სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
მოზაიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯასტინ და ჰეილი ბიბერები განქორწინების ზღვარზე არიან? - რას წერეს ვარსკვლავური წყვილის შესახებ მედია
ჯასტინ და ჰეილი ბიბერები განქორწინების ზღვარზე არიან? - რას წერეს ვარსკვლავური წყვილის შესახებ მედია

კა­ნა­დე­ლი მომ­ღე­რა­ლი ჯას­ტინ ბი­ბე­რი და მისი მე­უღ­ლე, მო­დე­ლი ჰე­ი­ლი ბი­ბე­რი, შე­საძ­ლოა, ურ­თი­ერ­თო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ. და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი უთან­ხმო­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი რე­ლი­გია გახ­და.

და­ძა­ბუ­ლო­ბა Churchome-ის ეკ­ლე­სი­ის გამო:

  • Daily Mail-ის წყა­როს ცნო­ბით, წყვი­ლი ამ­ჟა­მად გა­ნი­ხი­ლავს, უნდა დარ­ჩნენ თუ არა Churchome-ის ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლში. Churchome არის თეკ­ლე­სია, რო­მელ­საც პას­ტო­რი ჯუდა სმი­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ბი­ბე­რე­ბი ამ ეკ­ლე­სი­ა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­დი­ოდ­ნენ და ჯას­ტინ ბი­ბე­რის­თვის ის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო – მან არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ პას­ტორ სმი­ტის გავ­ლე­ნით სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე იპო­ვა.

თუმ­ცა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჰე­ი­ლი ბი­ბე­რი ეკ­ლე­სი­ის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად გა­ნე­წყო. უც­ნო­ბია, ზუს­ტად რა გახ­და ამის მი­ზე­ზი, მაგ­რამ წყა­რო აღ­ნიშ­ნავს, რომ ჰე­ი­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია და ეჭ­ვის ქვეშ აყე­ნებს ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბებ­სა და მიდ­გო­მებს.

შვი­ლის და­ბა­დე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა?

წყა­როს თქმით, ჯეკ ბლუზ ბი­ბე­რის და­ბა­დე­ბამ ჰე­ი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია. დე­დო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ აი­ძუ­ლა, ხე­ლახ­ლა გა­და­ე­ხე­და ცხოვ­რე­ბა­ში ეკ­ლე­სი­ის რო­ლის­თვის და სწო­რედ ეს გახ­და წყვილს შო­რის კრი­ზი­სი­სა და გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი.

ბი­ბე­რე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი

ჰე­ი­ლი ბი­ბე­რის­თვის რე­ლი­გია ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. წარ­სულ­ში მას ნათ­ქვა­მი აქვს, რომ ჯას­ტინს ცო­ლად იმი­ტომ გაჰ­ყვა, რომ მას­თან ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კავ­ში­რი იგ­რძნო.

ეს უთან­ხმო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ზე­ზი, რის გა­მოც წყვი­ლი რე­ლი­გი­უ­რი სა­კი­თხე­ბის გამო გან­სხვა­ვე­ბულ გზებ­ზე დად­გა. ჰე­ი­ლის სურს, რომ მათი შვი­ლი სწორ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და რწმე­ნა­ზე გა­ი­ზარ­დოს, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მისი და ჯას­ტი­ნის ხედ­ვე­ბი ამ თე­მა­ზე აღარ ემ­თხვე­ვა.

ჯას­ტინ­მა და ჰე­ი­ლიმ ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2018 წელს იქორ­წი­ნეს. 2024 წლის მა­ის­ში წყვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბავ­შვს ელოდ­ნენ. მათი ვაჟი, ჯეკ ბლუზ ბი­ბე­რი, 2024 წლის 22 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

ჯასტინ და ჰეილი ბიბერები განქორწინების ზღვარზე არიან? - რას წერეს ვარსკვლავური წყვილის შესახებ მედია

ჯასტინ და ჰეილი ბიბერები განქორწინების ზღვარზე არიან? - რას წერეს ვარსკვლავური წყვილის შესახებ მედია

კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი და მისი მეუღლე, მოდელი ჰეილი ბიბერი, შესაძლოა, ურთიერთობის სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. დასავლური მედიის ინფორმაციით, მათი უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რელიგია გახდა.

დაძაბულობა Churchome-ის ეკლესიის გამო:

  • Daily Mail-ის წყაროს ცნობით, წყვილი ამჟამად განიხილავს, უნდა დარჩნენ თუ არა Churchome-ის ეკლესიის მრევლში. Churchome არის თეკლესია, რომელსაც პასტორი ჯუდა სმიტი ხელმძღვანელობს. ბიბერები ამ ეკლესიაში წლების განმავლობაში დადიოდნენ და ჯასტინ ბიბერისთვის ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო – მან არაერთხელ აღნიშნა, რომ პასტორ სმიტის გავლენით სულიერი სიმშვიდე იპოვა.

თუმცა, ბოლო პერიოდში ჰეილი ბიბერი ეკლესიის მიმართ სკეპტიკურად განეწყო. უცნობია, ზუსტად რა გახდა ამის მიზეზი, მაგრამ წყარო აღნიშნავს, რომ ჰეილი იმედგაცრუებულია და ეჭვის ქვეშ აყენებს ეკლესიის სწავლებებსა და მიდგომებს.

შვილის დაბადებამ ყველაფერი შეცვალა?

წყაროს თქმით, ჯეკ ბლუზ ბიბერის დაბადებამ ჰეილის ღირებულებებსა და შეხედულებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. დედობის გამოცდილებამ აიძულა, ხელახლა გადაეხედა ცხოვრებაში ეკლესიის როლისთვის და სწორედ ეს გახდა წყვილს შორის კრიზისისა და განხეთქილების მთავარი მიზეზი.

ბიბერების განსხვავებული პოზიციები

ჰეილი ბიბერისთვის რელიგია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. წარსულში მას ნათქვამი აქვს, რომ ჯასტინს ცოლად იმიტომ გაჰყვა, რომ მასთან ქრისტიანული კავშირი იგრძნო.

ეს უთანხმოება შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც წყვილი რელიგიური საკითხების გამო განსხვავებულ გზებზე დადგა. ჰეილის სურს, რომ მათი შვილი სწორ ღირებულებებსა და რწმენაზე გაიზარდოს, თუმცა, როგორც ჩანს, მისი და ჯასტინის ხედვები ამ თემაზე აღარ ემთხვევა.

ჯასტინმა და ჰეილიმ ოფიციალურად 2018 წელს იქორწინეს. 2024 წლის მაისში წყვილმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბავშვს ელოდნენ. მათი ვაჟი, ჯეკ ბლუზ ბიბერი, 2024 წლის 22 აგვისტოს დაიბადა.