ეს ბლოგი ძეხვს და გემრიელი ძეხვეულის მოყვარულებს ეძღვნებათ! მინდა ჩემი ახალი აღმოჩენის შესახებ მოგიყვეთ, რომელმაც სასიამოვნოდ გამაოცა (მართლა!).
სამსახურიდან დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში და ერთი სული მქონდა, ქვაბში დარჩენილი წვნიანი გამეცხელებინა, მეჭამა, დივანზე წამოვგორებულიყავი და არაფერი მეკეთებინა. თითქმის მისული ვიყავი, კარგა ხნის უნახავი ნათესავის მესიჯი რომ წამომეწია, ერთ-ორ საათში შემოგივლითო. „შემოგივლითში“ მთელი ოჯახი იგულისხმებოდა. გონებაში პანიკურად მოვახდინე ჩემი ცარიელი მაცივრის შიგთავსის ვიზუალიზაცია და ფიქრი დავიწყე იმაზე, რა მომემზადებინა სწრაფად და მარტივად. უბნის სუპერმარკეტ „ლიბრეში“ შევირბინე და ძეხვეულის დახლთან გავჩერდი. ძეხვი – ჩემი გადამრჩენელი-მეთქი გავიფიქრე და იქვე გადავაწყდი ქართული ბრენდის „შეფმაისტერის“ ნედლად შებოლილ ძეხვებს, რომელიც ჩემი ახალი აღმოჩენა გახდა.
პიცა, ბრუსკეტები, ღვინის დაფა, ან უბრალოდ ბუტერბროდები – სულ რამდენიმე წუთში მზად ხარ, მაგიდაზე საჭმელია, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს მთელი დღე ამას ამზადებდი.
„შეფმაისტერის“ ძეხვების მრავალფეროვნებამ სასიამოვნოდ გამაოცა. ზოგადად, იტალია ძალიან მიყვარს, თავისი საოცარი პეიზაჟებითა და განუმეორებელი გემოებით. როგორც გავარკვიე, ეს პრემიუმ ხარისხის ნედლად შებოლილი ხორცპროდუქტები, ევროპული რეცეპტურითა და ტექნოლოგიით მზადდება და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ფასები აქვს, უცხოურ ანალოგთან შედარებით. ძეხვებს სახელები და რეცეპტურაც იტალიურის შესაბამისი აქვს: სალიამინო აგრიჯენტოდან დაწყებული, დი ნაპოლით დამთავრებული.
პური, პომიდორი, სალათის ფოთოლი, ძეხვი, ყველი და მზა ცომი! - თითქმის მზად ვიყავი. პიცა პეპერონით გავაკეთე და ბრუსკეტებიც მოვამზადე. რაც პირველივე ლუკმაზე შევამჩნიე, ეს იყო ძეხვის განსაკუთრებული არომატი და მდიდარი გემო. „შეფმაისტერის“ პეპერონს საკმაოდ ინტენსიური და სასიამოვნოდ შებოლილი არომატი აქვს – ზუსტად ის, რაც ნამდვილ პეპერონის უნდა ჰქონდეს. სალიამინო აგრიჯენტოც“ გავსინჯე. ძალიან საინტერესო გემო აქვს.
ნედლად შებოლილი ძეხვის უპირატესობა იმაშია, რომ არ სჭირდება ზედმეტი დამუშავება – შეგიძლია უბრალოდ დაჭრა და სხვადასხვა კერძში გამოიყენო. ეს ძალიან მოსახერხებელია, როცა გინდა სწრაფად მოამზადო რამე გემრიელი.
„შეფმაისტერის“ ძეხვების დაგემოვნებას ნამდვილად გირჩევთ, თუ ხორცპროდუქტების მოყვარული ხართ და ახალ, ხარისხიან გემოებს ეძებთ.
თუ თქვენც გაგისინჯავთ, გამიზიარეთ, რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად?
NS