პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ისტორიაში ჩაიწერება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა არ შეიწყალა მე-3 პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა პირველად აღმართა“ - თინა ბოკუჩავა
“ისტორიაში ჩაიწერება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა არ შეიწყალა მე-3 პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა პირველად აღმართა“ - თინა ბოკუჩავა

“ის­ტო­რი­ის ფურ­ცლებ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­წე­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მელ­მაც რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის­თვის ევ­რო­პის დრო­შით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა სცა­და, არ შე­ი­წყა­ლა მე-3 პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც ევ­რო­პის დრო­შა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად აღ­მარ­თა - ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სულ რე­ჟიმ­თან ერ­თად, დღეს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც იზი­ა­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამ ის­ტო­რი­ულ უსა­მარ­თლო­ბა­ზე“, - ამის შე­სა­ხებ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვამ, პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ კვე­თის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ტა­ნილ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

  • რო­გორც ბო­კუ­ჩა­ვამ აღ­ნიშ­ნა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა, დღეს მო­სა­მარ­თლე მის მი­მართ შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ციპს ვერ გა­მო­ი­ყე­ნებ­და.

“მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ დღეს გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს. მო­სა­მარ­თლედ წო­დე­ბულ­მა, ივა­ნიშ­ვი­ლის მსა­ხურ­მა, მი­ხე­ილ ჯინ­ჯო­ლი­ამ შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით 12.6 წელი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. პრე­ზი­დენტს, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო და­აბ­რუ­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო რუ­კა­ზე, რო­მელ­მაც შექ­მნა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და რო­მელ­მაც, რაც მთა­ვა­რია, მტერს არ ჩა­ა­ბა­რა ჩვე­ნი სამ­შობ­ლო 2008 წელს. შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის გა­მო­ყე­ნე­ბა, ყვე­ლა­ზე მძი­მე შე­საძ­ლო სას­ჯე­ლის და­კის­რე­ბის მიზ­ნით, ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის­თვი­საც კი უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ჯა­ლა­თუ­რი და რეპ­რე­სი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რაც მოწ­მობს, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი კვლავ რჩე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის მთა­ვარ მტრად და მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ. გარ­და ამი­სა, დღეს მინ­და კი­დევ ერთხელ გა­მო­ვეხ­მა­უ­რო პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ არ შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ არა­ერ­თი მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტო­რე­ბის, მათ შო­რის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან კონ­კრე­ტუ­ლი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი, არ გა­მო­ი­ყე­ნა მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­წყა­ლე­ბის ბერ­კე­ტი. მისი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი შე­წყა­ლე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტის არ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე იყო, რომ შე­წყა­ლე­ბის აქტი არ გა­ნა­პი­რო­ბებ­და პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. დღეს და­დას­ტურ­და, რომ გარ­და მო­რა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ცხა­დი­სა, რა­ზეც ბევ­რჯერ გვი­სა­უბ­რია, მისი შე­წყა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პრაქ­ტი­კუ­ლი და რე­ა­ლუ­რი შე­დე­გიც ექ­ნე­ბო­და. დღეს მი­ხე­ილ ჯინ­ჯო­ლია შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ციპს ვერ გა­მო­ი­ყე­ნებ­და, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა მის­ჯილ საქ­მე­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის აქ­ტით გა­ქარ­წყლდე­ბო­და მსჯავ­რი და შე­სა­ბა­მი­სი პა­ტიმ­რო­ბის წლე­ბიც. ამი­ტომ დღეს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც იზი­ა­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამ ის­ტო­რი­ულ უსა­მარ­თლო­ბა­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სულ რე­ჟიმ­თან ერ­თად.

ვინც რას არ უნდა ფიქ­რობ­დეს დღეს და რა პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბის ტყვე­ო­ბა­ში იღებ­დეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ფურ­ცლებ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­წე­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მელ­მაც რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის­თვის ევ­რო­პის დრო­შით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა სცა­და, არ შე­ი­წყა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც ევ­რო­პის დრო­შა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად აღ­მარ­თა. ასეა ეს და ამას ვე­რა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბა ვერ შეც­ვლის.

  • და ბო­ლოს, მინ­და მივ­მარ­თო პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს: მიშა, ამ ბრძო­ლა­ში შენი, თი­თო­ე­უ­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ვართ და ვიქ­ნე­ბით ისე­თი ერ­თი­ა­ნი, რო­გორც არას­დროს და ჩი­რაღ­დნად გვექ­ნე­ბა შენი დღე­ვან­დე­ლი სი­ტყვე­ბი - “ვიბ­რძვით და ვი­მარ­ჯვებთ“, ეს არის ერ­თა­დერ­თი გზა. დი­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბას! დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს! თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­შას და ყვე­ლა პო­ლიტ­პა­ტი­მარს!“ - გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 4,6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, თუმ­ცა, ასე­ვე და­ე­მა­ტა სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის საქ­მი­დან სას­ჯე­ლი 8 წლით და ჯამ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 12,6 წლის ვა­დით გა­ნე­სა­ზღვრა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

“ისტორიაში ჩაიწერება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა არ შეიწყალა მე-3 პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა პირველად აღმართა“ - თინა ბოკუჩავა

“ისტორიაში ჩაიწერება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა არ შეიწყალა მე-3 პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა პირველად აღმართა“ - თინა ბოკუჩავა

“ისტორიის ფურცლებზე აუცილებლად დაიწერება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, რომელმაც რუსული საოკუპაციო რეჟიმისთვის ევროპის დროშით წინააღმდეგობა სცადა, არ შეიწყალა მე-3 პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა საქართველოში პირველად აღმართა - ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად, დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

  • როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილი რომ შეეწყალებინა, დღეს მოსამართლე მის მიმართ შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა.

“მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ დღეს გამოტანილ განაჩენს. მოსამართლედ წოდებულმა, ივანიშვილის მსახურმა, მიხეილ ჯინჯოლიამ შეკრებითობის პრინციპით 12.6 წელი პატიმრობა მიუსაჯა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. პრეზიდენტს, რომელმაც საქართველო დააბრუნა საერთაშორისო რუკაზე, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები და რომელმაც, რაც მთავარია, მტერს არ ჩააბარა ჩვენი სამშობლო 2008 წელს. შეკრებითობის პრინციპის გამოყენება, ყველაზე მძიმე შესაძლო სასჯელის დაკისრების მიზნით, ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვისაც კი უპრეცედენტოდ ჯალათური და რეპრესიული გადაწყვეტილებაა, რაც მოწმობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ რჩება ივანიშვილის მთავარ მტრად და მოწინააღმდეგედ. გარდა ამისა, დღეს მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ არ შეეწყალებინა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილის მიმართ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საერთაშორისო აქტორების, მათ შორის, ევროპარლამენტის მხრიდან კონკრეტული მოწოდების მიუხედავად, რომ შეეწყალებინა პრეზიდენტი სააკაშვილი, არ გამოიყენა მის ხელთ არსებული კონსტიტუციური შეწყალების ბერკეტი. მისი მთავარი არგუმენტი შეწყალების ინსტრუმენტის არ გამოყენებაზე იყო, რომ შეწყალების აქტი არ განაპირობებდა პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებას. დღეს დადასტურდა, რომ გარდა მორალური და პოლიტიკური განაცხადისა, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, მისი შეწყალების გადაწყვეტილებას პრაქტიკული და რეალური შედეგიც ექნებოდა. დღეს მიხეილ ჯინჯოლია შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა, ვინაიდან ყველა მისჯილ საქმეზე სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტით გაქარწყლდებოდა მსჯავრი და შესაბამისი პატიმრობის წლებიც. ამიტომ დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად.

ვინც რას არ უნდა ფიქრობდეს დღეს და რა პოლიტიკური გემოვნების ტყვეობაში იღებდეს გადაწყვეტილებებს, საქართველოს ისტორიის ფურცლებზე აუცილებლად დაიწერება, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომელმაც რუსული საოკუპაციო რეჟიმისთვის ევროპის დროშით წინააღმდეგობა სცადა, არ შეიწყალა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა საქართველოში პირველად აღმართა. ასეა ეს და ამას ვერანაირი პოლიტიკური გემოვნება ვერ შეცვლის.

  • და ბოლოს, მინდა მივმართო პრეზიდენტ სააკაშვილს: მიშა, ამ ბრძოლაში შენი, თითოეული პოლიტპატიმრისა და საქართველოს თავისუფლებისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვართ და ვიქნებით ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს და ჩირაღდნად გვექნება შენი დღევანდელი სიტყვები - “ვიბრძვით და ვიმარჯვებთ“, ეს არის ერთადერთი გზა. დიდება თავისუფლებას! დიდება საქართველოს! თავისუფლება მიშას და ყველა პოლიტპატიმარს!“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.