მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, როცა ის პირდაპირაა ჩართული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში" - გია ვოლსკი
"ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, როცა ის პირდაპირაა ჩართული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში" - გია ვოლსკი

"ვფიქ­რობ, ნე­ბის­მი­ე­რი ფონ­დი უნდა იყოს გამჭვირ­ვა­ლე, სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უნდა ჰქონ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რას და რის­თვის აკე­თებს - რო­დე­საც ფონ­დი პირ­და­პირ არის ჩარ­თუ­ლი გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მით უმე­ტეს, თუ ეს საქ­მე არის იმ სცე­ნა­რის ნა­წი­ლი, რა­საც რე­ვო­ლუ­ცია ჰქვია, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იგი და­მა­ტე­ბით ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ფონ­დე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი უნდა იყოს.

"მე ვფიქ­რობ, ნე­ბის­მი­ე­რი ფონ­დი უნდა იყოს გამჭვირ­ვა­ლე, სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უნდა ჰქონ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რას და რის­თვის აკე­თებს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა კე­თი­ლი საქ­მის კე­თე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, აკე­თებ­დეს ისეთ საქ­მეს, რო­გო­რი­ცაა, ვთქვათ, წა­ხა­ლი­სე­ბა დესტრუქ­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბის. ეს არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი და არც რა­ი­მე გა­საკ­ვი­რი არ იქ­ნე­ბა იმა­ში, რომ სწო­რედ ასე­თი სა­კი­თხე­ბი იქ­ნეს გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბუ­ლი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ფონ­დებს სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი და­ფი­ნან­სე­ბა. რე­ა­ლუ­რად, ამ და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ებ­თან უნდა იყოს ინ­ფორ­მა­ცია საკ­მა­ოდ ღია და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი. თუ ამ თე­მებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში პრე­ტენ­ზია არ ექ­ნე­ბა შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბაც გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ამის სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და. ფონ­დი გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით უნდა მოქ­მე­დებ­დეს. დე­ტა­ლე­ბი მე არ ვიცი, ალ­ბათ, შე­სა­ბა­მის­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა მეტი ინ­ფორ­მა­ცია უნდა მო­გა­წო­დონ,“ - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა "ნა­ნუ­კას ფონ­დის“ , "ფროს­ფე­რი­თის“, "ფონ­დი ერ­თმა­ნე­თის­თვის 24/7“-ის, "სირ­ცხვი­ლი­ას“ და "თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლის“ სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის და მათ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის და­ყა­და­ღე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფონ­დე­ბი მი­ღე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის ძი­რი­თად ნა­წილს წარ­მარ­თავ­დნენ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის­თვის, ისე­ვე რო­გორც ამ და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­სა­დე­ნად სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რის და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნის­თვის. ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ფონ­დე­ბი შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ფი­ნან­სე­ბის ძი­რი­თად ნა­წილს ახ­მა­რენ ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ პირ­თა და მათი ოჯა­ხის წევრთა ფი­ნან­სურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, როცა ის პირდაპირაა ჩართული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში" - გია ვოლსკი

"ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, როცა ის პირდაპირაა ჩართული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში" - გია ვოლსკი

"ვფიქრობ, ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რას და რისთვის აკეთებს - როდესაც ფონდი პირდაპირ არის ჩართული გარკვეული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში, მით უმეტეს, თუ ეს საქმე არის იმ სცენარის ნაწილი, რასაც რევოლუცია ჰქვია, რასაკვირველია, იგი დამატებით ყურადღებას იმსახურებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • მისი თქმით, ფონდების დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა იყოს.

"მე ვფიქრობ, ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რას და რისთვის აკეთებს, მაგრამ შეიძლება კეთილი საქმის კეთების პარალელურად, აკეთებდეს ისეთ საქმეს, როგორიცაა, ვთქვათ, წახალისება დესტრუქციული მოქმედებების, დესტაბილიზაციის პროცესების. ეს არ არის გამონაკლისი და არც რაიმე გასაკვირი არ იქნება იმაში, რომ სწორედ ასეთი საკითხები იქნეს გამოაშკარავებული. რასაკვირველია, ფონდებს სჭირდება შესაბამისი დაფინანსება. რეალურად, ამ დაფინანსების წყაროებთან უნდა იყოს ინფორმაცია საკმაოდ ღია და საზოგადოებისათვის ცნობილი. თუ ამ თემებთან მიმართებაში პრეტენზია არ ექნება შესაბამის სტრუქტურას, რასაკვირველია, იქნება შესაბამისი განცხადებაც გაკეთებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის საფუძველი ჰქონდა. ფონდი გარკვეული წესების მიხედვით უნდა მოქმედებდეს. დეტალები მე არ ვიცი, ალბათ, შესაბამისმა სტრუქტურებმა მეტი ინფორმაცია უნდა მოგაწოდონ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა "ნანუკას ფონდის“ , "ფროსფერითის“, "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, "სირცხვილიას“ და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის. ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას.