პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარანტიას გაძლევთ, სოლიდარობის ფორმები იქნება მოძებნილი" - ელენე ხოშტარია
"გარანტიას გაძლევთ, სოლიდარობის ფორმები იქნება მოძებნილი" - ელენე ხოშტარია

"კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, მო­ი­ძი­ე­ბენ სო­ლი­და­რო­ბის და თა­ნად­გო­მის ფორ­მებს არა მხო­ლოდ და­ყა­და­ღე­ბუ­ლი ფონ­დე­ბის მი­მართ, არა­მედ „ყვე­ლა იმ პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც უკვე 111-ე დღეა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვის“.

  • რო­გორც ხოშ­ტა­რი­ამ დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­გო­რი ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას არ უნდა ახ­დენ­დეს, „რე­ჟიმს ეში­ნია“ ერ­თო­ბის, პრო­ტეს­ტის და სო­ლი­და­რო­ბის.

“მსგავ­სი ფონ­დე­ბი, მსგავ­სი აქ­ტი­უ­რო­ბა არის ის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რა­ზეც დგას ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ვერ­ცერ­თმა რე­ჟიმ­მა, ვერც და­ჭე­რით, ვერც ცე­მით, ვერც და­ში­ნე­ბით, ვერც ზა­რე­ბით ვე­რაფ­რით და­ა­ში­ნა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ამან ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­იწ­ვია უდი­დე­სი სო­ლი­და­რო­ბის მოძ­რა­ო­ბა. სო­ლი­და­რო­ბის სივ­რცე გაჩ­ნდა, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ებს, ბიზ­ნეს­მე­ნებს, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფალ მო­ქა­ლა­ქე­ებს ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, გვერ­დით დამ­დგო­მოდ­ნენ ყვე­ლას, ვი­საც რე­ჟი­მი ებ­რძვის. ახლა ამ ფონ­დებს თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბათ და მათ ეს თა­ნად­გო­მა ექ­ნე­ბათ.

გარ­და ამი­სა, ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს, რომ რე­ჟიმს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­გო­რი ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას არ უნდა ახ­დენ­დეს, ეში­ნია ჩვე­ნი ერ­თო­ბის, ჩვე­ნი პრო­ტეს­ტის და ჩვე­ნი სო­ლი­და­რო­ბის. ამი­ტომ, გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, სო­ლი­და­რო­ბის და თა­ნად­გო­მის ფორ­მე­ბი იქ­ნე­ბა მო­ძებ­ნი­ლი, რო­გორც ამ ფონ­დე­ბის მი­მართ, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის მი­მართ, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა იმ პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც უკვე 111-ე დღეა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვის“, - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გარანტიას გაძლევთ, სოლიდარობის ფორმები იქნება მოძებნილი" - ელენე ხოშტარია

"გარანტიას გაძლევთ, სოლიდარობის ფორმები იქნება მოძებნილი" - ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მოიძიებენ სოლიდარობის და თანადგომის ფორმებს არა მხოლოდ დაყადაღებული ფონდების მიმართ, არამედ „ყველა იმ პროტესტის მონაწილის მიმართ, რომელიც უკვე 111-ე დღეა საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის“.

  • როგორც ხოშტარიამ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, როგორი ძალის დემონსტრირებას არ უნდა ახდენდეს, „რეჟიმს ეშინია“ ერთობის, პროტესტის და სოლიდარობის.

“მსგავსი ფონდები, მსგავსი აქტიურობა არის ის ფასეულობები, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ეროვნული ბრძოლა თავისუფლებისთვის. ვერცერთმა რეჟიმმა, ვერც დაჭერით, ვერც ცემით, ვერც დაშინებით, ვერც ზარებით ვერაფრით დააშინა ჩვენი მოქალაქეები, ამან ავტომატურად გამოიწვია უდიდესი სოლიდარობის მოძრაობა. სოლიდარობის სივრცე გაჩნდა, სადაც მოქალაქეებს, ბიზნესმენებს, საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, გვერდით დამდგომოდნენ ყველას, ვისაც რეჟიმი ებრძვის. ახლა ამ ფონდებს თანადგომა სჭირდებათ და მათ ეს თანადგომა ექნებათ.

გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რეჟიმს მიუხედავად იმისა, როგორი ძალის დემონსტრირებას არ უნდა ახდენდეს, ეშინია ჩვენი ერთობის, ჩვენი პროტესტის და ჩვენი სოლიდარობის. ამიტომ, გარანტიას გაძლევთ, სოლიდარობის და თანადგომის ფორმები იქნება მოძებნილი, როგორც ამ ფონდების მიმართ, ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ, ისევე როგორც ყველა იმ პროტესტის მონაწილის მიმართ, რომელიც უკვე 111-ე დღეა საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის“, - განაცხადა ხოშტარიამ.