მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრიტანულ-ქართული აკადემიის" დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
"ბრიტანულ-ქართული აკადემიის" დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ

„ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი აკა­დე­მი­ის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პარტნი­ო­რი და ბოლო 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აკა­დე­მი­ის დი­რექ­ტო­რი - ნა­თია ჯა­ნა­შია და მისი მე­უღ­ლე და­ვით ცე­ცხლა­ძე, რო­მე­ლიც სკო­ლის თავ­და­პირ­ვე­ლი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია და სკო­ლა­ში მე­ნე­ჯმენ­ტის ცვლი­ლე­ბე­ბამ­დე მა­ღა­ლი რგო­ლის მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და, ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნი­ის -„სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, ირაკ­ლი გი­ლა­უ­რის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჯა­რო მი­მარ­თვას უგ­ზავ­ნი­ან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. ნა­თია ჯა­ნა­შია და და­ვით ცე­ცხლა­ძე ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი მი­მარ­თვა­ში ინ­ვეს­ტორ კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც სკო­ლის წი­ლის 70% სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბე­ბით შე­ის­ყი­და, და მის ხელ­მძღვა­ნელს - ირაკ­ლი გი­ლა­ურს სწო­რედ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ში და სკო­ლის მე­ნე­ჯმენ­ტი­დან ნა­თია ჯა­ნა­ში­ა­სა და და­ვით ცე­ცხლა­ძის უკა­ნო­ნოდ, „გავ­ლე­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით“ ჩა­მო­შო­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

„მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნოთ ჩვე­ნი, სკო­ლის ათა­სო­ბით მოს­წავ­ლის, მას­წავ­ლებ­ლი­სა და თა­ნამ­შრომ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი. ჩვენ მტკი­ცედ გვჯე­რა, რომ 2012 წლის მო­ნა­პო­ვა­რი - ბიზ­ნე­სის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა - ჩვენ­ზეც გავ­რცელ­დე­ბა“, – წე­რენ ნა­თია ჯა­ნა­შია და და­ვით ცე­ცხლა­ძე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი სა­ჯა­რო მი­მარ­თვა­ში, რომ­ლის ტექ­სტსაც სრუ­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა,

გწერთ, რო­გორც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის დროს რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - ნა­თია ჯა­ნა­შია და და­ვით ცე­ცხლა­ძე. 2011 წელს სა­ა­კაშ­ვი­ლის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბამ, რო­გორც ასი­ა­თა­სო­ბით სხვა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი, გა­მო­გო­ნი­ლი ბრალ­დე­ბით გა­მა­სა­მარ­თლა მე, და­ვით ცე­ცხლა­ძე და ჯო­ჯო­ხე­თურ ცი­ხე­ში მამ­ყო­ფა 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ცი­ხე­ში გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნის გამო შე­მექ­მნა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი. გარ­და ამი­სა, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა ჩვენს ოჯახს წა­არ­თვა დი­დძა­ლი თან­ხა და 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­შე­ნე­ბი სამი ბიზ­ნე­სი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოს­ვლამ კი გაგ­ვი­ჩი­ნა იმე­დე­ბი, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვე­ღა­რას­დროს გა­ბე­დავ­დნენ ბიზ­ნე­სის რე­კეტს, ადა­მი­ან­თა წა­მე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბას.

ჩვენ­მა ოჯახ­მა, 2006 წელს და­ა­ფუძნაა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სკო­ლა, „ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი აკა­დე­მია“. 19 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვე­ნი თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის შე­დე­გად, სკო­ლა გახ­და სა­უ­კე­თე­სო რე­პუ­ტა­ცი­ის, სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. აქ გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და ჩვენს 5 შვილ­თან ერ­თად მო­დი­ან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შვი­ლე­ბი.

2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტორ­სა და დამ­ფუძ­ნებ­ლებს, დაგ­ვი­კავ­შირ­და ირაკ­ლი გი­ლა­უ­რის მიერ მარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის, სს „სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ჩვე­ნი სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი კე­თი­ლა­ძე. „სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტალ­მა“ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სკო­ლა­ში, ახა­ლი კამ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­წის სკო­ლი­სათ­ვის უსას­ყიდ­ლოდ გად­მო­ცე­მის გზით. „სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის“ მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად ვი­ყა­ვით გან­წყო­ბი­ლი, იმის გამო, რომ მისი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რი ირაკ­ლი გი­ლა­უ­რი იყო. გი­ორ­გი კე­თი­ლა­ძე სწო­რედ იმი­ტომ შე­ირ­ჩა ჩვენ­თან სა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ოდ, რომ ჩვე­ნი სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო და მას შე­ეძ­ლო, ჩვე­ნი ნდო­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა. არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ გი­ორ­გი კე­თი­ლა­ძემ დაგ­ვარ­წმუ­ნა, რომ კომ­პა­ნია ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და რომ თით­ქოს ეს ინ­ვეს­ტო­რის სა­უ­კე­თე­სო რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და. ამით მან შეძლდო ჩვე­ნი დარ­წმუ­ნე­ბა, რომ ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ორი­ვე მხა­რი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბო­და: სკო­ლას ექ­ნე­ბო­და ახა­ლი სას­წავ­ლო კამ­პუ­სე­ბი, ხოლო „სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლი“ შე­ვი­დო­და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ბა­ზარ­ზე, პრე­მი­უმ-სეგ­მენ­ტის სკო­ლა­ში. ამას­თან, „ინ­ვეს­ტო­რის“ პი­რო­ბა იყო, რომ სკო­ლის მე­ნე­ჯმენ­ტში არ ჩა­ე­რე­ო­და, არ ჰქონ­და რა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს­თვის სა­ჭი­რო სპე­ცი­ფი­კუ­რი ცოდ­ნა. მე­ნე­ჯმენ­ტი ჩვენ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. სა­ბო­ლო­ოდ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა ემო­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, არა­მედ სკო­ლი­სა და მისი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ვი­ღეთ. ინ­ვეს­ტი­ცია სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემ­და, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბის სა­პა­სუ­ხოდ მეტი და უფრო კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი კამ­პუ­სე­ბი აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა. მე­ო­რე მხრივ, ღრმად გვწამ­და, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ნა­ცი­ო­ნა­ლი ირაკ­ლი გი­ლა­უ­რი ჩვე­ნი ქო­ნე­ბის მი­ტა­ცე­ბას ვე­ღარ შეძ­ლებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, 2019 წლის მა­ის­ში მხა­რე­ებს შო­რის შედ­გა გა­რი­გე­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც სს „სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტალ­მა“ ჩვენ­გან შპს „ბრი­ტა­ნულ ქარ­თუ­ლი აკა­დე­მი­ის“ 100% წი­ლის 70% მი­ი­ღო, ხოლო ჩვენ დაგ­ვრჩა 30%.

სამ­წუ­ხა­როდ, აღ­მოჩ­ნდა, რომ სწო­რედ ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის მი­ტა­ცე­ბის მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებ­და ნა­ცი­ო­ნალ ირაკ­ლი გი­ლა­ურს, რისი გა­მომ­ჟღავ­ნე­ბაც ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყო. ირაკ­ლი გი­ლა­ურ­მა შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ­ცერ­თი პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლა. 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1 თეთ­რის ინ­ვეს­ტი­ცი­აც კი არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია, უარი თქვა სკო­ლი­სათ­ვის მი­წის ნაკ­ვე­თის უსას­ყიდ­ლო გად­მო­ცე­მა­ზე და და­არ­ღვია მე­ნე­ჯმენ­ტში ჩა­უ­რევ­ლო­ბის პრინ­ცი­პი. ბიზ­ნე­სის მი­ტა­ცე­ბის გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გი­ლა­ურ­მა მე­ნე­ჯმენ­ტი­დან ჩვე­ნი ჩა­მო­შო­რე­ბის მცდე­ლო­ბით და­ი­წყო. 2024 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი გი­ლა­ურ­მა არა­ერ­თხელ სცა­და დი­რექ­ტო­რო­ბი­დან ნა­თია ჯა­ნა­ში­ას გა­და­ყე­ნე­ბა და მის ნაც­ვლად სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქის, იო­ჰა­ნეს ვან ლი­ლის და­ნიშ­ვნა. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ვან ლილი არის პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რი. მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი თა­ვი­სუფ­ლად იძებ­ნე­ბა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში, რა­ზეც ხელი მი­უწ­ვდე­ბათ მოს­წავ­ლე­ებ­საც. შე­სა­ბა­მი­სად, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლა­ში ვან ლი­ლის კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რივ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს.

სწო­რედ ამ კან­დი­და­ტის დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ვნი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტი­დან ჩვე­ნი ჩა­მო­შო­რე­ბის გან­ზრახ­ვა მო­იყ­ვა­ნა სის­რუ­ლე­ში გი­ლა­ურ­მა 2025 წლის თე­ბერ­ვალ­ში პარტნი­ორ­თა კრე­ბის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ოქ­მის სა­ფუძ­ველ­ზე. გა­ყალ­ბე­ბუ­ლი კრე­ბის ოქ­მით, პი­რა­დი კავ­ში­რე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის ზო­გი­ერთ თა­ნამ­შრო­მელ­ზე ფა­რუ­ლი გავ­ლე­ნის წყა­ლო­ბით, გი­ლა­ურ­მა შეძ­ლო ახა­ლი დი­რექ­ტო­რის, ვან ლი­ლის და­ნიშ­ვნა. ასე­ვე, კავ­ში­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლო, სა­სა­მარ­თლოს არ და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა ჩვე­ნი არა­ერ­თგზი­სი მო­თხოვ­ნა, რომ გი­ლა­ურს ბო­რო­ტად არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა მა­ჟო­რი­ტა­რი პარტნი­ო­რის სტა­ტუ­სი და არ მი­ე­ღო სკო­ლი­სათ­ვის სა­ზი­ა­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აკა­დე­მი­ის წი­ლის 30% ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბაა, გი­ლა­უ­რის და­ვა­ლე­ბით დღეს ჩვენ მიერ და­ფუძ­ნე­ბულ და აშე­ნე­ბულ სკო­ლა­ში შეს­ვლა გვეკ­რძა­ლე­ბა. ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და პო­ლი­ცი­ის უკა­ნო­ნო ჩა­რე­ვით მო­ახ­დი­ნეს სკო­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ად­ვო­კა­ტი­სა და სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სკო­ლი­დან ფი­ზი­კუ­რი გა­ძე­ვე­ბა. ამას­თან, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბი­თა და სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვა­ში ჩარ­თვით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან გა­ტა­ცე­ბა და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ში­ნე­ბა. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭერ­სა და მსხვილ შე­მომ­წირ­ველს, ირაკ­ლი გი­ლა­ურს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს სკო­ლის შე­ნო­ბა, სა­დაც გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით აღ­ჭურ­ვი­ლი მათი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კა­ნონს და რე­ა­ლურ საფრ­თხეს უქ­მნის არას­რულ­წლო­ვან­თა ფი­ზი­კურ და ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას.

ზე­მოთ მოხმო­ბილ ყვე­ლა ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გვაქვს უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. თუმ­ცა გი­ლა­უ­რის გავ­ლე­ნე­ბის გამო, მათი გა­მო­ყე­ნე­ბა არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი და, სამ­წუ­ხა­როდ, უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა.

მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნოთ ჩვე­ნი, სკო­ლის ათა­სო­ბით მოს­წავ­ლის, მას­წავ­ლებ­ლი­სა და თა­ნამ­შრომ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი. ჩვენ მტკი­ცედ გვჯე­რა, რომ 2012 წლის მო­ნა­პო­ვა­რი - ბიზ­ნე­სის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა - ჩვენ­ზეც გავ­რცელ­დე­ბა. ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლია, მოგ­ვე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­მარ­თლი­ა­ნად და ნა­ცი­ო­ნალ გი­ლა­ურს არ მი­ე­ცეს ჩვე­ნი სკო­ლი­სა და ბიზ­ნე­სის სა­ბო­ლო­ოდ მი­ტა­ცე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამას­თან, ღრმად გვწამს, რომ გი­ლა­უ­რის გავ­ლე­ნის ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი, სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბი არი­ან და გი­ლა­უ­რის გავ­ლე­ნე­ბის აღ­კვე­თის შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა, ვი­საც ჩვენს საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვს, ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­კითხს მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ცი­პის დაც­ვით გა­და­წყვეტს“ – ნათ­ქვა­მია ნა­თია ჯა­ნა­ში­ა­სა და და­ვით ცე­ცხლა­ძის სა­ჯა­რო მი­მარ­თვა­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ბრიტანულ-ქართული აკადემიის" დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ

"ბრიტანულ-ქართული აკადემიის" დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორი და ბოლო 16 წლის განმავლობაში აკადემიის დირექტორი - ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე დავით ცეცხლაძე, რომელიც სკოლის თავდაპირველი დამფუძნებელია და სკოლაში მენეჯმენტის ცვლილებებამდე მაღალი რგოლის მენეჯერის პოზიციას იკავებდა, ინვესტორი კომპანიის -„საქართველოს კაპიტალის“ ხელმძღვანელის, ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საჯარო მიმართვას უგზავნიან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ივანიშვილისადმი მიმართვაში ინვესტორ კომპანიას, რომელმაც სკოლის წილის 70% საინვესტიციო პირობებით შეისყიდა, და მის ხელმძღვანელს - ირაკლი გილაურს სწორედ საინვესტიციო პირობების შეუსრულებლობაში და სკოლის მენეჯმენტიდან ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის უკანონოდ, „გავლენების დახმარებით“ ჩამოშორებაში ადანაშაულებენ.

„მოგმართავთ თხოვნით, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩვენი, სკოლის ათასობით მოსწავლის, მასწავლებლისა და თანამშრომლის ინტერესები. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ 2012 წლის მონაპოვარი - ბიზნესის ხელშეუხებლობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება - ჩვენზეც გავრცელდება“, – წერენ ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ბიძინა ივანიშვილისადმი საჯარო მიმართვაში, რომლის ტექსტსაც სრულად გთავაზობთ:

„ბატონო ბიძინა,

გწერთ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს რეპრესირებული ოჯახის წარმომადგენლები - ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე. 2011 წელს სააკაშვილის მართლმსაჯულებამ, როგორც ასიათასობით სხვა უდანაშაულო ადამიანი, გამოგონილი ბრალდებით გამასამართლა მე, დავით ცეცხლაძე და ჯოჯოხეთურ ციხეში მამყოფა 1 წლის განმავლობაში. ციხეში გაუსაძლის პირობებში ყოფნის გამო შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. გარდა ამისა, სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენს ოჯახს წაართვა დიდძალი თანხა და 15 წლის განმავლობაში ნაშენები სამი ბიზნესი. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამ კი გაგვიჩინა იმედები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ვეღარასდროს გაბედავდნენ ბიზნესის რეკეტს, ადამიანთა წამებასა და მკვლელობას.

ჩვენმა ოჯახმა, 2006 წელს დააფუძნაა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მაღალი სტანდარტების სკოლა, „ბრიტანულ-ქართული აკადემია“. 19 წლის განმავლობაში, ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, სკოლა გახდა საუკეთესო რეპუტაციის, საერთაშორისო პროგრამების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. აქ განათლების მისაღებად ჩვენს მოქალაქეებთან და ჩვენს 5 შვილთან ერთად მოდიან დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შვილები.

2018 წლის ოქტომბერში, როგორც სკოლის დირექტორსა და დამფუძნებლებს, დაგვიკავშირდა ირაკლი გილაურის მიერ მართული კომპანიის, სს „საქართველოს კაპიტალის“ წარმომადგენელი, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული გიორგი კეთილაძე. „საქართველოს კაპიტალმა“ შემოგვთავაზა ინვესტიციების განხორციელება სკოლაში, ახალი კამპუსების მშენებლობისა და მათ საკუთრებაში არსებული მიწის სკოლისათვის უსასყიდლოდ გადმოცემის გზით. „საქართველოს კაპიტალის“ მიმართ სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი, იმის გამო, რომ მისი გენერალური დირექტორი ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ირაკლი გილაური იყო. გიორგი კეთილაძე სწორედ იმიტომ შეირჩა ჩვენთან საკომუნიკაციოდ, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული იყო და მას შეეძლო, ჩვენი ნდობა მოეპოვებინა. არაერთი მცდელობის შემდეგ გიორგი კეთილაძემ დაგვარწმუნა, რომ კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი და რომ თითქოს ეს ინვესტორის საუკეთესო რეპუტაციაზე მიანიშნებდა. ამით მან შეძლდო ჩვენი დარწმუნება, რომ ინვესტიციის განხორციელება ორივე მხარისათვის სასარგებლო იქნებოდა: სკოლას ექნებოდა ახალი სასწავლო კამპუსები, ხოლო „საქართველოს კაპიტალი“ შევიდოდა ზოგადი განათლების ბაზარზე, პრემიუმ-სეგმენტის სკოლაში. ამასთან, „ინვესტორის“ პირობა იყო, რომ სკოლის მენეჯმენტში არ ჩაერეოდა, არ ჰქონდა რა ზოგადი განათლების სფეროსთვის საჭირო სპეციფიკური ცოდნა. მენეჯმენტი ჩვენ უნდა ვყოფილიყავით. საბოლოოდ, გადაწყვეტილება არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ სკოლისა და მისი მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მივიღეთ. ინვესტიცია საშუალებას მოგვცემდა, სკოლის მოსწავლეების მზარდი რაოდენობის საპასუხოდ მეტი და უფრო კეთილმოწყობილი კამპუსები აგვეშენებინა. მეორე მხრივ, ღრმად გვწამდა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ნაციონალი ირაკლი გილაური ჩვენი ქონების მიტაცებას ვეღარ შეძლებდა. შესაბამისად, 2019 წლის მაისში მხარეებს შორის შედგა გარიგება, რის საფუძველზეც სს „საქართველოს კაპიტალმა“ ჩვენგან შპს „ბრიტანულ ქართული აკადემიის“ 100% წილის 70% მიიღო, ხოლო ჩვენ დაგვრჩა 30%.

სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ სწორედ ჩვენი ბიზნესის მიტაცების მიზანი ამოძრავებდა ნაციონალ ირაკლი გილაურს, რისი გამომჟღავნებაც ეტაპობრივად დაიწყო. ირაკლი გილაურმა შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი პირობა არ შეასრულა. 5 წლის განმავლობაში 1 თეთრის ინვესტიციაც კი არ განუხორციელებია, უარი თქვა სკოლისათვის მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადმოცემაზე და დაარღვია მენეჯმენტში ჩაურევლობის პრინციპი. ბიზნესის მიტაცების გეგმის განხორციელება გილაურმა მენეჯმენტიდან ჩვენი ჩამოშორების მცდელობით დაიწყო. 2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული გილაურმა არაერთხელ სცადა დირექტორობიდან ნათია ჯანაშიას გადაყენება და მის ნაცვლად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქის, იოჰანეს ვან ლილის დანიშვნა. საგულისხმოა, რომ ვან ლილი არის პორნოგრაფიული ტექსტების ავტორი. მისი ნაწარმოებები თავისუფლად იძებნება ინტერნეტსივრცეში, რაზეც ხელი მიუწვდებათ მოსწავლეებსაც. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ვან ლილის კანდიდატურის წარდგენა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება როგორც ადგილობრივ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.

სწორედ ამ კანდიდატის დირექტორად დანიშვნისა და მენეჯმენტიდან ჩვენი ჩამოშორების განზრახვა მოიყვანა სისრულეში გილაურმა 2025 წლის თებერვალში პარტნიორთა კრების გაყალბებული ოქმის საფუძველზე. გაყალბებული კრების ოქმით, პირადი კავშირებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ზოგიერთ თანამშრომელზე ფარული გავლენის წყალობით, გილაურმა შეძლო ახალი დირექტორის, ვან ლილის დანიშვნა. ასევე, კავშირების გამოყენებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეძლო, სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა ჩვენი არაერთგზისი მოთხოვნა, რომ გილაურს ბოროტად არ გამოეყენებინა მაჟორიტარი პარტნიორის სტატუსი და არ მიეღო სკოლისათვის საზიანო გადაწყვეტილებები. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიის წილის 30% ჩვენი საკუთრებაა, გილაურის დავალებით დღეს ჩვენ მიერ დაფუძნებულ და აშენებულ სკოლაში შესვლა გვეკრძალება. ძალის გამოყენებითა და პოლიციის უკანონო ჩარევით მოახდინეს სკოლის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების, ადვოკატისა და სხვა თანამშრომლების სკოლიდან ფიზიკური გაძევება. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოების მიერ უფლებამოსილების გადამეტებითა და სამოქალაქო დავაში ჩართვით განახორციელეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების საცხოვრებელი სახლებიდან გატაცება და პოლიციის განყოფილებაში დაშინება. დღეის მდგომარეობით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერსა და მსხვილ შემომწირველს, ირაკლი გილაურს, ოკუპირებული აქვს სკოლის შენობა, სადაც გადაადგილდებიან ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი მათი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რაც ეწინააღმდეგება კანონს და რეალურ საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

ზემოთ მოხმობილ ყველა ფაქტთან დაკავშირებით გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები. თუმცა გილაურის გავლენების გამო, მათი გამოყენება არაეფექტიანი და, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა.

მოგმართავთ თხოვნით, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩვენი, სკოლის ათასობით მოსწავლის, მასწავლებლისა და თანამშრომლის ინტერესები. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ 2012 წლის მონაპოვარი - ბიზნესის ხელშეუხებლობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება - ჩვენზეც გავრცელდება. ჩვენი ერთადერთი სურვილია, მოგვეცეს შესაძლებლობა, მართლმსაჯულება განხორციელდეს სამართლიანად და ნაციონალ გილაურს არ მიეცეს ჩვენი სკოლისა და ბიზნესის საბოლოოდ მიტაცების საშუალება. ამასთან, ღრმად გვწამს, რომ გილაურის გავლენის ქვეშ მოქცეული, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები მხოლოდ ერთეულები არიან და გილაურის გავლენების აღკვეთის შემთხვევაში, ყველა შესაბამისი უწყება, ვისაც ჩვენს საქმეზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს, ჩვენი უფლებების დაცვის საკითხს მაღალპროფესიონალურად და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით გადაწყვეტს“ – ნათქვამია ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის საჯარო მიმართვაში.

R