანარი.

მოქალაქეებს ასევე ურჩევენ შეიძინონ ისეთი სამედიცინო საშუალებები, როგორიცაა პარაცეტამოლი, კომპრესები და მარილიანი ხსნარი.

ამ თვის დასაწყისში მაკრონმა გამოაცხადა საფრანგეთის უსაფრთხოების ძალების "ძირითადი რეფორმა". გეგმის მიხედვით 2035 წლისთვის ოპერატიული რეზერვისტების რაოდენობა 40 000-დან 100 000-მდე უნდა გაიზარდოს.

იხილეთ ასევე: