მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთი VS საქართველო - რატომ არის მარტის შეხვედრები ასეთი მნიშვნელოვანი?
სომხეთი VS საქართველო - რატომ არის მარტის შეხვედრები ასეთი მნიშვნელოვანი?

ერ­თად ვუ­გულ­შე­მატ­კივ­როთ ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კია.

ახ­ლოვ­დე­ბა მო­რი­გი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მატ­ჩი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ის­ტო­რი­ის მო­რი­გი ფურ­ცლის და­სა­წე­რად ემ­ზა­დე­ბა. კი­დევ ერთი პლეი-ოფი, აჩ­ქა­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ცე­მა, სტა­დი­ო­ნის ხმა­უ­რი და გა­მარ­ჯვე­ბის მო­ლო­დი­ნი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი ქო­მა­გის­თვის ნაც­ნო­ბი შეგ­რძნე­ბა გახ­და.

20 მარტს, გას­ვლით შეხ­ვედ­რა­ში, ვილი სა­ნი­ო­ლის გუნ­დი სომ­ხე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, სა­პა­სუ­ხო შეხ­ვედ­რას კი ქარ­თვე­ლი ქო­მა­გი 23-ში, “დი­ნა­მო არე­ნა­ზე” ელო­დე­ბა. ორ­მატ­ჩი­ა­ნი დუ­ე­ლი, ე.წ. “კავ­კა­სი­უ­რი დერ­ბი” გა­მო­ავ­ლენს, თუ რო­მე­ლი ნაკ­რე­ბი გა­აგ­რძე­ლებს ერთა ლიგის B ან C დი­ვი­ზი­ონ­ში ას­პა­რე­ზო­ბას.

სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ძი­რი­თად ბირ­თვს წარ­მო­ად­გე­ნენ, მარ­ტის შეხ­ვედ­რებს შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­ში ხვდე­ბი­ან. თუკი მე­ტო­ქის ბა­ნაკ­ში არ­სე­ბულ არე­უ­ლო­ბას, ახ­ლად და­ნიშ­ნულ მწვრთნელ­სა და სხვა მცი­რე, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტო­რებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ჩვე­ნი იმე­დი გა­ცი­ლე­ბით უფრო რე­ა­ლუ­რი ხდე­ბა.

ამ ორი მატ­ჩის შე­დე­გის მნიშ­ვნე­ლო­ბა იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით წო­ნი­ა­ნია, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით ჩანს: სომ­ხე­თის და­მარ­ცხე­ბით და B დი­ვი­ზი­ონ­ში დარ­ჩე­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ინარ­ჩუ­ნებს მეტ შანსს, რომ ზე­დი­ზედ მე­ო­რედ იას­პა­რე­ზოს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. იმის­თვის, რომ მე­ტად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ, ერთი შე­ხედ­ვით, რთულ სქე­მას მაქ­სი­მა­ლუ­რად მარ­ტი­ვი გზით აგიხ­სნით.

ევრო 2028

სა­დე­ბი­უ­ტო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი (1960), მას­პინ­ძე­ლი ტურ­ნირ­ზე ავ­ტო­მა­ტუ­რად იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს, 2028 წელს, 4 ქვე­ყა­ნა - ინ­გლი­სი, ირ­ლან­დია, შოტ­ლან­დია და უელ­სი უმას­პინ­ძლებს. ტურ­ნი­რის წეს­დე­ბით კი, მას­პინ­ძელ ქვეყ­ნებ­ზე მაქ­სი­მუმ 2 გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლია გა­მო­ყო­ფი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ის­მის კი­თხვა: შე­იძ­ლე­ბა თუ არა ტურ­ნი­რის მას­პინ­ძე­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მიღ­მა დარ­ჩეს?

ამის ალ­ბა­თო­ბა ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს და პრე­ცე­დენ­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, უეფა-ს აქვს გეგ­მა, რო­მე­ლიც, ყვე­ლა­ზე მე­ტად, და­ბა­ლი დი­ვი­ზი­ო­ნე­ბის ქვეყ­ნებს და­ა­ზა­რა­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­მავ­ლო შან­სებს სწო­რედ ამ კუ­თხი­დან გან­ვი­ხი­ლავთ.

2 გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი 4 ნაკ­რე­ბის­თვის

ტურ­ნირ­ზე მო­ნა­წი­ლე გუნ­დე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ოთხე­უ­ლიც (ინ­გლი­სი, ირ­ლან­დია, შოტ­ლან­დია, უელ­სი) მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რამ­დე­ნი­მე სცე­ნა­რი გან­ვი­ხი­ლოთ:

  1. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ევრო 2028-ის საგ­ზურს ორი მათ­გა­ნი მო­ი­პო­ვებს (მა­გა­ლი­თად, ინ­გლი­სი და ირ­ლან­დია), ევ­რო­პუ­ლი ფეხ­ბურ­თის მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნო, უეფა, მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფილ 2 ად­გილს შოტ­ლან­დი­ა­სა და უელსს გა­დას­ცემს;
  2. თუ მხო­ლოდ 1 გა­და­ლა­ხავს, მას­თან ერ­თად, საგ­ზუ­რი სა­უ­კე­თე­სო 2-ს ერ­გე­ბა;
  3. თუ 3 გა­და­ლა­ხავს, ცხა­დია, მე­ო­თხე მას­პინ­ძე­ლი ქვე­ყა­ნა ტურ­ნირს მიღ­მა არ დარ­ჩე­ბა;
  4. ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო სცე­ნარ­ში, თუკი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი ოთხი­ვეს­თვის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, საგ­ზურს ორი სა­უ­კე­თე­სო მა­ინც მი­ი­ღებს.

რა კავ­შირ­შია სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ამ ყვე­ლა­ფერ­თან?

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის სრუ­ლი წეს­დე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა სცე­ნა­რის ლო­გი­კუ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით, თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბის გა­და­ცე­მა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად A და B დი­ვი­ზი­ო­ნის გუნ­დებს და­ა­ზა­რა­ლებს, რად­გან ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო გუნ­დე­ბი სწო­რედ აქ არი­ან თავ­მოყ­რი­ლე­ბი. სა­მო­მავ­ლო გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ქო­მა­გი სომ­ხე­თის ნაკ­რებ­თან ელო­დე­ბა, ამ გზით, კი­დევ უფრო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს: ჩვენ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ად­გილს ევ­რო­პულ სა­ფეხ­ბურ­თო ელი­ტა­ში და ერთა ლი­გის გავ­ლით, და­ვე­ლო­დე­ბით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გამ­სვლელ და­მა­ტე­ბით შანსს, რო­მე­ლიც იმ და­უ­ჯე­რე­ბელ ზღა­პარ­სა და თავ­ბრუ­დამ­ხვევ ემო­ცი­ებს მოგ­ვა­გო­ნებს, რომ­ლი­თაც ვილი სა­ნი­ო­ლის ნაკ­რებ­მა ჩვენს მო­გო­ნე­ბებ­ში სა­მუ­და­მოდ და­ი­დო ბინა.

წინ “კავ­კა­სი­უ­რი დერ­ბი” გვე­ლო­დე­ბა:

სომ­ხე­თი VS სა­ქარ­თვე­ლო | 20 მარ­ტი, 21:00 სა­ა­თი;

სა­ქარ­თვე­ლო VS სომ­ხეთ | 23 მარ­ტი, 18:00 სა­ა­თი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

სომხეთი VS საქართველო - რატომ არის მარტის შეხვედრები ასეთი მნიშვნელოვანი?

სომხეთი VS საქართველო - რატომ არის მარტის შეხვედრები ასეთი მნიშვნელოვანი?

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია.

ახლოვდება მორიგი უმნიშვნელოვანესი მატჩი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიის მორიგი ფურცლის დასაწერად ემზადება. კიდევ ერთი პლეი-ოფი, აჩქარებული გულისცემა, სტადიონის ხმაური და გამარჯვების მოლოდინი, რომელიც ქართველი ქომაგისთვის ნაცნობი შეგრძნება გახდა.

20 მარტს, გასვლით შეხვედრაში, ვილი სანიოლის გუნდი სომხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, საპასუხო შეხვედრას კი ქართველი ქომაგი 23-ში, “დინამო არენაზე” ელოდება. ორმატჩიანი დუელი, ე.წ. “კავკასიური დერბი” გამოავლენს, თუ რომელი ნაკრები გააგრძელებს ერთა ლიგის B ან C დივიზიონში ასპარეზობას.

სასიხარულოა, რომ ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრების ძირითად ბირთვს წარმოადგენენ, მარტის შეხვედრებს შესანიშნავ ფორმაში ხვდებიან. თუკი მეტოქის ბანაკში არსებულ არეულობას, ახლად დანიშნულ მწვრთნელსა და სხვა მცირე, თუმცა მნიშვნელოვან ფაქტორებს გავითვალისწინებთ, ჩვენი იმედი გაცილებით უფრო რეალური ხდება.

ამ ორი მატჩის შედეგის მნიშვნელობა იმაზე გაცილებით წონიანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: სომხეთის დამარცხებით და B დივიზიონში დარჩენით, საქართველოს ნაკრები ინარჩუნებს მეტ შანსს, რომ ზედიზედ მეორედ იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატზე. იმისთვის, რომ მეტად ინფორმირებულები ვიყოთ, ერთი შეხედვით, რთულ სქემას მაქსიმალურად მარტივი გზით აგიხსნით.

ევრო 2028

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული (1960), მასპინძელი ტურნირზე ავტომატურად იღებს მონაწილეობას. პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატს, 2028 წელს, 4 ქვეყანა - ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი უმასპინძლებს. ტურნირის წესდებით კი, მასპინძელ ქვეყნებზე მაქსიმუმ 2 გარანტირებული ადგილია გამოყოფილი. შესაბამისად, ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა ტურნირის მასპინძელი ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩეს?

ამის ალბათობა ნამდვილად არსებობს და პრეცედენტის თავიდან ასაცილებლად, უეფა-ს აქვს გეგმა, რომელიც, ყველაზე მეტად, დაბალი დივიზიონების ქვეყნებს დააზარალებს. საქართველოს სამომავლო შანსებს სწორედ ამ კუთხიდან განვიხილავთ.

2 გარანტირებული ადგილი 4 ნაკრებისთვის

ტურნირზე მონაწილე გუნდების გამოსავლენად, ტრადიციულად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება, სადაც აღნიშნული ოთხეულიც (ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, უელსი) მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე სცენარი განვიხილოთ:

  1. იმ შემთხვევაში, თუკი ევრო 2028-ის საგზურს ორი მათგანი მოიპოვებს (მაგალითად, ინგლისი და ირლანდია), ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო, უეფა, მასპინძელი ქვეყნებისთვის გამოყოფილ 2 ადგილს შოტლანდიასა და უელსს გადასცემს;
  2. თუ მხოლოდ 1 გადალახავს, მასთან ერთად, საგზური საუკეთესო 2-ს ერგება;
  3. თუ 3 გადალახავს, ცხადია, მეოთხე მასპინძელი ქვეყანა ტურნირს მიღმა არ დარჩება;
  4. ნაკლებად სავარაუდო სცენარში, თუკი საკვალიფიკაციო ეტაპი ოთხივესთვის წარუმატებელი იქნება, საგზურს ორი საუკეთესო მაინც მიიღებს.

რა კავშირშია საქართველოს ნაკრები ამ ყველაფერთან?

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სრული წესდება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სცენარის ლოგიკური თანმიმდევრობით, თავისუფალი ადგილების გადაცემა ყველაზე ნაკლებად A და B დივიზიონის გუნდებს დააზარალებს, რადგან ევროპის საუკეთესო გუნდები სწორედ აქ არიან თავმოყრილები. სამომავლო გამარჯვება, რომელსაც ქართველი ქომაგი სომხეთის ნაკრებთან ელოდება, ამ გზით, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს: ჩვენ შევინარჩუნებთ ადგილს ევროპულ საფეხბურთო ელიტაში და ერთა ლიგის გავლით, დაველოდებით ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელ დამატებით შანსს, რომელიც იმ დაუჯერებელ ზღაპარსა და თავბრუდამხვევ ემოციებს მოგვაგონებს, რომლითაც ვილი სანიოლის ნაკრებმა ჩვენს მოგონებებში სამუდამოდ დაიდო ბინა.

წინ “კავკასიური დერბი” გველოდება:

სომხეთი VS საქართველო | 20 მარტი, 21:00 საათი;

საქართველო VS სომხეთ | 23 მარტი, 18:00 საათი.

R